რუსეთის საერთაშორისო ფესტივალი ღია ცის ქვეშ „წერტილი უსასრულო სამყაროში“ წელს კოდორის ხეობის მთის სოფელში ჩატარდა " />

36 ფილმი აფხაზეთის საავტორო კინოს ფესტივალზე

რუსეთის საერთაშორისო ფესტივალი ღია ცის ქვეშ „წერტილი უსასრულო სამყაროში“ წელს კოდორის ხეობის მთის სოფელში ჩატარდა

„წერტილი უსასრულო სამყაროში“ – ასე  ეწოდება საავტორო კინოს კინოფესტივალს ღია ცის ქვეშ, რომელიც რუსეთში ჯერ კიდევ 2011 წელს დაარსდა. ეს ვიდეო-კილპი გადაღებულია გასული წლის ფესტივალის დროს, რომელიც საბერძნეთის კუნძულ კვიპროსზე გაიმართა.

წელს -23-26 აგვისტოს – ფესტივალი მერვედ და ამჯერად აფხაზეთში ჩატარდა. ნაჩვენები იყო 36 ფილმი.

როგორც ყოველთვის, ფესტივალი ბუნებაში ტარდებოდა – კოდორის ხეობის  სოფელ ამტკელში, მღვიმეებითა და ჩანჩქერებით ცნობილი შაკურანის კანიონის მახლობლად.

მაყურებლები, როგორც ყოველთვის, კარვებში ცხოვრობდნენ, დიდი ეკრანი მინდორში იდგა. ფილმების ჩვენება მზის ჩასვლის შემდეგ იწყებოდა.

ფოტო: დმიტრი სტატეინოვი,  JAMnews

„ეს ყოველთვის საინტერესო ურთერთობაა მაყურებლებსა და ფილმის შემქნელებს შორის. რეჟისორებს და მსახიობებს, ოპერატორებს და მხატვრებს, სცენარისტებსა და გამნათებლებს კარვების ბანაკში კოცონი და ბუნება აერთანებთ“, – წერს ფესტივალის ორგანიზატორი, რუსი რეჟისორი ანდრეი ლუკოვი ფესტივალის ვებგვერდზე.

ფესტივალი საავტორო კინოსა და ახალგაზრდა რეჟისორების მხარდაჭერას  ისახავს მიზნად. ორგანიზატორებმა მიზანმიმართულად თქვეს უარი ჟიურისა და ჯილდოების იდეაზე – ანუ შეჯიბრებითობასა და ცალკეული ნამუშევრების გამოყოფაზე.

ფილმებს, რომლებშიც არის გინება, ძალადობა, პოლიტიკა, რასიზმი, მაყურებლისადმი უპატივცემულობა ან გულახდილი სექსუალური სცენები – ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად არ იწვევენ.

ამჯერად ფესტივალზე წარმოდგენილი 36 ფილმი გადაღებული იყო ბელარუსში, უკრაინაში, სომხეთში, ყაზახეთში, რუსეთში. წარმოდგენილი იყო აფხაზეთში გადაღებული ორი ფილმი – „მთები. ზამთარი. აფხაზეთი“ (პროექტის ავტორი ტენგიზ თარბა, რეჟისორი ანდრეი ლუკოვი) და „იურა იაკოვ-იპა“. ტრილოგია“(რეჟისორი დმიტრი სტატეინოვი).

ენგიზ თარბა მოჰყვა, რომ მისი ფილმი „მთები. ზამთარი. აფხაზეთი“ ერთგვარ ზამთრის ექსპედიციად იქცა აფხაზეთის მთებში, რომელსაც აფხაზი და რუსი პროფესიონალები აწყობენ.

„გასული წლის განმავლობაში ოთხი ექსპედიციის განხორციელება შევძელით – აუხდარაზე, გრიმზაზე – სოფელ ფსხუს მიდამოში, გაგრის ქედსა და ჩუხის უღელტეხილზე. ჩვენ იქ ვერრტმფრენით ჩვფრინდით და 10 დღის განმავლობაში რადიალურ გასასვლელებს ვაკეთებდით, ვსწვლობდით და ვიღებდით ადგილებს,  ვცდილობდით, რომ მთელი ეს სილამაზე გადმოგვეცა. კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი“, – ამბობს თარბა.

მიტრი სტატეინოვის დოკუმენტური ფილმი „იურა იაკოვ-იპა. ტრილოგია“ 1992-1993 წლების ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შესახებ გვიამბობს. ფილმი სამ ნაწილდა არის გაყოფილი: „ომი“, „დელტაპლანები“, და „ოცნება“. რეჟისორის თქმით, მთავარი აქცენტი „აფხაზეთის დელტაპლანერისტების ერთადერთი კლუბის დამაარსებლის იური ტორგაშოვის ისტორიებზეა“ გაკეთებული.

 „იური ტორგაშოვი ომის დროს დაიღუპა. კლუბი გაძარცვეს და ახლა ის მიტოვებულია. აღდგენის მცდელობები არ არის, რადგან სპეციალისტები არ არსებობენ. მაგრამ თავად ფილმში არამხოლოდ ოჯახის ტრაგედიის შესახებ არის ნაამბობი არამედ თავად აფხაზეთში მომხდარი ომის შესახებაც. მსურდა ამის შესახებ მათთვის მომეყოლა, ვინც ამაზე საერთდ არაფერი იცის“, – ამბობს სტატეინოვი.

მისი თქმით, ომის თემა  აფხაზეთში აქამდე ერთ-ერთ მთავარ თემად რჩება: „ჩვენების შემდეგ ზოგი ადამიანი ტიროდა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ადამიანებს სულ უნდა ახსოვდეთ, რომ ომი საშინლებაა“.

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო
Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