ტერიტორიული მთლიანობა აღარ არის პრიორიტეტულ საკითხთა პირველ ხუთეულში" />

NDI-ის კვლევა. რას ფიქრობენ საქართველოში ქვეყნის შიდა და საგარეო პრობლემებზე. მოკლედ ყველაზე მთავარი

ტერიტორიული მთლიანობა აღარ არის პრიორიტეტულ საკითხთა პირველ ხუთეულში

საშინაო პრიორიტეტად საქართველოს მოსახლეობისთვის კვლავ სამუშაო ადგილები რჩება, საგარეო თვალსაზრისით კი  ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება.

ამასთან, მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.

ეს და სხვა საინტერესო მონაცემები იკვეთება ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გასული წლის ბოლოს ჩატარებულ სოციოლოგიური კვლევაში.

როგორი უნდა იყოს საგარეო კურსი

ყველაზე მთავარი: გაიზარდა ევრაზიულ კავშირში საქართველოს გაწევრიანების მომხრეთა რიცხვი

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის NDI-ის კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის (72 %) მისაღებია მთავრობის გაცხადებული მიზანი, რომ ქვეყანა ევროკავშირის  წევრი გახდეს. საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვა მიუღებელია მხოლოდ 21%-ისთვის.

უფრო ნაკლები მოქალაქე უჭერს  მხარს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას (64 %).
კი ნატო-ს წევრობა მიუღებელია 26%-ისთვის. თუმცა, 2016 წელთან შედარებით, ნატო-ში გაწევრიანების მსურველთა რიცხვი გაზრდილია. 2016 წლის დეკემბერში გამოკითხულთა 61% ამბობდა, რომ  მათთვის მისაღებია ნატო-ში გაწევრიანება.

ყველაზე მეტად საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას ემხრობიან თბილისში, ყველაზე ნაკლებად კი, უმცირესობათა დასახლებებში (36%).

რაც შეეხება ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების პერსპექტივას –  საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას  მხარს უჭერს 29%. ეს ციფრი გაიზარდა. გასული წლის ივნისში ჩატარებული კვლევის დროს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას 22 % ემხრობოდა.

NDI-მ გამოკითხულებს ასეთი კითხვაც დაუსვა: თქვენი აზრით, სამხედრო თვალსაზრისით რომელი ქვეყანა უფრო ძლიერია რუსეთი თუ აშშ? გამოკითხულთა 41% მიიჩნევს, რომ  რუსეთი აშშ-ზე ძლიერია, ხოლო 36% – პირიქით.

როგორ მუშაობს მთავრობა

ყველაზე მთავარი: მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.

გამოკითხულთა მხოლოდ  13%  აცხადებს, რომ კარგად აფასებს საქართველოს მთავრობის მუშაობას. ბევრად მეტი ( 32 % ) ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობა ცუდად მუშაობს. უმრავლესობა (53 %)  კი ფიქრობს, რომ მთავრობა საშუალოდ მუშაობს.

ზოგადად, აღსანიშნავია, რომ პასუხს “საშუალოდ” საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი აქვს კვლევის ბევრ სხვა კითხვებზე პასუხის დროსაც.

კითხვაზე, როგორი მიმართულებით ვითარდება საქართველო, პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: გამოკითხულთა მხოლოდ 26 % მიიჩნევს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება. უმრავლესობას (39 %) მიაჩნია, ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. 32 % კი  ფიქრობს, რომ საქართველო საერთოდ არ იცვლება.

ყველაზე მთავარი პრობლემების ხუთეული

ყველაზე მთავარი: ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა აღარ არის მოსახლეობისთვის ყველაზე პრიორიტეტული საკითხების ხუთეულში.

დასაქმება კვლავ ყველაზე მთავარი პრობლემაა, რაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას (54%) აწუხებს.

კითხვა ასე იყო დასმული: თქვენი და თქვენი ოჯახისთვის რომელი ეროვნული საკითხია ყველაზე მნიშვნელოვანი.

მნიშვნელოვანი საკითხების ხუთეულში მხოლოდ ეკონომიკური ხასიათის საკითხები მოხვდა:

1. სამუშაო ადგილები – 54 %

2. ფასების ზრდა/ინფლაცია – 35 %

3. სიღარიბე – 30 %

4. პენსიები – 25 %

5. ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება – 23 %

ხუთეულში პირველად ვერ მოხვდა ტერიტორიული მთლიანობა. ეს საკითხი მეექვსეა ჩამონათვალში. ტერიტორიული მთლიანობა პრიორიტეტად 23 %-მა დაასახელა.

კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ საქართველოს მოსახლოების 60% თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს 40% კი დასაქმებულად. კითხვაზე თუ რა იყო გასულ თვეში თქვენი ოჯახის შემოსავალი 50% პასუხობს, რომ მისი ოჯახის შემოსავალი 500 ლარზე ნაკლები იყო.

ყველაზე ნაკლებპრიორიტეტული საკითხების სამეული ასე გამოიყურება:  ციხეებში არსებული მდგომარეობა, უმცირესობათა უფლებები და მედიის დამოუკიდებლობა.

