შს სამინისტროს თანამშრომელთა მოქმედებები არაეფექტური იყო და უწყება ვალდებული იყო გამოეყენებინა ყველა ბერკეტი აქციის მონაწილეების დასაცავად" />

2013 წლის 17 მაისს დაზარალებულებს შსს კომპენსაციას გადაუხდის

შს სამინისტროს თანამშრომელთა მოქმედებები არაეფექტური იყო და უწყება ვალდებული იყო გამოეყენებინა ყველა ბერკეტი აქციის მონაწილეების დასაცავად

15 მაისს სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა თბილისის საქალაქო სასამრთლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2013 წლის 17 მაისს დაზარალებულებს კომპენსაცია უნდა გადაუხადოს. ინფორმაცია ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გაავრცელა.

კომპენსაცია მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 12 ათას 500 ლარს შეადგენს და ყველა იმ პირს შორის განაწილდება, ვინც 2013 წლის 17 მაისს ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაში მონაწილეობდა და დაზარალდა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლების თქმით, სააპელაციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ 4 წლის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერ დაიცვა მისი მოქალაქეები, მსგავს სიტუაციებში სახელმწიფოს გულგრილობა და უმოქმედობა კი გულისხმობს საკუთარი მოქალაქეების მიმართ ძალადობის წახალისებას.

შეგახსენებთ, 2013 წლის 17 მაისს რამდენიმე ათეული პირი ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლისადმი მიძღვნილი აქციის მონაწილეებს დაუპირისპირდა და ზოგიერთ მათგანს ფიზიკურად გაუსწორდა. სააპელაციო სასამართლომ დღეს გადაწყვიტა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედებები მაშინ არაეფექტური იყო და უწყება ვალდებული იყო გამოეყო შესაბამისი ოდენობის და შესაბამისი აღჭურვილობის მქონე პოლიციელები, გამოეყენებინა მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი აქციის მონაწილეების დასაცავად.


ასევე წაიკითხეთ