ყვითელი ბარათი ივანიშვილს - ღამის აქცია ოლიგარქის რეზიდენციასთან
ყვითელი ბარათები ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს – ასეთი ლოზუნგით დასრულდა ივანიშვილის რეზიდენციის წინ საპროტესტო აქცია 28 ივნისს. საპროტესტო მსვლელობა პარლამენტის შენობიდან ოლიგარქის რეზიდენციამდე მოეწყო, სადაც დემონსტრანტებმა კვლავ შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა მოითხოვეს.
დღე მერვე, რუსთაველის გადაკეტვა აღარ გვყოფნის, წავედით პატრონი გავაღვიძოთ 🙂 სირცხვილია! 8.0
Posted by Salome Barker on ხუთშაბათი, 27 ივნისი, 2019
დემონსტრანტებმა ყვითელი ბარათები აჩვენეს. მათი თქმით, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ისინი რეზიდენციასთან “წითელ ბარათებით” მოვლენ.
ფოტო: Facebook
“სიმბოლური პრეცედენტი უნდა შეიქმნას, უნდა დაისაჯოს შს მინისტრი, რომელიც დაასახიჩრებს თავის ხალხს. ვინც დაარღვევს პოლიციის შესახებ კანონს, იმას პოლიციაში არაფერი არ ესაქმება,”-განაცხადა აქციის ერთ-ეთმა ორგანიზატორმა მიშა მშვილდაძემ.
“ბიძინა ივანიშვილის სახლი არ არის, ეს არის კანტორა, საიდანაც დღეს სამწუხაროდ იმართება საქართველო…ჩვენ სახლში არავის არ ვუვარდებით და არავის შვილების შეწუხება არ გვინდა, ჩვენ მივდივართ მმართველის კანტორასთან,”- განაცხადა აქციის მონაწილემ დავით გაბუნიამ.
მომდევნო საპროტესტო აქცია შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის და 21 ივნისს დემონსტრაციის დარბევაზე პასუხისმგებელი პირების დასჯის მოთხოვნით 29 ივნისს 19 საათზე დაიწყება.