მთავარი ფავორიტია - პრეზიდენტ ზელენსკის ახალი პარტია. მთავარ ოპოზიციად, შესაძლოა, პრორუსული პარტია იქცეს" />

21 ივლისს უკრაინაში გადამწყვეტი არჩევნებია – ვინ გადის უმაღლეს რადაში

მთავარი ფავორიტია - პრეზიდენტ ზელენსკის ახალი პარტია. მთავარ ოპოზიციად, შესაძლოა, პრორუსული პარტია იქცეს

 „ჰრომადსკოეს“ მასალების მიხედვით

ამ კვირას უკრაინაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. დეპუტატების ნახევარი მაჟორიტარული სისტემით იქნება არჩეული, ნახევარი კი – პროპორციული სისტემით. უმაღლეს რადაში 424 მანდატის პრეტენდენტი ექვსი ათასი კანდიდატია. არჩევნებზე სულ 22 პარტიაა წარმოდგენილი, მაგრამ სოციალური გამოკითხვების თანახმად, გამსვლელ ხუთპროცენტიან ბარიერს მხოლოდ ხუთი მათგანი გადალახავს. ალბათ პრეზიდენტ ზელენსკის პარტია პარლამენტში უმრავლესობას მიიღებს, მთავარი ოპოზიცია კი პრორუსული პარტია „ოპოზიციური პლატფორმა“ გახდება.

REUTERS/Gleb Garanich 

 „ხალხის მსახური“ – პრეზიდენტის პარტია

სოციოლოგიურ ჯგუფ „რეიტინგის“ მონაცემებით, ამომრჩევლების 49,5% მზად არის ხმა პარტია „ხალხის მსახურს“ მისცეს. ზელენსკის პარტიას პარლამენტში უმრავლესობის – 226 ადგილის მიღების სერიოზული იმედი აქვს. ამისთავის 130-140 დეპუტატს, რომლებიც პარტიული სიებით გავლენ, კიდევ დაახლოებით 100 მაჟორიტარი უნდა დაემატოს.

საკვანძო ადამიანები

 „ხალხის მსახურის“ ყველაზე ცნობადი წარმომადგენელი, რასაკვირველია, უკრაინის პრეზიდენტი და შოუმენი ვალდიმირ ზელენსკია. იმ საკვანძო ფიგურებს შორის, რომლებიც რადაში აღმოჩნდებიან, არინ – ზელენსკის შტაბის ყოფილი სპიკერი და პარტიის ხელმძღვანელი დმიტრი რაზუმკოვი, პარტიის მთავარი იდეოლოგი და პრეზიდენტ ზელენსკის მრჩეველი რუსლან სტეფანჩუკი, და სამართლებრივ სკითხებში ზელენსკის გუნდის ექსპერტი ირინა ვენედიქტოვა.

პროგრამის ძირითადი პუნქტები

•ევროკავშირთან ასოციაციის შეთანხმების შესრულება და ევროკავშირთან და ნატოსთან თანამშრომლობის გაფართოება,

•პროპორციული საარჩევნო სისტემა გახსნილი სიებით – ამგავრ სისტემაში ამომრჩვლები არა უბრალოდ პარტიას აძლევენ ხმას, არამედ პარტიული სიიდან კონკრეტულ კანდიდატს ირჩევენ.

•შეღავათების მონეტიზაცია

რა უნდა მოუხერხონ რუსეთსა და ოკუპირებულ ტერიტორიებს

რუსეთთან საინფორმაციო ომის წარმოება. პარტია გეგმავს, რომ ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაცია საინფორმაციო პოლიტიკის ხარჯზე მოახდინოს, და დონბასის მაცხოვრებლები „მენტალურად“ დაიბრუნოს.

კომენტარი: უკრაინა სუფთა ფურცლიდან იწყებს?

