ჭადრაკიც კონფლიქტის ნაწილია" />

სომხები ბაქოში არ ჩამოვლენ

ჭადრაკიც კონფლიქტის ნაწილია

დღეს ბაქოში 42-ე საჭადრაკო ოლიმპიადა დაიწყო, მაგრამ ეს ტურნირი ერთ-ერთი უძლიერესი ნაკრების, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის, სომხეთის ეროვნული გუნდის გარეშე ჩატარდება.

სომხური მხარის ოფიციალური ვერსიით, ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი თავად სპორტსმენების პოზიცია გახდა. მოჭადრაკეეები არ იყვნენ დარწმუნებულები საკუთარ უსაფრთხოებაში, მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანი მათ უსაფრთხოებას სახელმწიფო დონეზე უზრუნველყოფდა. გასულ წელს სომეხი მოჭადრაკეების დელეგაცია ბაქოში გამართულ მსოფლიო თასის გათამაშებაზე ჩამოვიდა. სომხურ ჯგუფში მათი ლიდერი, ლევონ არონიანიც შედიოდა. და ყველაფერი ინციდენტების გარეშე ჩატარდა. თუმცა, როგორც ჩანს, აპრილის ოთხდღიანი ომის შემდეგ ორივე ქვეყნის საზოგადოებრივი განწყობა მკვეთრად გაუარესდა. მაგრამ, არსებობს არაოფიციალური ვერსიაც, რომლის მიხედვითაც, სომეხი მოჭადრაკეები ამ გადაწყვეტილებამდე სომხეთის პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის რეკომენდაციის მიღების შემდეგ მივიდნენ. სარგსიანი სომხეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტსაც ითავსებს.

სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წელს არც აზერბაიჯანელი მოჭადრაკეეები ჩავიდნენ სომხეთის ქალაქ წაღკაძორში, სადაც მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი იმართებოდა.

თანამედროვე ოლიმპიური მოძრაობის დამაარსებელმა, ბარონმა პიერ დე კუბერტენმა მოიფიქრა მოძრაობის დევიზი – “ო, სპორტო, შენ მშვიდობა ხარ”. სამწუხაროდ, მალე სპორტი პოლიტიკის ინსტრუმენტად იქცა. პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ გამარჯვებულმა ქვეყნებმა გერმანელ ათლეტებს ყველა დისციპლინაში აუკრძალეს ასპარეზობა. აღორძინებულმა გერმანიამ ბერლინის 1936 წლის ოლიმპიადით უპასუხა, რომლის ერთ-ერთი მიზანი “უმაღლესი რასის” უპირატესობის დამტკიცება იყო. შეგვიძლია გავიხსენოთ მოსკოვის 1980 წლის ოლიმპიადის ბოიკოტირების მცდელობა, რუსი ათლეტების დისკვალიფიკაცია რიოს ოლიმპიადის წინ და ა.შ.

ვინ დათვლის, რამდენი ფული დახარჯა აზერბაიჯანმა ლეგონერების შეძენაში და რა პოლიტიკური დივიდენდები მივიღეთ ამ ყველაფრიდან? საერთოდ თუ მივიღეთ? ამას წინათ, Go Group-ის მიერ გადაღებულ ფილმს ვუყურე, რომელიც ქართველ ყინულის ჰოკეისტებზე იყო. ერთი ლეგიონერიც არ ჰყავთ, ყველა ქართველია. აღარაფერს ვამბობ რაგბის შესახებ.

საიდან მოვიყვანოთ ახალი ბარონ დე კუბერტენი ამის სათქმელად – “ო, სპორტო, შენ მშვიდობა ხარ!”

გამოქვეყნდა: 02.09.2016


ასევე წაიკითხეთ