ახალი პროვაიდერის გამოჩენას წინასაახალწლო სასწაულად აფასებენ" />

ახალი წლისთვის სამხრეთ ოსეთში ინტერნეტის გაუმჯობესებას ელოდებიან

ახალი პროვაიდერის გამოჩენას წინასაახალწლო სასწაულად აფასებენ

ფოტო: ნელი გარაბაევა

სამხრეთი ოსეთის მაცხოვრებლებს საახალწლოდ მშვენიერ საჩუქარს დაჰპირდნენ – დეკემბრის ბოლომდე ინტერნეტ-კავშირის ახალი ოპერატორი „იუგ-ტელეკომი“ ამოქმედდება. ცხინვალში ოპტიკურ-ბოჩკოვანი ხაზის გაყვანის სამუშაოები დაიწყო, „იუგ-ტელეკომმა“ რესპუბლიკაში მუშაობის ლიცენზია უკვე მიიღო.

ხუთი წლის წინ სამხრეთ ოსეთმა ინტერნეტის ქართველ დისტრიბუტორებთან მუშაობა გაწყვიტა და რუსულ კომპანია „ოსტელკომთან“ თანამშრომლობა დაიწყო. მთელი ამ წლების განმავლობაში ეს კომპანია 56 აბონენტისთვის მონოპოლისტად რჩებოდა, ამ სიტუაციებისთვის სახასიათო კლასიკური შედეგებით – მაღალი ფასები, დაბალი ხარისხი.

„იუგ-ტელეკომი“ თავის აბონენტებს უფრო იაფ და ხარისხიან ინტერნეტ-კავშირს ჰპირდება. „ეს კომერციული პროექტი მთლიანად ინვესტორის ხარჯზე ხორციელედება. სადენს პირველ რიგში ცხინვალის ყველაზე გადატვირთულ მიკრორაიონებში გაიყვანენ, პირველ აბონენტებს ქსელში ორი კვირის განმავლობაში ჩართავენ“, – უთხრა JAMnews-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების სამართველოს უფროსმა რობერტ ბეტეევმა.

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო
Facebook Comments

პოპულარული

ასევე წაიკითხეთ