„არასოდეს შეადაროთ საკუთარი თავი და სხვა ადამიანების პოსტები სოციალურ ქსელებში, ადამიანებს უნდათ უკეთესად გამოიყურებოდნენ, ვიდრე სინამდვილეში არიან“, - გვირჩევს Google-ის ანალიტიკოსი" />

Google – ეს სარკეა: შეიძლება შეგზაროთ, შეიძლება გაგახაროთ

„არასოდეს შეადაროთ საკუთარი თავი და სხვა ადამიანების პოსტები სოციალურ ქსელებში, ადამიანებს უნდათ უკეთესად გამოიყურებოდნენ, ვიდრე სინამდვილეში არიან“, - გვირჩევს Google-ის ანალიტიკოსი

Freshly-made juices

„ყველა იტყუება“ – წიგნი, რომელიც ბესტსელერად გამოაცხადა ბევრმა კომპანიამ და გამომცემლობამ, Amazon-დან დაწყებული, Economist-ით დამთავრებული. მისი ავტორი სეტ სტივენს დავიდოვიცი Google-ში მუშაობდა და, მისი თქმით, ათი წელი სხვადასხვა მონაცემის ანალიზზე დახარჯა. 

ის წერს იმის შესახებ, რას ეძებენ ადამიანები Google-ში და რატომ ხსნის ეს ჩვენ წინ „სამყაროს, რომელიც ძალიან განსხვავდება იმისგან, რასაც ჩვენ გარშემო ვხედავთ“.

მაშ ასე, რაში მდგომარეობს ეს საყოველთაო სიცრუე?

• როგორ მოახერხეს უნგრელმა ოლიგარქებმა ნაციონალური მედიის მონოპოლიზება

• რას ფიქრობს ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი აშშ-ზე, რუსეთზე, თურქეთზე, ირანსა და სხვა ქვეყნებზე

სურვილი, უკეთესად გამოიყურებოდე

სოციალურ ქსელებში არ არსებობს გულწრფელობის გამოხატვის სტიმული. პირიქით, იქ გინდა, უკეთესად გამოიყურებოდე. თქვენი ინტერნეტში ყოფნა ხომ ანონიმური არ არის – თქვენ თავს აწონებთ აუდიტორიას და უყვებით თქვენ შესახებ მეგობრებს, ოჯახის წევრებს, კოლეგებს, ნაცნობებსა და უცნობებს.

უკეთესად რომ გავიგოთ, რა აკლია სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, პორნოგრაფია ავიღოთ.

ყველა დროის ყველაზე ცნობილი პორნოგრაფიული ვიდეო არის – „შესანიშნავი სხეული, შესანიშნავი სექსი…“. ის 80 მილიონზე მეტჯერ ნახეს. სოციალური მედია ზუსტ წარმოდგენას რომ გვაძლევდეს იმაზე, რომელი ვიდეო ნახეს ადამიანებმა, მაშინ „შესანიშნავი სხეული…“ მილიონობით ადამიანს უნდა გადაეპოსტა.

ამის მიუხედავად, ის სოციალურ ქსელებში მხოლოდ რამდენჯერმე გამოჩნდა – და ყოველთვის პორნოვარსკვლავების გვერდებზე და არა ჩვეულებრივი მომხმარებლების. ადამიანები აშკარად ვერ გრძნობენ მეგობრებისათვის ამ ვიდეოთი დაინტერესების აფიშირების ჩვენებას, თუმცა, დიდი ალბათობით, ის ნახეს.

Facebook სამყაროში გეჩვენება, რომ ყველა ახალგაზრდა შაბათს „მაგარ წვეულებაზე“ მიდის. რეალურ სამყაროში კი უმრავლესობა მარტო ზის სახლში და Netflix-ზე სერიალს უყურებს.