უკრაინელები ხელისუფლებას გაეხუმრნენ

ოპოზიციური პლატფორმა – „სიცოცხლისთვის“

პარტიამ „ოპოზიციური პლატფორმა -სიცოცხლისთვის“, „რეიტინგის“ მონაცემების მიხედვით, ხმათა 10,5% უნდა დააგროვოს. ასეთი შედეგით პრორუსული პარტია რადაში 40-მდე დეპუტატის გაყვანას და მთავარი ოპოზიციის როლის შესრულებას შეძლებს.

საკვანძო ადამიანები

პრორუსული პარტიის მთავარი ფიგურები არიან – იური ბოიკო, რომელიც პრეზიდენტად იყრიდა კენჭს, და ხმათა 11,67% პროცენტით მეოთხე იყო; ვადიმ რაბინოვიჩი, ბიზნესმენი და პარტიის თანადამფუძნებელი, და ვიკტორ მედვედჩუკი, პუტინის ნათლიმამა და ტყვეების გაცვლის საკითხში მთავარი მომლაპარაკებელი. გასულ თვეში მედვედჩუკმა, სახელმწიფოს მანდატის გარეშე, ოთხი უკრაინელი დატყვევებულის გათავისუფლების ორგანიზება მოახდინა. „არჩევნებისთვის“, აღშფოთდა ზელენსკი. 

პროგრამის მთავარი პუნქტები

•მრავალვექტორულობის  პოლიტიკა და რუსეთთან და დსთ-სთან კავშირების აღდგენა; 

•ენის შესახებ, დეკომუნიზაციისა და ლუსტრაციის კანონების გაუქმება;

•ბუნებრივი აირის ტარიფების ორჯერ შემცირება რუსეთიდან პირდაპირი მიწოდების ხარჯზე

რა უნდა მოუხერხონ რუსეთსა და ოკუპირებულ ტერიტორიებს

იმეგობრონ და აწარმოონ მოლაპარაკებები, თანაც მოლაპარაკებები უშუალოდ ბოევიკებთან გაიმართოს. საერთოდ, უკრაინაში პოპულარობით მეორე პარტიის მთავარი ფოკუსი – რუსეთთან მეგობრობაა.  

 „ევროპული სოლიდარობა“                                            

პერტო პოროშენკოს ყოფილ ბლოკს „სოლიდარობას“, რომელსაც მაისში „ევროპული სოლიდარობა დაერქვა, მხარს ამომრჩეველთა 7,7% უჭერს. საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ პერტო პოროშენკო ყურადღებას საპარლამენტო არჩევნებზე ამახვილებს. აქედან მოდის პარტიისთვის სახელის შეცვლაც, და „ახალი სისხლიც“. 

საკვანძო პირები

პარტიის მთავარი ფიგურა – რა თქმა უნდა, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოა. პარტიული სიის პირველ სამეულში არიან – თავად პოროშენკო, უმაღლესი რადას თავმჯდომარე ანდრეი პარუბი, და პარუბის პირველი მოადგილე ირინა გერაშენკო.

პროგრამის მთავარი პუნქტები

•ევროკავშირის წევრობა და ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის მიღება; 

•ადმინისტრაციული პროცედურების გამარტივების ხარჯზე, კორუფციასთან ბრძოლა;

•ეროვნულ-პატრიოტული აღზრდა.

რა უნდა მოუხერხონ რუსეთსა და ოკუპირებულ ტერიტორიებს

გაგრძელდეს ზეწოლა. „ევროპულ სოლიდარობაში“ დარწმუნებულები არიან, რომ სანქციები და უკრაინის ძლიერი ჯარი რუსეთს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გასვლას აიძულებს.

 „ბატკივშჩინა“

გამოკითხვების მიხედვით, იულია ტიმოშენკოს პარტია ხმათა 6,9%-ს აგროვებს. იულია ტიმოშენკო, რომელიც სამჯერ იყო პრეზიდენტობის კანდიდატი, და წინა საპრეზიდენტო არჩევნებზე მესამე იყო, ახლა პრემიერის სავარძლისთვის არის განწყობილი. „ბატკივშჩინას“ წინასაარჩევნო კამპანიის მთავარი გზავნილია – აირჩიეთ მომავალი პრემიერი.

