„ფეისბუკში“ გამოქვეყნებული პოსტის გამო, თუ ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით?" />

ბაქოში აქტივისტს მიესაჯა პატიმრობა ხუთ-ნახევარი წლის ვადით

„ფეისბუკში“ გამოქვეყნებული პოსტის გამო, თუ ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით?

მოძრაობა NIDA-ს წევრი, ელგიზ გახრამანოვს 5,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ბაქოს მძიმე დანაშაულების სასამართლომ იგი დიდი რაოდენობის ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციაში ცნო დამნაშავედ, აქტივისტი ამტკიცებს, რომ პოლიტიკური დაკვეთის საფუძველზე დააკავეს – ფეისბუკში“ გამოქვეყნებული „პოსტის გამო, რომელშიც ის ილჰამ ალიევის შვილის მიმართ აღვლენილ დითირამბებს დასცინის.

დაცვის მხარე განაჩენის გასაჩივრებას აპირებს.

  • NIDA — ახალგაზრდული მოძრაობა, რომელიც 2013 წელს გახდა ცნობილი – იმ დემონსტრაციების შემდეგ, რომელიც არმიაში გამეფებული განუკითხაობის წინააღმდეგ ჩატარდა. იმ პერიოდში გამართული მიტინგები სასტიკად დაარბიეს, რამდენიმე ათეული აქტივისტი კი დააპატიმრეს. 
  • ამავე ორგანიზაციის წევრები არიან „ძეგლის პატიმრები“, გიიას იბრაჰიმოვი და ბაირამ მამედოვი. თითოეულ მათგანს ათწლიანი პატიმრობა მიესაჯა მას შემდეგ, რაც ექსპრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის დაბადების დღეზე მისსავე ძეგლს მიაწერეს ფრაზა „გილოცავთ მონების დღესასწაულს“.

ასევე წაიკითხეთ