რუსეთი რუსულენოვანი პირებისთვის ნებაყოფლობითი გადასახლების პროცედურას ამარტივებს" />

2016 წელს 22 264-მა სომეხმა რუსეთის მოქალაქეობა მიიღო

რუსეთი რუსულენოვანი პირებისთვის ნებაყოფლობითი გადასახლების პროცედურას ამარტივებს

2016 წელს 22 264-მა სომეხმა რუსეთის მოქალაქეობა მიიღო, რაც 3611-ით მეტია, 2015 წლის მაჩვენებელთან შედარებით, – გადმოსცემს RT, რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ამ მაჩვენებლის ზრდა ძირითადად განპირობებულია იმ სახელმწიფო პროგრამის შესაძლებლობათა გაფართოებით, რომელიც უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების  ნებაყოფლობით გადასახლებას უწევს თანადგომას.

რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის სოციოლოგიის ინსტიტუტის  თანამშრომელმა, სოციოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორმა ვლადიმირ მუკომელმა აღნიშნა, რომ სომეხი მოქალაქეების  რუსეთში მიგრაცია, შესაძლოა, სომხეთის ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრობაც იყოს. ექსპერტის აზრით, რუსეთში ემიგრირებული სომხეთის მოქალაქეების რიცხვი კიდევ ორი წლის განმავლობაში გაიზრდება, რის შემდეგაც შემცირებას დაიწყებს, რადგან რუსეთის მოქალაქეობის მიღების მსურველთა რაოდენობა უსასრულო ვერ იქნება.

2016 წელს სხვა ქვეყნებიდან რუსეთის ფედერაციის მოქალქეობის მსურველთა რიცხვმა მკვეთრად იმატა.

(პირველობას უკრაინის მოქალაქეები ინარჩუნებენ –  100 696 ადამიანი 49%-ით მაღალი მაჩვენებელი 2015 წელთან შედარებით (67 400).

მეორე ადგილზეა ყაზახეთი:  37 837 ადამიანი, 2015 წელს – 32 070.

მესამე ადგილზეა უზბეკეთი: 23 216 მოქალაქე, 2015 წელს – 22 557.

მთლიანობაში, 2016 წელს რუსეთის მოქალაქეობა მიიღო 265 319-მა ადამიანმა, რაც 55 520-ით აჭარბებს 2015 წლის მაჩვენებელს.

საზოგადოებრივი ორგანიზაციის „ინტეგრაცია და განვითარება“ ხელმძღვანელმა, ევრაზიული საექსპერტო კლუბის კოორდინატორმა არამ საფარიანმა უთხრა Tert.am-ს, რომ „ეს პირველად არ ხდება, და რუსეთი უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში მუდმივად ამარტივებდა მოქალაქეობის მინიჭების პროცესს, განსაკუთრებით საზღვარგარეთ მცხოვრები რუსებისთვის, „მსოფლიოში ახალი მხარდამჭერებისა და თანამოაზრეების მოპვების იმედით“.

არამ საფარიანის აზრით, რუსეთის მოქალაქეობა აუცილებლად ამ  ქვეყანაში ცხოვრებას არ ნიშნავს: მოქალაქეს შეუძლია გააგრძელოს სომხეთში ცხოვრება, და ამავდროულად რუსეთის ინტერესების გამტარებელი გახდეს. თუმცა, 5-10 წლის განმავლობაში, სომხეთში ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესების პარალელურად, ბევრი უკან დაბრუნდება.

12 მარტს სახელმწიფო დუმის დეპუტატმა ნატალია პოკლონსკაიამ კოლეგების ჯგუფთან ერთად წარმოადგინა რუსეთის მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებული კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, მისი მიღება შესაძლებელი იქნება რუსული ენის ცოდნის, სსრკ-სთან ან რუსეთის იმპერიასთან კავშირების ქონის შემთხვევაში. თუ ამ კანონპროექტს მიიღებენ, რუსეთის მოქალაქეობის მიღებას შეძლებენ სსრკ-ს ყველა ყოფილი მოქალაქე და მათი ნათესავებიც. სახელმწიფო დუმის ეროვნულ საქმეთა კომიტეტმა კანონპროექტი მოიწონა. სავარაუდოა, რომ მისი ძალაში შესვლის შემდეგ რუსეთის მოქალაქეობის მიღების მსურველთა რიცხვი გაიზრდება. 


ასევე წაიკითხეთ