2016 წლიდან იმატა იმ ქალების რიცხვმა, რომლებიც პირველ ბავშვს 35-დან 44 წლამდე ასაკში აჩენენ " />

სომხეთში ქალები ბავშვის გაჩენას ფინანსური პრობლემების გამო აღარ ჩქარობენ

2016 წლიდან იმატა იმ ქალების რიცხვმა, რომლებიც პირველ ბავშვს 35-დან 44 წლამდე ასაკში აჩენენ

საშუალო ასაკი, როდესაც ქალები პირველ შვილს აჩენენ, ბოლო 25 წლის განმავლობაში გაიზარდა. ოფიციალური მონაცემებით, 1990 წელს ქალები პირველ შვილს საშუალოდ 23 წლის ასაკში აჩენდნენ, 2016 წელს – 25 წლის ასაკში. 2016 წლიდან კი გაიზარდა იმ ქალების რიცხვი, რომლებიც პირველად 35-39, 40-44 წლის ასაკში მშობიარობენ.

ექსპერტების აზრით, მთავარი მიზეზი – სოციალური პრობლემებია. ქალებს არ სურთ შვილების ყოლა, რადგან ან მაღალი ხელფასი არ აქვთ, ან ქმარი ვერ უზრუნველყოფს ოჯახის საჭიროებებს.

საზოგადოებრივი ორგანიზაციის  „პროგრესული ქალების კავშირის“ თავმჯდომარემ ვარდუი გევორგიანმა JAMnews-ს განუცხადა, რომ ქალები ძირითადად იმ ასაკში აჩენენ ბავშვს, როდესაც თხოვდებიან, ხოლო ახლა ისინი გვიან თხოვდებიან – და ეს სრულიად გააზრებული ქმედებაა.

„არსებობენ ისეთი წყვილები, რომლებიც ქორწინდებიან, მაგრამ შვილების ყოლა არ სურთ, რადგან თავს საკმარისად უზრუნველყოფილად არ მიიჩნევენ – შიშობენ, რომ ბავშვის მინიმალური მოთხოვნილებების უზრუნველყოფას ვერ შეძლებენ. ბევრს ბინა არ აქვს. ელოდებიან, ვიდრე საცხვრებლის პრობლემას არ მოაგვარებენ და მხოლოდ შემდეგ ქორწინდებიან. წინათ გოგონები თანახმა იყვნენ დედამთილთან და მამათილთან ერთად ეცხოვრათ, ახლა კი ახალგაზრდები ცალკე ცხოვრებას ამჯობინებენ. ამიტომ, ისინი ელოდებიან, ვიდრე ბინა ექნებათ“, – თქვა ვარდუი გევორგიანმა.

ექსპერტმა აღნიშნა, რომ ქალები ხშირად გვიან იმის გამო თხოვდებიან, რომ მათთვის მნიშვნელოვანია კარიერული წინსვლა, ასევე იმის გამო, რომ შესაფერის კანდიდატს ვერ პოულობენ: სომხეთში მამაკაცი უფრო ცოტაა, ვიდრე ქალი. გვიანი მშობიარობის კიდევ ერთი მიზეზია იმ მამაკაცების ემიგრაცია, რომლებიც საზღვარგარეთ ფულის საშოვნელად მიემგზავრებიან.

Facebook Comments

პოპულარული

ასევე წაიკითხეთ