როგორ ჩავაბაროთ უმაღლესი სასწავლებლის გამოცდები, რომლებიც დღესასწაულების დასრულებისთანავე იწყება და როგორ გავუმკლავდეთ სტრესს" />

შვიდი რჩევა სტუდენტებისგან

როგორ ჩავაბაროთ უმაღლესი სასწავლებლის გამოცდები, რომლებიც დღესასწაულების დასრულებისთანავე იწყება და როგორ გავუმკლავდეთ სტრესს

ალბათ, ყველა სტუდენტს ერთნაირად აშინებს საზამთრო სესიის გამოცდები, რომლებიც დღესასწაულების შემდგომ პერიოდში იწყება ხოლმე. ამ გამოცდების მოსამზადებელი ეტაპი კი (რომელიც დღესასწაულებს ემთხვევა) კიდევ უფრო მეტად დამთრგუნველია. იმის ნაცვლად, რომ იქეიფონ, იცეკვონ, მეგობრებთან ერთად გაერთონ და ლამაზი ფოტოები ატვირთონ ფეისბუკში, სახელმძღვანელოებისა და გაურკვეველი კალიგრაფიით ნაწერი კონსპექტების დამუშავებაში ღამეებს ათენებენ.

იმის გასარკვევად, თუ როგორ ემზადებიან სტუდენტები ამ დღეებში დანიშნული გამოცდებისთვის და როგორ უმკლავდებიან სტრესს, სომხური სასწავლებლების სხვადასხვა ფაკულტეტის 40 სტუდენტი გამოვკითხეთ. უამრავი პასუხიდან გთავაზობთ მხოლოდ იმ შვიდ რჩევას, რომლებიც პრაქტიკულობით, ოპტიმიზმით, ან იუმორით გამოირჩევა.

მაშ ასე, სტუდენტები გვირჩევენ:

  1. არ დაიძაბოთ. კიდევ ბევრი გამოცდა და დღესასწაული გელით წინ. ამ დღესასწაულებს ვერ აღნიშნავთ – რადგან საათობით მოგიწევთ სახელმძღვანელოების “ღეჭვა”. შეურიგდით რეალობას. ხომ გინდოდათ, რომ განათლებული ყოფილიყავით?
  2. სასიამოვნო მომენტები შეუქმნით საკუთარ თავს. ნუღარ იმეცადინებთ იმ შემთხვევაში, თუკი დაიღალეთ – ნუ დაიტანჯავთ თავს. მოიწყვეთ შესვენებები – საყიდლებზე წადით, მიაკითხეთ სილამაზის სალონს, მოუსმინეთ მუსიკას, ან უბრალოდ, რაიმე ითამაშეთ. მოდუნდით. გამოცდისწინა მოსამზადებელ პროცესს ჯოჯოხეთად ნუ აქცევთ.
  3. მიირთვით ტკბილეული. შოკოლადი, ორცხობილა და მარმელადი  ბედნიერების ჰორმონის გამომუშავებას უწყობს ხელს.
  4. დაივიწყეთ გამოცდები და დღესასწაულები აღნიშნეთ. დროის პაბში გატარება საუკეთესო საშუალებაა იმისთვის, რომ გამოცდაზე მოუმზადებლად მიხვიდეთ და ჩაიჭრათ. უმაღლესი სასწავლებლიდან გაგაგდებენ და დაისვენებთ.
  5. დალეწეთ ჭურჭელი. აივანზე გადით და ხმამაღლა იყვირეთ. ფანჯრიდან გადაყარეთ ტანსაცმელი, სამუშაო მაგიდას დაუბრუნდით და გააგრძელეთ მეცადინეობა – ისე, თითქოს არაფერი მომხდარა.
  6. შეისწავლეთ საკუთარი გენეალოგიური ხე. შესაძლოა, რექტორი, დეკანი, ან რომელიმე პედაგოგი თქვენი შორეული ნათესავი აღმოჩნდეს…
  7. სასწორის ერთ პინაზე დღესასწაულების სრულფასოვნად, ლაზათიანად აღნიშვნის შესაძლებლობა დადეთ, მეორეზე კი – კარგი განათლების მიღების შანსი.

წარმატებებს  გისურვებთ გამოცდებზე!


ასევე წაიკითხეთ