ჟურნალისტი რამდენიმე თვის წინ საქართველოში იმყოფებოდა და კრიტიკული სიუჟეტი მოამზადა" />

Meydan Tv-ის ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვეს

ჟურნალისტი რამდენიმე თვის წინ საქართველოში იმყოფებოდა და კრიტიკული სიუჟეტი მოამზადა

აზერბაიჯანულენოვანი ტელეარხის, Meydan Tv-ის ჟურნალისტი, ჯამალ ალი, მიმდინარე წლის 19 აპრილს საქართველოში არ შემოუშვეს. ის ბერლინიდან თბილისში ჩამოფრინდა. როგორც თვითონ ამბობს, მესაზღვრეებმა მიზეზებიც არ აუხსნეს, გარკვეული პერიოდით დააკავეს და შემდეგ უახლოესი რეისით ისევ უკან, ბერლინში დააბრუნეს.

Meydan Tv აზერბაიჯანულენოვანი მედიასაშუალებაა, რომელიც გერმანიაში დაფუძნდა. ის ალიევის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულადაა განწყობილი და აქტიურად აშუქებს აზერბაიჯანში სახელისუფლებო კორუფციის საკითხებს. ამ მედიასაშუალების ჟურნალისტები აზერბაიჯანში არაერთხელ გამხდარან დევნის ობიექტები.

როგორც ჟურნალისტი ჯამალ ალი აზერბაიჯანულ საინფორმაციო სააგენტო Turan-თან ამბობს, მისი საქართველოში არშეშვება პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება. ჟურნალისტი საქართველოში რამდენიმე თვის წინ იმყოფებოდა და მოამზადა კრიტიკული რეპორტაჟი აზერბაიჯანული სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-ის შესახებ, რომელიც საქართველოში ეკლესიებს გაზით უფასოდ ამარაგებს. მისი რეპორტაჟის მომზადების შემდეგ, ჟურნალისტის წინააღმდეგ თბილისში აქციაც გაიმართა.

ჯამალ ალი ადვოკატის დაქირავებასა და სიმართლის გასარკვევად ბრძოლას აპირებს. ის აზერბაიჯანის ხელისუფლებას წლების წინ დაუპირისპირდა. ალი აქტიურად მონაწილეობდა 2012 წლის იანვარში, ბაქოში მიმდინარე ანტისახელისუფლებო აქციებში, რა დროსაც დააკავეს. გათავისუფლების შემდეგ ალიმ აზერბაიჯანი დატოვა და მას შემდეგ თავს ბერლინს აფარებს. აზერბაიჯანელმა ჟურნალისტებმა ვერ შეძლეს ოფიციალური განმარტების მიღება საქართველოს ხელისუფლებიდან, თუ რატომ შეზღუდა საქართველოში შემოსვლა ჯამალ ალის.

წყარო : ON.Ge

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