საბანში გახვეული ინკუბატორი, დამტკბარი წყალი და სხვა დეტალები" />

104 კვერცხი, 21 დღე და 80 წიწილა: ვიდეორგოლი ბაქოს პერიფერიულ ზონაში მდებარე პატარა ფერმიდან

საბანში გახვეული ინკუბატორი, დამტკბარი წყალი და სხვა დეტალები

ზაქირ ზეინალოვი ყოველთვის ოცნებობდა მეფრინველეობაზე. საპენსიო ასაკს მიაღწია, ტაქსის მძღოლის საქმეს შეეშვა და წიწილების მოშენებას მიჰყო ხელი.

ზაქირი ბაქოს პერიფერიულ ზონაში მდებარე მაშთაღას დასახლებაში ცხოვრობს. მეფრინველეობა მისთვის არავის უსწავლებია. ამ პროფესიის ნიუანსები მან ინკუბატორის ინსტრუქციის საშუალებით შეისწავლა და, ამას გარდა, ცოდნის ნაწილი საკუთარი შეცდომების ანალიზის მეშვეობით მიიღო.

ინკუბატორი აზერბაიჯანის ბაზარში იყიდა. ამ უზარმაზარ კომერციულ ობიექტს დიადი სახელი ჰქვია – „სავაჭრო ცენტრი «სედერექი»“. „სედერექში“ აბსოლუტურად ყველაფერი იყიდება – ფეხსაცმელებით დაწყებული, და შპალერით დასრულებული.

ინკუბატორი პენოპლასტის დიდ ჩემოდანს ჰგავს. მასში 104 კვერცხი ეტევა და, ზაჰირის თქმით, 21 დღის შემდეგ ამ მოწყობილობის საშუალებით 80 წიწილა იჩეკება.

მაგრამ ყველაფერი ისე მარტივად არ არის, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. ინკუბატორში კვერცხი განუწყვეტლივ ტრიალებს, მაგრამ ყოველთვის სწორად არ მოძრაობს და ზოგჯერ ხელით უნდა გასწორდეს. ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც ელექტროენერგია ითიშება, ინკუბატორს საბანს აფარებენ – იმისათვის, რათა არ გაცივდეს.

«როდესაც უშუქობა ნახევარ საათზე დიდხანს გრძელდებოდა, ინკუბატორს მანქანის აკუმულატორს ვუერთებდი. თუმცა, დენს იშვიათად თიშავენ – თვეში რამდენიმეჯერ ქვრება და ისიც – მხოლოდ მცირე ხნით».

ახლადგამოჩეკილ წიწილას განსაკუთრებული მოვლა-პატრონობა სჭირდება. პირველ დღეს ფრინველებს საერთოდ არ აძლევენ საკვებს, მეორე დღეს დამტკბარ წყალს ასმევენ, შემდეგ კი სპეციალურ საკენკს უყრიან.

ზაქირი თავისი მცირე ბიზნესის გაფართოებაზე და ინდაურის, ცხვრისა და სხვა ცხოველების მოშენებაზე ოცნებობს.


ასევე წაიკითხეთ