ლონდონური „ჰითროუ“- ისევე, როგორც პარიზული „შარლ დე გოლი“- „4 ვარსკვლავითაა“ შეფასებული " />

Skytrax-ის კვლევის თანახმად, ბაქოს აეროპორტი „ხუთი ვარსკვლავს“, ანუ უმაღლეს შეფასებას იმსახურებს

ლონდონური „ჰითროუ“- ისევე, როგორც პარიზული „შარლ დე გოლი“- „4 ვარსკვლავითაა“ შეფასებული

აეროპორტი „ჰეიდარ ალიევი“, ბაქო. სპეციალური საძილე კაფსულა, რომელიც რეისის მომლოდინე მგზავრებისთვისაა განკუთვნილი

საკონსალტინგო კომპანია Skytrax-ს მიერ მომზადებულ რეიტინგში World Airport Awards ბაქოს „საერთაშორისო აეროპორტი ჰეიდარ ალიევი“ ისეთი აეროსადგურების გვერდით აღმოჩნდა, როგორებიცაა „ჩანგი“ (სინგაპური), „ტიუბუ“ (იაპონია), „ჰაიკოუ მეილანი“ (ჩინეთი), ჰამადი (ყატარი), „ჰონკონგი“, „ინჩხონი“ (სამხრეთი კორეა), „მიუნხენი“ (გერმანია) და „ტოკიო ხანედა“ (იაპონია).  ყველა ზემოაღნიშნულ აეროპორტს უმაღლესი შეფასება – «5 ვარსკვლავი» მიენიჭა.

„ჰითროუ“ (გაერთიანებული სამეფო), „პარი-შარლ-დე-გოლი“ (საფრანგეთი) „აბუ დაბი“ (გაერთიანებული საემიროები), „ამსტერდამ სხიპხოლი“ (ნიდერლანდები), დიუსელდორფი (გერმანია), „ვენა-შვეხატი“ (ავსტრია) და ბევრი სხვა აეროპორტი  ერთი დონით უფრო დაბალი ნიშნით, „ოთხი ვარსკვლავით“ შეფასდა.

Skytrax-ი გავლენიანი ბრიტანული კომპანიაა, რომელიც კონსალტინგითაა დაკავებული. ეს ორგანიზაცია მთელ მსოფლიოს მასშტაბით მუშაობს და ავიაკომპანიებისა და აერპორტების მომსახურების ხარისხის შეფასებითაა დაკავებული. აეროპორტების ინსპექცია, რომელსაც Skytrax-ი ატარებს, ხარისხის ეტალონად მიიჩნევა მთელ მსოფლიოში.

Skytrax-ის ვებგვერდზე წარმოდგენილია ავიაკომპანიებისა და აეროპორტების რეიტინგები, რომლებიც სხვადასხვა კრიტერიუმებით დგება – აეროპორტის მაღაზიებში ვაჭრობის ხარისხით დაწყებული, და ტერმინალების მოსახერხებლობით დასრულებული. რეიტინგის პოზიციები და ვარსკვლავები მგზავრების გამოკითხვის შედეგების მიხედვით ფორმირდება. კომპანიის თანამშრომლები რესპონდენტებს სხვადასხვა ტიპის შეკითხვებს უსვამენ პერსონალის მუშაობის ხარისხის, რეგისტრაციის სტენდებთან არსებული რიგების, ტერმინალების სისუფთავისა და სხვა მსგავსი საკითხების შესახებ.

ჩვენ ბაქოელებს ვკითხეთ, თუ რა მოსწონთ აეროპორტ „ჰეიდარ ალიევში“ და ასეთი პასუხები მივიღეთ:

  • მაღალი ხარისხის უფასო ინტერნეტი;
  • სისუფთავე;
  • თავაზიანი პერსონალი;
  • შენობის ეფექტიანი დიზაინი, რომლის წყალობითაც მგზავრს „დახურულ სივრცეში გამოკეტილობის“ შეგრძნება არ ეუფლება.

 

ბაქოს აეროპორტი 1933 წელს დაარსდა. 2004 წელს მას „საერთაშორისო აეროპორტი ჰეიდარ ალიევი“ ეწოდა.  ავიასადგურის ახალი კომპლექსის მშენებლობა 2014 წელს  დასრულდა და რამდენიმე თვეში აეროპორტში Skytrax-ის „4 ვარსკვლავი“ მიიღო.

Skytrax.


ასევე წაიკითხეთ