„არხი- 13“-ის დირეტორი, ჟურნალისტი აზიზ ორუჯევი უკანონო მეწარმეობის ბრალდებით არის მსჯავრდებული " />

აზერბაიჯანში ინტერნეტ-ტელევიზიის დირექტორს ექვსწლიანი პატიმრობა მიესაჯა

„არხი- 13“-ის დირეტორი, ჟურნალისტი აზიზ ორუჯევი უკანონო მეწარმეობის ბრალდებით არის მსჯავრდებული

ინტერნეტტელევიზია „არხი-13“-ის დირექტორს აზიზ ორუჯევს თავისუფლების ექვსი წლით აღკვეთა მიესაჯა. განაჩენი 15 დეკემბერს ბაქოს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებათა სასამართლომ გამოიტანა.

არხი-13“-ის აღმასრულებელ დირექტორს აზიზ ორუჯევს ბრალად უკანონო მეწარმეობა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედებოდა. გამოძიებამ ბრალდება იმაზე ააგო, რომ „არხი-13“ დაფინანსებას საზღვარგარეთიდან იღებს და საკუთარ გრანტებს აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტროში არ არეგისტრირებს.

პოლიტმატიმართა დაცვის აზერბაიჯანულმა ცენტრმა მისი გვარი პოლიტიკური მოტივებით დევნილთა სიაში შეიტანა.

ორუჯევის ადვოკატმა ჯავად ჯავადოვმა განაჩენს „აბსურდული“ და სრულიად უსაფუძვლო უწოდა – „აზიზ ორუჯევს მისთვის ბრალად წაყენებული ქმედებები არ ჩაუდენია. ის მედიის კვლევათა ცენტრის „კავკაზის“ ფინანსური საქმიანობისთვის გაასამართლეს, მაგრამ ის იქ არასდროს ყოფილა ხელმძღვანელი ან თანამდებობის პირი, არც ერთ კონტრაქტზე ხელი არ მოუწერია. ამ ცენტრს ხელმძღვანელობდა მისი ძმა ანარ ორუჯევი, რომელიც 2014 წლიდან გერმანიაში ცხოვრობს“, – განაცხადა ადვოკატმა.

დაცვა სააპელაციო საჩივრის შეტანას აპირებს.

Facebook Comments

პოპულარული

ასევე წაიკითხეთ