46 % მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, 56 % მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს" />

NDI: ივანიშვილი ანტირეიტინგის ჩემპიონია, ხალხის სიმპათიებით სერგეენკო და კალაძე ლიდერობენ

46 % მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, 56 % მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს

აშშ-ის „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი“ (NDI) საქართველოში საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომელიც საქართველოს ხელისუფლების, პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური პარტიების მიმართ დამოკიდებულებას ეხება.

უმეტესობა მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 46% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.

26%-ის აზრით, საქართველო არ იცვლება, გამოკითხულთა 25% კი მიიჩნევს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება.

56% მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს, 36% კი დადებითად. 

პოლიტიკური პარტიები

კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 37% ვერ ასახელებს, თუ რომელი პარტია დგას ყველაზე ახლოს მათ შეხედულებებთან. 21%-ის აზრით, მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მმართველო პარტია “ქართული ოცნება” დგას.  ოპოზიციური “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 15 პროცენტმა დაასახელა. პარტიები “ევროპული საქართველო” და “პატრიოტთა ალიანსი” 4% და 3% დაასaხელეს.

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 60%-ს არ აქვს გადაწყვეტილი, თუ ვის მისცემდა ხმას.

დანარჩენების ხმები კი შემდეგნაირად გადანაწილდა: “ქართულ ოცნებას” – 17%; “ერთიან ნაციონალურ მოძრაობა“ – 14%, “ევროპული საქართველო” – 3%, “პატრიოტთა ალიანსი” – 3%.

სიმპათიები და ანტიპათიები პოლიტიკოსთა მიმართ

კვლევის თანახმად, მოსახლეობის მხრიდან სიმპათიით ყველაზე მეტად ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და თბილისის მერი კახი კალაძე სარგებლობენ. მათ დადებითად 40% აფასებს.  

გამოკითხულების 31% ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ასახელებს. ლეიბორისტების ლიდერ შალვა ნათელაშვილის, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის და გაერთიანებული ოპოზიცის ლიდერ გრიგოლ ვაშაძის მიმართ დადებითად გამოკითხულთა ერთი და იგივე რაოდენობა – 28 %, არის განწყობილი.  

შს მინისტრ გიორგი გახარიას მიმართ – 27 %, პრემიერ მამუკა ბახტაძის – 26%, “ქართული ოცნების ლიდერ ბიძინა ივანიშვილის მიმართ -21%.

რაც შეეხება ანტიპათიებს, ამ მხრივ მმართველი პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ლიდერობს.  მას უარყოფითად გამოკითხულთა 39% აფასებს. მეორე ადგილზე უარყოფითი შეფასებების მიხედვით პარტიაგირჩისლიდერი ზურაბ ჯაფარიძეა. მას უარყოფითად მოსახლეობის 35% აფასებს

მას მოყვება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია, 33% –ით და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომლის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება 32 პროცენტმა დააფიქსირა.

∗ “ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ” (NDI) და “CRRC-საქართველოს” მიერ კვლევის საველე სამუშაოები 2019 წლის 28 მარტი -15 აპრილის პერიოდში ჩატარდა. სულ გამოიკითხა 2 927 ადამიანი. ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2.3% ია.
Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