როგორ გაასამართლეს 12 ივნისს აქციაში მონაწილეობისთვის დედა-შვილი, რომლებიც იქ შემთხვევით აღმოჩნდნენ " />

დღესასწაულზე მიდიოდნენ და მიტინგზე აღმოჩნდნენ

როგორ გაასამართლეს 12 ივნისს აქციაში მონაწილეობისთვის დედა-შვილი, რომლებიც იქ შემთხვევით აღმოჩნდნენ

აქცია 12 ივნისს სანკტ-პეტერბურგში, ფოტო REUTERS/Anton Vaganov

პუბლიკაციის ორიგინალი „ნოვაია გაზეტას“ ვებ-გვერდზე

ეველინა მურტაზინა პეტერბურგში რამდენიმე დღით, თავისი ქალიშვილის შეყვარებულის გასაცნობად ჩავიდა. ახალგაზრდები უკვე ერთი წლის განმავლობაში ხვდებოდნენ ერთმანეთს, და დედა ჯერაც არ იცნობდა, თუ ვინ იყო მისი ირინას რჩეული. ეველინა და ირინა მოზდოკიდან არიან.

 

12 ივნისს ისინი შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთს შეხვდებოდნენ და სამივე ერთად გაისეირნებდა – დედა, მისი ქალიშვილი და გოგონას თაყვანისმცემელი. ახალგაზრდა კაცი აგვიანებდა, და ქალებმა გადაწყვიტეს, რომ ფეხით გაევლოთ. „გაგონილი გვქონდა, რომ რუსეთის დღეა, რომ რაღაც დემონსტრაცია იქნება კორუფციის წინააღმდეგ. ჩვენ ეს რუსეთის დღედ აღვიქვით, ჩვენ მხარს ვუჭერთ იმ ადამიანებს, ვინც კორუფციის წინააღმდეგია, ხოლო მიტინგი ვისი ორგანიზებული იყო, არ ვიცოდით. გაგონილი მქონდა ვიღაც ნავალნის შესახებ, თუმცა ვინ იყო – არ ვიცოდი“. ქლები ხალხის მასას გაჰყვნენ. „ბევრს რუსეთის დროშა ეკავა, საზეიმო განწყობს სუფევდა, ჩვენთვის ეს ყველაფერი უცხო იყო – ჩვენ ხომ კავკასიიდან ვართ, იქ ასეთი რამ არ ხდება“, – გვიამბობს დედა. უეცრად პოლიციელებით სავსე ავტობუსი გაჩერდა, და ხალხი ყვირილით გაიქცა. დაიწყო ქაოსი. ისინი მომხდარით გაოგნებულები იდგნენ, როდესაც ჩაფხუტიანმა პოლიციელებმა მოირბინეს. „ერთმა ჩემს ქალიშვილს ხელი სტაცა, ალყაში შეაგდო და ხელკეტი ჩაარტყა, ჩემმე შვილმა ტირილი დაიწყო და მე მისკენ გავქანდი. ასე აღმოვჩნდით პოლიციელების ალყაში“.

 

ირინამ და ეველინამ ალყაში ნახევარი საათი დაჰყვეს.

როდესაც ქალები ავტობუსებისკენ წაიყვანეს, ისინი შეეცადნენ ეკითხათ, თუ რა საფუძველზე აკავებდნენ? მაგრამ მათ თითქოს ვერც კი ამჩნევდნენ. ავტობუსისკენ მიმავალ ეველინას ვიღაცამ ხელში ინსტრუქცია შეაჩეჩა: როგორ უნდა მოიქცე დაკავების დროს. ეველინა მიხვდა, რომ ადამიანები მოვლენების ამგვარად განვითარებისთვის მზად იყვნენ. იმ განყოფილებაში, სადაც ისინი მიიყვანეს, ჰოლში სულ ორი სკამი იდგა. ამ ორ სკამზე რვა საათის განმავლობაში რიგ-რიგობით 22 ადამიანი ჯდებოდა. არც წყალს და არც საჭმელს არ გვაძლევდნენ, არადა, კანონით, სამი საათის შემდეგ საკვები უნდა დაერიგებინათ – ინსტრუციაში ასე ეწერა. ვისაც ფული ჰქონდა, ავტომატიდან ჩაის ყიდვა შეეძლო, მაგრამ მე და ჩემს ქალიშვილს ცოტა ფული გვქონდა“, – იხსენებს ეველინა.

მალე განყოფილებასი ირას შეყვარებული მივიდა – და ეველინამ ის სწორედ იქ გაიცნო. „ მას ჩვენთვის ამანათები მოჰქონდა, განიცდიდა. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენთან ერთად ისიც არ გაეხვა ამ ისტორიაში –  სწავლობს და მისთვის ეს საშიშია“.

