ჩვენ შესახებ – JAMnews

ჩვენ შესახებ

JAMnews არის უნიკალური მედია-პლატფორმა, რომელიც აერთიანებს კავკასიის სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ პროფესიონალ ჟურნალისტებს, მოქალაქე-რეპორტიორებს, ექსპერტებს, რომლებიც ჩვენც მკითხველებს მრავალფეროვან ინფორმაციას უზიარებენ.

ჩვენ ვაშუქებთ რეგიონში მიმდინარე ახალ ამბებს, ვავრცელებთ მხოლოდ გადამოწმებულ და დაბალანსებულ ინფორმაციას, ვაანალიზებთ მნიშვნელოვან მოვლენებს და ვცდილობთ უკეთ გავაცნოთ ერთმანეთი კავკასიის სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს.

ეს არის სივრცე, სადაც საკუთარ აზრს თავისუფლად გამოხატავენ სრულიად განსხვავებული შეხედულებებისა და მოსაზრებების მქონე ადამიანები, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, კონფლიქტის ზონის სხვადასხვა მხარეს, საპირისპირო პოლიტიკურ თუ სოციალურ რეალობებში ცხოვრობენ.

შესაბამისად, JAMnews-ის მასალებში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს მხოლოდ კონკრეტული მასალის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას.

JAMnews-ი ღიაა დისკუსიითვის, თუმცა ჩვენ ვიტოვებთ უფლებას წავშალოთ პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული ის კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო.

JAMnews-ი შექმნილია სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ფონდის (UK Conflict, Stability and Security Fund) მხარდაჭერით.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: [email protected]

Comments are closed.