Facebook სამყაროში გოგონა მეგობარ მამაკაცთან ერთად გადაღებულ 26 ფოტოს დებს ბედნიერი შვებულებიდან. რეალურ სამყაროში კი ამ ფოტოების დადებისთანავე Google-ში წერს: „ჩემს ბიჭს ჩემთან სექსი არ უნდა, რა გავაკეთო?“. სხვათა შორის, შესაძლოა, იმავდროულად მისი ბიჭი უყურებდეს „შესანიშნავი სხეული, შესანიშნავი სექსი…“

Facebook-ის თვალსაჩინო ექსპერიმენტი პირადი ისტორიებით

2006 წლის 5 სექტემბერს Facebook-მა საკუთარი მთავარი გვერდის მნიშვნელოვანი ცვლილება წარმოადგინა. ამ განახლებამდე მომხმარებლებს მხოლოდ პროფილზე დაჭერით შეეძლოთ გაეგოთ, რას აკეთებენ მეგობრები. და მაშინ საიტი დიდ წარმატებად თვლიდა, თუკი ერთდროულად მასზე 9,4 მილიონი ადამიანი იმყოფებოდა.

მაგრამ აქ ინჟინრებმა შექმნეს ის, რასაც დაერქვა News Feed, რომელმაც უნდა წარუდგინოს მომხმარებლებს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას აკეთებენ მისი მეგობრები.

ათობით ათასმა ადამიანმა მაშინვე დაიწყო წერა, რომ ვერ იტანდნენ News Feed-ს, რომ ეს პირად ცხოვრებაში შეჭრა იყო.

მაგრამ როდესაც ამ გამოხმაურებით აჟიტირებული ჟურნალისტები ინტერვიუს იღებდნენ Facebook-ის დამფუძნებელისა და ხელმძღვანელის მარკ ცუკერბერგისგან – ის მშვიდი იყო.

მიზეზი? ცუკერბერგს წვდომა ჰქონდა მონაცემებთან, რომელიც აჩვენებდა ადამიანების Facebook-ის პირად გვერდებზე ვიზიტების რაოდენობას. მან იცოდა, რომ სინამდვილეში ადამიანებს ძალიან მოეწონათ News Feed. მას ხელთ ჰქონდა ამის დამამტკიცებელი მონაცემები

საბოლოოდ, იმ მომენტიდან ადამიანებმა Facebook-ზე გაცილებით დიდი დროის გატარება დაიწყეს, ვიდრე News Feed-ის გამოჩენამდე. აგვისტოში მომხმარებლებმა 12 მილიარდი გვერდი ნახეს, მაშინ როდესაც ოქტომბერში – უკვე 22 მილიარდი.

და News Feed-ი დარჩა. ახლა ფეისბუკზე ყოველდღიურად მილიარდზე მეტი აქტიური მომხმარებელი შედის.

არასოდეს შეადაროთ თქვენი რეალური მდგომარეობა – და სხვების პოსტები სოციალურ ქსელებში

Googleმა საიდუმლო ამოხსნა: 

• რამდენად ძლიერი შეიძლება იყოს ადამიანებს შორის კავშირი,

•  დიდ ინტერესს ავლენენ ადამიანები სხვების მიერ გარეგნობის შეფასებისადმი,

• რამდენად ძლიერად შეიძლება დაინტერესდნენ ადამიანები სხვების შესახებ ზედაპირული ინფორმაციით.

ერთ-ერთმა პირველმა ეს გაკვეთილი კომპანია Netflix-მა აითვისა.

„არ დაიჯეროთ ის, რასაც ადამიანები ამბობენ – დაიჯერეთ მხოლოდ ის, რასაც ისინი აკეთებენ“, – აცხადებენ Netflix-ის მენეჯერები.

კომპანიამ თავდაპირველად საშუალება მისცა მომხმარებლებს, შეექმნათ იმ ფილმების სია, რომელსაც ისინი მომავალში ნახავდნენ, მაგრამ იმ კონკრეტულ მომენტში მათ სანახავად დრო არ ჰქონდათ. ამრიგად, როდესაც ადამიანებს მეტი დრო უჩნდებოდათ, Netflix-ს შეეძლო მათთვის ამ ფილმების შესახებ შეეხსენებინა.

