რას სთავაზობენ ტურისტული სააგენტოები კლიენტებს შობა-ახალი წლის პერიოდისთვის" />

ხუთი მიზეზი დღესასწაულების სომხეთში გასატარებლად

რას სთავაზობენ ტურისტული სააგენტოები კლიენტებს შობა-ახალი წლის პერიოდისთვის

ამ დღეებში ბევრი ადამიანი მოგზაურობისგან იკავებს თავს, მიზეზი კი ძველი ანდაზაა, რომლის მიხედვითაც, ახალ  წელს სახლში უნდა შეხვდე. შესაძლოა, ბევრისთვის ასეთი ქცევა უბრალო ცრუმორწმუნეობითაა განპირობებული, მაგრამ, ზემოაღნიშნულის მიუხედავად, ბევრი ადამიანი ამ ტრადიციის ერთგული რჩება.

აი, იმ მიზეზების სია, თუ რატომ უნდა შეხვდნენ უცხოელები ახალ წელს სომხეთში (ამ ჩამონათვალს ტურისტული სააგენტოები წარმოგვიდგენენ):

1. პასიური დასვენებისა და გემრიელი საკვების მოყვარულებს ტურისტული სააგენტოები სომხეთის სხვადასხვა რეგიონში მდებარე დასვენების სახლებში გაჩერებას, გასტრონომიული შედევრების მირთმევას, ზამთრისთვის ქორფად შემონახული ბოსტნეულისა და ხილის  გასინჯვას და, რა თქმა უნდა სომხური კონიაკისა და ღვინოების დაგემოვნებას სთავაზობენ.

2

2. მათ, ვინც სულიერ საზრდოს აფასებს, ტუროპერატორები შობის იმ ქვეყანაში გატარებას სთავაზობენ, რომელმაც პირველმა მიიღო ქრისტიანობა. ამისათვის 7 იანვრამდე უნდა დარჩეთ სომხეთში, რადგან სომხეთის სამოციქულო ეკლესია შობას 6 იანვარს აღნიშნავს და სწორედ ამ დღეს აღესრულება საშობაო ლიტურგია.

საახალწლო პაკეტების ფარგლებში,  სააგენტოები  კლიენტებს სთავაზობენ ტურებს პირველსატახტო წმინდა ეჩმიაძინის საკათედრო ტაძრის მიმართულებით.

3

სომხეთი მდიდარია ეკლესიებით, რომლებსაც ქვეყნის ყველა რეგიონში შეხვდებით; ამდენად, სადაც  უნდა წავიდნენ ტურისტები, მათ ყველგან ექნებათ საშუალება, გაეცნონ ეკლესიებს. სომხეთში მდებარე ყველა ტაძარი ასკეტურობით გამოირჩევა, მაგრამ ყველა ეს ნაგებობა განსაკუთრებული და გამორჩეულია მათი მშენებლობისას მათი მშენებლობისას  არქიტექტურული გადაწყვეტით.

4

 

5

სომხეთის ბუნებრივი და ისტორიულ-კულტურული ძეგლები კიდევ ერთი მიზეზია იმისთვის, რომ უცხოელმა ტურისტმა ჩვენი ქვეყანა მოინახულოს.

3. მათ, ვისაც არაჩვეულებრივი მოვლენები ხიბლავს, საინტერესო საახალწლო რიტუალებში მონაწილეობას სთავაზობენ. მაგალითად, ტურისტებს შეუძლიათ, 31 დეკემბრის ღამე ერთ-ერთ სომხურ ტაძარში გაატარონ და ბროწეულის კურთხევის რიტუალს დაესწრონ.

4. ექსტრიმის მოყვარულებს შეუძლიათ თოვლით დაფარულ მთებზე ავიდნენ და თხილამურებით ისრიალონ, ან სნოუბორდით დაშვებით შეიქმნან საზეიმო განწყობა.

6

 

7

5. მთლიანობაში კი,  ყველა სტუმარს სთავაზობენ, სომხეთისათვის დამახასიათებელი სტუმართმოყვარეობითა და თბილი, მეგობრული ატმოსფეროთი დატკბნენ, ისეირნონ და გაერთონ დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში – ისე, რომ საკუთარ უსაფრთხოებაზე არ იდარდონ.  ბოლო პერიოდში ეს განსაკუთრებით აქტუალურია.

ტურისტულ სააგენტოVisit Armenia-ს დამფუძნებელი, ვლადიმირ გევორქიანი ამბობს, რომ იმ ტურისტების უმრავლესობას, რომლებიც სომხეთში ახალი წლის აღსანიშნავად ჩამოდიან, რუსები შეადგენენ (ოჯახები, ან წყვილები) : “ამ დღეებში ქალაქგარეთ მდებარე დასვენების სახლები ფასებს ზრდიან, თუმცა, ქალაქში მდებარე სასტუმროებს სავსებით მისაღები პირობები აქვთ. რუსი ტურისტები კი მიიჩნევენ, რომ  საახალწლო დღესასწაულების გატარება ერევანში ჯობს”.

8

სხვადასხვა  ტურისტული სააგენტოს მიერ შემოთავაზებული ფასების  შესწავლის შედეგად გავარკვიეთ, რომ ხუთდღიანი პაკეტის (4 ღამე)ღირებულება 350 ამერიკული დოლარით იწყება და მასში შედის ერევანში მდებარე ოთხვარსკვლავიან სასტუმროში ცხოვრება, ექსკურსია დედაქალაქისა და რეგიონების (ეჩმიაძინის, წაღკაძორის, სევანის, გარნისა და გეგარდის)  მონახულება.


ასევე წაიკითხეთ