მშრომელთა დღესასწაული არის, სამუშაო -არა" />

1 მაისს სომხეთში შრომისა და მშრომელების დღეს აღნიშნავენ

მშრომელთა დღესასწაული არის, სამუშაო -არა

1 მაისი სომხეთში არასამუშაო დღეა. აღინიშნება შრომისა და მშრომელთა საერთაშორისო დღესასწაული, თუმცა – განსაკუთრებული ზეიმის გარეშე. მხოლოდ სომხეთის “კომუნისტური პარტიის” წარმომადგენლები გამოდიან ყოველწლიურად აღლუმზე წითელი დროშებითა და ყელსახვევებით, და შეგვახსენებენ, რომ პირველად პირველი მაისი 1890 წელს აღინიშნა.

მაგრამ ეს დღესასწაული მორიგ საბაბად იქცევა ხოლმე, რომ კიდევ ერთხელ გაიხსენონ დასაქმების სფეროში არსებული პრობლემები და მშრომელთა უფლებების დაცვის საკითხი წამოსწიონ. პრობლემა კი, ექსპერტების თქმით, მართლაც უამრავია: შვებულების დროს ხელფასის გაუცემლობიდან დაწყებული, ხელფასების დაკავებით დასრულებული და არასრული გადახდით თუ სამსახურიდან დაუსაბუთებლად გათავისუფლებით დამთავრებული.

ამ პრობლემების არსებობა კარგად მოეხსენება ხელისუფლებას. თავდეოს ავეტისიანმა –  შრომისა და დასაქმების საკითხებში  შრომის მინისტრის მთავარმა მრჩეველმა – დღეს ჟურნალისტებს ყველა ზემოთ ხსენებული პრობლემა ჩამოუთვალა და აღნიშნა, რომ ყველაზე საშიში მოვლენა არალეგალური შრომაა, რადგან დაურეგისტრირებელ მუშაკს საკუთარი უფლებების დაცვა არ შეუძლია, თუკი ეს უფლებები ირღვევა.

სამართალდამცველთა უმრავლესობა, თავის მხრივ, მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ყველაზე დიდ პრობლემას უმუშევრობა წარმოადგენს. სომხეთის ეროვნული სტატისტიკური სამსახურის მონაცემების თანახმად, 2015 წლის მდგომარეობის მიხედვით,  სომხეთში უმუშევარი იყო 243.700 ადამიანი, მთ შორის – 120 400 მამაკაცი, 123.300 – ქალი.

სხვათა შორის, დღესასწაული ქვეყნის მოსახლეობას  სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა მიულოცა. მან ყველას უსურვა ნაყოფიერი შრომა და აღნიშნა, რომ „პატიოსნად გამომუშავებული ფული  – მუდმივი ფასეულობაა“.


ასევე წაიკითხეთ