მიუხედავად ამისა, ამ მონაცემებში რაღაც უცნაურობა შეინიშნებოდა. მომხმარებლები დიდი რაოდენობის ფილმებს წერდნენ სიაში – მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც ამ ფილმების შესახებ ახსენებდნენ, ისინი იშვიათად იწყებდნენ მათ ყურებას.

რაში იყო პრობლემა?

აღმოჩნდა, რომ უმრავლესობამ, იცოდნენ რა, რომ სია საჯარო იყო, ჩაწერეს, რომ სურდათ „მაღალი დონის“ საავტორო და სერიოზული დოკუმენტური ფილმების ყურება.

თუმცა, სინამდვილეში, უმრავლესობას უნდოდა ენახა მხოლოდ ის ფილმები, რომლებსაც ჩვეულებრივ უყურებენ ხოლმე: კომედიები და რომანტიკული ფილმები.

„ადამიანები მუდმივად ატყუებენ საკუთარ თავს“, – ამბობს Google-ის მკვლევარი.

იგივე Netflix-ი მალე მიხვდა და მოდელი ააწყო არა სურვილების – არამედ, მილიონობით დაწკაპუნებისა და ნახვების მიხედვით.

შედეგი: მომხმარებლებმა უფრო ხშირად დაიწყეს Netflix-ის გვერდზე შესვლა და მეტი ფილმის ყურება.

„ალგორითმები უკეთესად გიცნობენ, ვიდრე თქვენ იცნობთ საკუთარ თავს“, – ამბობს ქსავიე ამატრიენი, Netflix-ის მონაცემების შეგროვების ყოფილი სპეციალისტი.

საშინელი სარკე 

Google-სა და სოციალურ ქსელებში მილიონობით მოთხოვნის ანალიზმა აჩვენა მილიონობით მარტოხელა გეი მამაკაცების არსებობა; ისეთი ქალების საკმაოდ მნიშვნელოვანი პროცენტი, რომლებიც გაუპატიურებაზე ფანტაზიორობენ; ასევე ის, რომ ამერიკაში აფროამერიკელების წინააღმდეგ ფართოდ არის გავრცელებული ცრურწმენები.

აღმოჩნდა, რომ არსებობს ბავშვებთან უხეშად მოქცევისა და საკუთარი ხელით აბორტის გაკეთების მრავალი მოყვარული.

გაირკვა, რომ ამერიკულ საზოგადოებაში ძალადობრივი ისლამოფობიური შეხედულებები მკვეთრად მწიფდება.

სასარგებლო სარკე 

მაგრამ არსებობს არგუმენტები იმის სასარგებლოდაც, რომ დიდი მონაცემების ანალიზის შედეგად მიღებულ ცოდნას ჩვენი ცხოვრების გაუმჯობესება შეუძლია. მთავარია:

Google-ში თქვენთვის საინტერესო ნებისმიერი კითხვის ძებნას შეუძლია გაჩვენოთ, რომ თქვენ არ ხართ მარტო ამ სამყაროში.

სინამდვილეში, ბესტსელერის „ყველა ცრუობს“ ავტორი, სეტ სტივენს დავოდოვიცი თვლის, რომ დიდ მონაცემებს შეუძლია დაადასტუროს ცნობილი გამოთქმა:

„არასოდეს შეადაროთ ის, რაც თქვენ შიგნითაა, იმას, რასაც სხვები ამზეურებენ“.

თუმცა, ახალი ინტერპრეტაციით ეს სხვანაირად ჟღერს: 

„არასოდეს შეადაროთ Google-ში თქვენი საძიებო მოთხოვნები, სოციალურ ქსელებში სხვა ადამიანების შეტყობინებებს“.

 


ასევე წაიკითხეთ