საკვანძო პირები

პარტიის მთავარი სახეა იულია ტიმოშენკო. საარჩევნო სიის პირველ სამეულში მას კომპანიას უწევენ ბიზნესმენი და დეპუტატი სერგეი ტარუტა და  უკრაინის უშიშროების საბჭოს ყოფილი ხელმძღვანელი ვალენტინ ნალივაიჩენკო.

პროგრამის ძირითადი პუნქტები

•ევროკავშირის წევრობა და ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის მიღება;

•ბუნებრივი აირის ტარიფის ორჯერ შემცირება, უკრანიული გაზის გამოყენების ხარჯზე;

•პერსონალური საპენსიო შენატანები და ყოველწლიური ინდექსაცია.

რა უნდა მოუხერხონ რუსეთსა და ოკუპირებულ ტერიტორიებს

დიპლომატიური გზით ტერიტორიების დაბრუნება. „ბატკივშჩინა“ იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებების ჯგუფს აშშ და დიდი ბრიტანეთი დაემატება, და ოკუპირებულ ყირიმსა და დონბასს მოლაპარაკებების საშუალებით დაიბრუნებენ. 

 „ხმა“

 „რეიტინგი“ სვიატოსლავ ვაკარჩუკის „ხმას“ 5,9%-იანი გამსვლელი ქულით მეხუთე ადგილზე აყენებს. ჯგუფ „ელზას ოკეანეს“ ლიდერი – საკმაოდ სახელოვანი და დიდ ხნის ისტორიის მქონე პოლიტიკოსია. ვაკარჩუკი ნარინჯისფერ რევოლუციასა და ევრომაიდანში აქტიურ მონაწილეობას იღებდა. 

საკვანძო პირები

სვაიტოსლავ ვაკარჩუკი – პარტიის მთავარი პირია. ვაკარჩუკი, რომელსაც ბევრი პრეზიდენტობის მთავარ კანდიდატად მიიჩნევდა, მარტში არჩევნებში მონაწილეობისთვის მზად არ იყო, მაგრამ ის აქტიურ ქასთინგს ატარებდა, და იმ დროს თავის ჯერ კიდევ არააფიშირებული პოლიტიკური პარტიის წევრებს ირჩევდა. ვაკარჩუკის პარტიაში არიან – სამოქალაქო აქტივისტები, ექსპერტთა საზოგადოების და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები. სიის პირველ სამეულში არიან – ეკონომისტი იულია კლიმენკო და „ბიზნესვუმენი“ კირა რუდიკი.

პროგრამის ძირითადი პუნქტები

•ევროკავშირისა და ნატოს წევრობა;

•ეკონომიკის დემონოპოლიზაცია და ოლიგარქების გავლენის მოსპობა;

•ანტიკორუფციული სტრუქტურების განვითარება და არაეფექტიანების  ახლიდან ამოქმედება.

რა უნდა მოუხერხონ რუსეთსა და ოკუპირებულ ტერიტორიებს

დონბასის უსისხლო გზით დაბრუნება და მისი მაცხოვრებლების რეინტეგრირება. ვაკარჩუკის პარტია ბოევიკებთან – კრემლის მიერ კონტროლირებული ტერორისტულ ჯგუფებთან ნებისმიერი თანამშრომლობის წინააღმდეგ  გამოდის. 

ხუთპროცენტიანი ბარიერის გვერდით ნაწილდებიან პარტიები „ძალა და ღირსება“ და „ოპოზიციური ბლოკი“. „ძალასა და ღირსებას“ მხარდასაჭერად მზად არის ამომრჩეველთა 3,8%, ხოლო პოპულარობით მეორე პრორუსულ ოპოზიციურ პარტიას „ოპოზიციურ ბლოკს“- ამომრჩეველთა 3,1% ემხრობა.


ასევე წაიკითხეთ