ირანში უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, ბორტზე მყოფი 176 ადამიანი დაიღუპა
8 იანვარს, გამთენიისას, კომპანია „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი ირანში ჩამოვარდა. წინასწარი ინფორმაციით, ბოინგ-737-ის ბორტზე, ყველა ბორტზე მყოფი 176 ადამიანი დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავი თეირანის აეროპორტიდან აფრენიდან მალევე ჩამოვარდა. ის კიევის მიმართულებით მიემართებოდა.
https://twitter.com/ars__hii/status/1214768543318888449?ref_src=twsrc%5Etfw%7Ctwcamp%5Etweetembed%7Ctwterm%5E1214768543318888449&ref_url=https%3A%2F%2Fwww.rbc.ua%2Frus%2Fnews%2Fopublikovano-video-krushenie-samoleta-mau-1578457867.html
ჯერჯერობით არ არის ინფორმაცია იმის თაობაზე, დაკავშირებულია თუ არა მომხდარი ირანსა და აშშ-ის შორის ურთიერთობის მკვეთრ გამწვავებასთან, რომელიც მას შემდეგ გართულდა, რაც პრეზიდენტ ტრამპის ბრძანებით, გავლენიანი ირანელი გენერალი, ყასემ სოლეიმანი მოკლეს, სააგენტო Reuters-ი წერს.
∗ ინფორმაცია განახლებადია. თუ შეიძლება, განაახლეთ გვერდი უკანასკნელი ინფორმაციის მისაღებად