დეპუტატები შფოთავენ: შესაძლოა საქართველომ სომხეთს რუსეთთან დამაკავშირებელი გზა, სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაზე გავლით გაუხსნას " />

აზერბაიჯანის პარლამენტში საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკეს

დეპუტატები შფოთავენ: შესაძლოა საქართველომ სომხეთს რუსეთთან დამაკავშირებელი გზა, სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაზე გავლით გაუხსნას

საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადებამ იმის შესახებ, რომ თბილისმა შესაძლოა, სომხეთს თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის გავლით ტვირთების ტრანსპორტირების უფლება მისცეს, აზერბაიჯანის პარლამენტის წევრების პროტესტი გამოიწვია.

პარლამენტის დეპუტატმა გუდრატ ჰასანგულიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა თავი ისე არ უნდა დაიჭიროს, თითქოს არაფერი მომხდარა. მან წინადადება წამოაყენა, რომ საქართველოს ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში ახსნაგანმარტებისთვის გამოიძახონ.

გიორგი კვირიკაშვილმა, სომხეთის პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის თბილისში ამასწინდელი ვიზიტის შემდეგ კომენტარი გააკეთა საქართველოს მთავრობის მიერ შვეიცარიულ კომპანია SGSსთან დადებული ხელშეკრულების თაობაზე, რომელიც რუსეთში სამხრეთ ოსეთის გავლით ტვირთის გატანის შესაძლებლობას გულისხმობს. ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ ტვირთის გადატანა შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთსაქართველოს საზღვარზე, ყაზბეგიზემო ლარსის გზაზე ფორსმაჟორული სიტუაცია შეიქმნება.

სომეხმა ექსპერტებმა ეს განცხადება რუსეთიდან სომხეთისკენ საქართველოს გავლით სავარაუდო სარკინიგზო კავშირის გახსნის შესაძლებლობად აღიქვეს. უფრო დაწვრილებით იხილეთ JAMnewsის მასალაში:

საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტების შეხვედრა: რა მთავარ საკითხებზე ისაუბრეს მათ?

მეორე დეპუტატმა ფარაჯ გულიევმა მილი მეჯლისში ამის თაობაზე ოფიციალური პროტესტი გამოთქვა.

აზერბაიჯანის პრესის საბჭოს თავმჯდომარემ აფლატუნ ამაშოვმა განაცხადა, რომ თუკი საქართველო ამას დაუშვებს, ის ამით საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას შეეგუება.

იგივე სულისკვეთებით გამოვიდა პარლამენტის რამდენიმე სხვა წევრიც.

მილი მეჯლისის თავმჯდომარემ ოქტაი ასადოვმა საბოლოოდ განაცხადა:

შესაძლოა, საქართველოში ვინმე ჩვენი ურთიერთობების გაფუჭებას ცდილობს. მაგრამ, არ მჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ ნაბიჯს გადადგამს. ჩვენ ყარსამდე მიმავალი სარკინიგზო ხაზი ავაშენეთ. საქართველომ აქედან თავისი სარგებელი ნახა. მოდით, ამ საკითხის შესწავლა მეგობრობის ჯგუფს დავავალოთ“.

Facebook Comments

პოპულარული

ასევე წაიკითხეთ