ჟურნალისტებს ოპოზიციური და დამოუკიდებელი მედიასაშუალებებიდან არაფერი შეხვდათ, 10 მათგანი დღესასწაულს ციხეში შეხვდა" />

აზერბაიჯანში პროსახელისუფლებო გაზეთებმა პრესის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით მილიონი მანათი მიიღეს

ჟურნალისტებს ოპოზიციური და დამოუკიდებელი მედიასაშუალებებიდან არაფერი შეხვდათ, 10 მათგანი დღესასწაულს ციხეში შეხვდა

აზერბაიჯანის ეროვნული პრესის დღის აღსანიშნავად აზერბაიჯანის მთავრობამ 33 გაზეთს, ერთჯერადი დახმარების სახით, 1234 მილიონი მანათი (დაახლოებით 730 დოლარი) გამოუყო.

ეროვნული პრესის დღე – ჟურნალისტების პროფესიონალური დღესასწაული – აზერბაიჯანში ყოველწლიურად 22 ივლისს აღინიშნება. ეს თარიღი იმიტომ შეირჩა, რომ 1985 წელს ამ დღეს აზერბაიჯანულ ენაზე პირველი გაზეთის „ეკინჩის“-ს („მთესველი“) გამოცემა დაიწყო.

დღესასწაულს რამდენიმე ოფიციალური ღონისძიება მიეძღვნა.

მაგალითად, ინდივიდუალური ჟურნალისტური სტატიების კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია, რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტთან არსებული მასობრივი საინფორმაციო საშუალებების განვითარების მხარდამჭერი სახელმწიფო ფონდის მიერ იყო ორგანიზებული.

კონკურსის შედეგების მიხედვით, დაჯილდოვდა 114 ჟურნალისტი. პირველი ადგილისთვის ჯილდო 500 მანათი (295 დოლარი) იყო, მეორესთვის – 400 (236 დოლარი), მესამე ადგილისთვის კი – 300 (177 დოლარი). ამის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისას საინფორმაციო სააგენტოები არ აზუსტებენ, თუ ზუსტად რომელმა სტატიებმა მიიღო ჯილდოები და სად შეიძლება მათი წაკითხვა.

დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებში პრეზიდენტის თანაშემწემ ალი გასანოვმა იმაზე ილაპარაკა, თუ როგორ ზრუნავს სახელმწიფო პრესაზე და რა წარმატებების მიღწევა შეძლო მან:

„მსოფლიოში აზერბაიჯანულ გაზეთებს, ჟურნალსიტებს ეყრდნობიან, მათი ახალი ამბები მთელ მსოფლიოში ვრცელდება. ამ საქმეში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ილჰამ ალიევის მიერ გატარებული  მასობრივი საინფორმაციო საშუალებებისთვის თავისუფლების უზრუნველყოფის, და პლურალისტული საზოგადოების პოლიტიკა“.

გასულ წელს ამ დღესასწაულის აღსანიშნავად ზოგიერთმა ჟურნალისტმა უფრო ძვირფასი საჩუქარი მიიღო – ბინები სპეციალურად აშენებულ სახლში.

ზოგიერთი აზერბაიჯანელი ჟურნალსიტი კი პრესის დღეს პატიმრობაში შეხვდა. ჟურნალისტების დაცვის კომიტეტის მონაცემებით, აზერბაიჯანში ასეთი ათი კაცია. მათ შორის ყველაზე ცნობილია აფგან მუხტარლი, რომელიც ჯარში არსებულ კორუფციას იძიებდა, და გასულ წელს აზერბაიჯანის საზღვრის უკანონო გადაკვეთის, კონტრაბანდისა და ხელისუფლების წარმომადგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის  6-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. საქმე ფართოდ გახმაურდა, რადგან ჟურნალისტი გაიტაცეს თბილისიდნ, სადაც იძულებით ემიგრაციაში იმყოფებოდა, და უკვე მეორე დღეს ის აზერბაიჯანში ძიების ქვეშ აღმოჩნდა.


ასევე წაიკითხეთ