“ჩვენ ჯერ ბრალდებაც არ გვქონდა წაყენებული, და უკვე დამნაშავეებივით გვექცეოდნენ. საშინელ საკანში მოგვათავსეს – ნარებზე ექსკრემენტების კვალი იყო შერჩენილი, უსახლკაროების სუნი იდგა. მეგონა, ჩვენს ვინაობას დაადგენდნენ, ბიოგრაფიებს შეამოწმებდნენ, მიხვდებიან, რომ შეცდომით დაგვაკავეს, და გაგვიშვებენ-მეთქი; თუმცა ჩვენ პოლიციისადმი დაუმორილებლობასა და უკანონო მიტინგში მონაწილეობისთვის დაგვდეს ბრალი. როდესაც საკანში მოგვათავსეს, მივხვდი, რომ უკანონობა ხდება, მე კი უძლური ვარ, უბრალო ტკიპა ვარ, რომლის გასრესაც უადვილესია”.   

მომდევნო დღეს ირას 8- დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს და 10 ათასი რუბლის ოდენობის ჯარიმა დააკისრეს. „მე ადვოკატზე უარი ვთქვი, რადგან ვაპირებდი მოსამართლესთვის მეთხოვა, რომ მე და ჩემი ქალიშვილი დავეტოვებინეთ. სასამართლოზე გულწრფელად განვაცხადე, რომ  სახელმწიფოსგან დაცვას ველოდი და არა დამცირებას; რომ ის ლოზუნგები არ წარმომითქვამს, რასაც მომაწერდენენ, რომ მიტინგზე შემთხვევით მოვხვდი. და რომ ნავოლნის არ ვიცნობ – დიახ, მას ასე ვეძახდი.  გავიგე, რომ ადამიანები კორუფციას აპროტესტებდნენ, და მეც მისი წინააღმდეგი ვარ. მოვყევი ჩემი სამხედრო მოსამსახურე ვაჟის შესახებაც – რომ ის დიდხანს ელოდა დაწინაურებას, და უეცრად უთხრეს – შენი ადგილი სხვამ იყიდა! და რომ სწორედ ეს არის კორუფცია, და თითოეული მოქალაქის ვალია, მას წინ აღუდგეს“.

პოლიციის განყოფილებაში. ეველინა მურტაზინას ფოტო. ცისფერი ქურთუკით – მისი ქალიშვილი ირინა ტელეფონით

მოსამართლე შერბაკოვმა ეველინას ორი დღე-ღამით პატიმრობა მიუსაჯა: დაკავების დროის გათვალისწინებით, მას იმავე დღეს შეეძლო გათავისუფლება. მაგრამ ეველინამ მოსამართლეს შეწყალება სთხოვა: „ იქ ჩემი ქალიშვილია, ჩვენ კავკასიელები ვართ და ასე არ შეგვიძლია. ჩემს შვილს აქ მარტოს ვერ დავტოვებ, როდესაც არ ვიცი, აქ როგორ მოექცევიან. მან მთხოვა, კიდევ მეფიქრა. ვუთხარი, რომ  უკვე ყველაფერი მოფიქრებული მქონდა. ეს ერთადერთი ადამიანი იყო მთელს ამ სისტემაში, ვინც ადამიანურად მოიქცა, და ჩემს მდგომარეობაში შემოვიდა. მე მას უზომოდ ვემადლიერები…“

დედა და შვილი ერთმანეთს ავტობუსში შეხვდნენ, რომლითაც ისინი საგამოძიებო იზოლატორში გადაიყვანეს. აქ, ეველინას თქმით, პოლიციის განყოფილებასთან შედარებით, სანატორიუმის პირობები იყო. ახალი პალატები, ახალი ლეიბები და საბნები („ჩვენი ხელით გავხსენით ახალი შეფუთვები“), სამჯერადი კვება (ბორში, მეორე),  დღეში ერთხელ  სეინობა, ტელეფონით15- წუთიანი საუბარი.

თავისუფლება

20 ივნისს ეველინა და მისი ქალიშვილი  გაათავისუფლეს. მათ დახვდნენ ჟურნალისტები და ვალოდია, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში მათთვის საკვებითა და წიგნებით სავსე ამანათებს ეზიდებოდა.

ეველინა აპირებს, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივროს, რადგან თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს: „მითხრეს, რომ ეს განაჩენი შეიძლება ჩვენს მომავალ ცხოვრებაზე აისახოს. აეროპორტში ნახავენ, რომ მე და ჩემი ქალიშვილი ნასამართლები ვართ. შეიძლება ამან ჩემი ვაჟის კარიერაზეც იმოქმედოს. ადვოკატს შევხვდებით და გადავწყვეტთ, როგორ მოვიქცეთ“. ადვოკატ იგორ ანის აზრით, მურტაზინების არასანქცირებულ მიტინგში მონაწილეობა არ დასტურდება, რადგან მოსამართლეების დასკვნა, თითქოს ეველინა და ირინა ლოზუნგებს სკანდირებდნენ, ასევე ის, რომ ისინი მიტინგის მონაწილეებისგან 10 მეტრზე ნაკლები მანძილით იყვნენ დაშორებულები –   არც ერთი სარწმუნო ფაქტით არ დასტურდება.

 

Facebook Comments

პოპულარული

ასევე წაიკითხეთ