უკრაინამ 16-დან 60 წლამდე რუსეთის მოქალაქე მამაკაცებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
უკრაინამ 16-დან 60 წლამდე მამრობითი სქესის რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაშ შესვლა აუკრძალა.
როგორც ჰრომადსკოე იუწყება, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, პიოტრ პოროშენკომ განაცხადა.
•რუსეთმა უკრაინულ ხომალდებს ცეცხლი გაუხსნა. არიან დაჭრილები
•უკრაინა და რუსეთი: მეტოქეები ომში თუ სავაჭრო პარტნიორები?
•ახალი ჰოლივუდური ფილმი რუსეთშიც აკრძალეს და უკრაინაშიც
„უკრაინამ 16-დან 60 წლამდე მამრობითი სქესის რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლა შეზღუდა, რათა რუსეთმა უკრაინაში იმ „კერძო“ ჯარის რაზმები არ შექმნას, რომლებიც სინამდვილეში რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები არიან. რათა რუსებს უკრაინაში იმ ოპერაციების განხორციელების საშუალება არ მივცეთ, რომლებსაც ისინი ჯერ კიდევ 2014 წელს გეგმავდნენ“, – განაცხადა პრეზიდენტმა პოროშენკომ.
რუსეთის მოქალაქეობის მქონე მამაკაცებისთვის გამონაკლისი შეიძლება მხოლოდ ჰუმანიტარული მიზანი გახდეს, მაგალითად – დასაფლავება. პრეზიდენტმა ასევე შესთავაზა, რომ გამკაცრდეს რუსეთის მოქალაქეების რეგისტრაცია, განსაკუთრებით იმ ათ ოლქში, სადაც საომარი მდგომარეობა მოქმედებს.
26 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა რადამ უკრაინის 10 ოლქში 30 დღით საომარი მდგომარეობის შემოღების შესახებ პრეზიდენტის განკარგულება დაამტკიცა. ეს გადაწყვეტილება მიიღეს 25 ნოემბერს ქერჩის სრუტეში მომხადრ შეტაკებასთან დაკავშირებით, როდესაც რუსმა სამხედროებმა და მესაზღვრეებმა უკრაინის სამხედრო ხომალდები ეკიპაჟებიანად შეიპყრეს.