Human Rights Watch-მა საქართველოში მედიის მდგომაეობაის თაობაზე განცხადება გაავრცელა" />

HRW: მედიის თავისუფლება საქართველოში საფრთხეშია

Human Rights Watch-მა საქართველოში მედიის მდგომაეობაის თაობაზე განცხადება გაავრცელა

მედიის თავისუფლება საქართველოში საფრთხეშია, – ასეთი სათაურით გამოაქვეყნა ავტორიტეტულმა საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ

Human rights watch ნიუს-რელიზი საქართელოში მედიაგარემოს მდგომარეობის შესახებ. სტატიაში ნათქვამია, რომ “რუსთავი 2-ის საკუთრებასთან დაკავშირებულმა დავამ სერიოზული შეშფოთება გამოიწვია მედიასა და სასამართლო სისტემაში ხელისუფლების შესაძლო ჩარევასთან დაკავშირებით.

“უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ცხადყოფს, რომ საქართველოში მედიის თავისუფლებას საფრთხე ექმნება. ჩევნ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ უზრუნველყოს მედიის მრავალფეროვნება”, – განაცხადა ორგანიზაციის კავკასიის ბიუროს ხელმძღვანელმა გიორგი გოგიამ.

სპეციალურ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ტელეკომპანიის დღევანდელი მენეჯმენტი, პოლიტიკური ოპოზიცია და სხვა დამოუკიდებელი ჯგუფები ამ საქმეს უყურებენ, როგორც ხელისუფლების ქმედებას ოპოზიციური ტელეარხის ხელში ჩასაგდებად.

“ხელისუფლების სასარგებლოდ “რუსთავი 2″-ის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება სერიოზულ დარტყმას მიაყენებს მედიაპლურალიზმს საქართველოში და მნიშვნელოვნად შეზღუდავს საზოგადოების წვდომას ოპოზიციურ შეხედულებებზე”, – ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაცის განცხადებაში ასევე საუბარია საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი გენერალური დირექტორის მიერ პოლიტიკური გადაცემების შეჩერებაზე და 2015 წელს ტელეკომპანია “იმედის” პოლიტიკური ტოქშოუების დახურვაზე.

შეგახსენებთ, 2 მარტს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ მიიღო. უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ მოსარჩელეთა მოთხოვნა დააკმაყოფილა და ტელეკომპანიის 60-პროცენტიანი წილი ქიბარ ხალვაშს, ხოლო 40 პროცენტი – შპს „პანორამას“ მიაკუთვნა.

 

3 მარტს ევროპის ადამიანის უფლებთა სასამართლომ, “რუსთავი 2”-ის სარჩელის საფუძველზე, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება 8 მარტამდე, სარჩელის მიღების საკითხის განხილვამდე, შეაჩერა.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