რუსეთში საპროტესტო აქციებზე 1500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
5 მაისს რუსეთში ხელისუფლების წინააღმდეგ ქვეყნის 90 ქალაქში ჩატარდა საპროტესტო აქციები – „ის ჩვენი მეფე არ არის“. აქციების ორგანიზატორი იყო რუსეთის ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი. პროტესტი ეძღვნებოდა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მორიგ ინაუგურაციას, რომელიც 7 მაისს გაიმართება.
ყველაზე მასშტაბური მიტინგები მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგსა და ეკატერინბურგში ჩატარდა. რუსეთის დედაქალაქში დაახლოებით 6-7 ათასი პროტესტანტი შეიკრიბა, პეტერბურგსა და ეკატერინბურგში – ოდნავ ნაკლები.
მთელი რუსეთის მასშტაბით 1348 ადამიანია დაკავებული. 572 მათგანი დააკავეს პუშკინის მოედანზე, სადაც მოსკოვის აქცია მიმდინარეობდა, – იუწყება უფლებადამცველი ორგანიზაცია „ОВД-ინფო”.
ალექსი ნავალნი მიტინგზე გამოჩენიდან რამდენიმე წუთში დააკავეს.