NDI-ში ამბობენ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხების ჩამონათვალი საქართველოში უკვე 9 წელია არ იცვლება. 2009 წლის გამოკითხვაშიც პირველი ექვსი საკითხი ზუსტად ასეთი იყო, თუმცა რიგითობა იყო განსხვავებული. მაგალითად, თუ დღეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მეექვსე ადგილზეა, 2009-ში ის მნიშვნელობით მეორე პრობლემა იყო დასაქმების შემდეგ.  2009 წელს ასევე ნაკლებად იდგა ფასების ზრდისა და ინფლაციის პრობლემა – ეს საკითხი მეექვსე ადგილზე იყო, 2018 წლის მონაცემებში კი ფასების ზრდას და ინფლაციას მეორე ადგილი უჭირავს. ის, რაც წლიდან წლამდე უცვლელია, ეს არის ამ სიის პირველი პუნქტი – სამუშაო ადგილების პრობლემა.

საიდან იღებენ ინფორმაციას  საქართველოში

ყველაზე მთავარი: გაიზარდა მათი რიცხვი, ვინც ინფორმაციას ინტერნეტით იღებს. 

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 72%-ისთვის ინფორმაციის მიღების მთავარი წყარო ტელევიზიაა. მეორე ადგილზე კი, 21%-ით ინტერნეტი და Facebook-ია.

2014 წლის აგვისტოში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ინტერნეტს ინფორმაციის მიღების პირველწყაროდ მხოლოდ 8% ასახელებდა. 2017 წლის ივნისში 19%.

არის თუ არა რუსული პროპაგანდა

ყველაზე მთავარი: გამოკითხულთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ საქართველოში რუსული პროპაგანდა არ ვრცელდება. 

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 30% მიიჩნევს, რომ საქართველოში არსებობს რუსული პროპაგანდა, ხოლო 53% არ ეთანხმება ამ მოსაზრებას.

იმ 30%-დან, რომელიც მიიჩნევს, რომ საქართველოში რუსული პროპაგანდაა, 53% ამბობს, რომ ის ქართულენოვანი სატელევიზიო არხებით ვრცელდება, ხოლო 32% პროპაგანდის გავრცელების საშუალებად პოლიტიკურ პარტიებს ასახელებს. 28% რუსული პროპაგანდის გავრცელების იარაღად ინტერნეტსა და სოციალურ მედიას ასახელებს, 12% სამოქალაქო საზოგადოებას, ხოლო 11% კი არაქართულენოვან სატელევიზიო არხებს.

ამავე კვლევის მიხედვით,  29% მიიჩნევს, რომ საქართველოში არსებობს ევროკავშირიდან მომავალი პროპაგანდა, 45% ამ მოსაზრებას არ ეთანხმება, ხოლო 26%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.

28%-ის აზრით, საქართველოში მოქმედებს აშშ-დან მომავალი პროპაგანდა. მოსაზრებას არ ეთანხმება 44%, ხოლო 28%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის საველე სამუშაოები 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.
კვლევის შედეგების ცდომილების ზღვარი +/- 1.9%-ია.

ამავე თემაზე

10 დაბრკოლება კავკასიელი ქალის კარიერისთვის

10 დაბრკოლება კავკასიელი ქალის კარიერისთვის

გაეროს კვლევა: სომხეთის მოსახლეობა შემცირდება

გაეროს კვლევა: სომხეთის მოსახლეობა შემცირდება

დაუსაქმებელი ქალების გამო საქართველო მილიონობით ლარს კარგავს

დაუსაქმებელი ქალების გამო საქართველო მილიონობით ლარს კარგავს

მმართველმა პარტიამ სომხეთის პრეზიდენტობის კანდიდატი დაასახელა

მმართველმა პარტიამ სომხეთის პრეზიდენტობის კანდიდატი დაასახელა

ნატო-ს გენერალური მდივანი: საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, ჩარევის უფლება არავის აქვს

ნატო-ს გენერალური მდივანი: საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, ჩარევის უფლება არავის აქვს

ოპოზიცია და არასამთავრობოები კონსტიტუციაში საგარეო კურსის მიმართულების შეტანას ითხოვენ

ოპოზიცია და არასამთავრობოები კონსტიტუციაში საგარეო კურსის მიმართულების შეტანას ითხოვენ

საქართველო რუსულ საფრთხეს ოფიციალურად აღიარებს

საქართველო რუსულ საფრთხეს ოფიციალურად აღიარებს

საქართველოში არცერთი პარტია არ მოსწონთ. რას ამბობს NDI-ს კვლევა

საქართველოში არცერთი პარტია არ მოსწონთ. რას ამბობს NDI-ს კვლევა

სომხეთის ახალმა მთავრობამ მუშაობა დაიწყო

სომხეთის ახალმა მთავრობამ მუშაობა დაიწყო

სომხეთში აუცილებელია მინიმალური სამომხმარებლო კალათის ღირებულების გაზრდა

სომხეთში აუცილებელია მინიმალური სამომხმარებლო კალათის ღირებულების გაზრდა

სომხეთში რეალური დამნაშავეების აღმოჩენასა და უდანაშაულოების პატიმრობიდან გათავისუფლებას ცდილობენ

სომხეთში რეალური დამნაშავეების აღმოჩენასა და უდანაშაულოების პატიმრობიდან გათავისუფლებას ცდილობენ

სომხეთში უმუშევართა რაოდენობა შემცირდა, მაგრამ არა გაზრდილი სამუშაო ადგილების გამო

სომხეთში უმუშევართა რაოდენობა შემცირდა, მაგრამ არა გაზრდილი სამუშაო ადგილების გამო

სოციოლოგიური კვლევა: საქართველოში უმრავლესობას სჯერა, რომ ხელისუფლება კორუმპირებულია

სოციოლოგიური კვლევა: საქართველოში უმრავლესობას სჯერა, რომ ხელისუფლება კორუმპირებულია


ასევე წაიკითხეთ