ვენესუელაში ერთდროულად ორმა პოლიტიკოსმა გამოაცხადა თავი პარლამენტის სპიკერად
BBC-ის ცნობით, ვენესუელაში ერთდროულად ორმა პოლიტიკოსმა გამოაცხადა თავი პარლამენტის სპიკერად და ეს ქვეყანაში ახალი კრიზისის დასაწყისი გახდა.
ხუან გუაიდო ადრე იკავებდა პარლამენტის სპიკერის თანამდებობას. ერთი წლის წინ, 2019 წლის იანვარში, მან 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების შესახებ განაცხადა, უკანონოდ ცნო მოქმედი პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს ხელახლა არჩევა და საკუთარი თავი ქვეყნის დროებით მმართველად გამოაცხადა.
ამ როლში, ის მაშინვე აღიარა 60-ზე მეტმა ქვეყანამ, აშშ-ის, საფრანგეთისა და გერმანიის ჩათვლით.
___________________________________________________________________________
• ვინ არის ხუან გუაიდო და ვინ და რატომ უჭერს მხარს ვენესუელაში?
•რუსეთი: ამ ადგილას აწარმოებდნენ „ნოვიჩოკს“, რომლითაც დიდ ბრიტანეთში ყოფილი რუსი მზვერავი მოწამლეს
______________________________________________________________________________________________
თუმცა, მოქმედმა პრეზიდენტმა ჯარის მხარდაჭერის წყალობით, ამ დრომდე მოახერხა ხელისუფლების შენარჩუნება. ლუის პარა ნიკოლას მადუროს კადრია.
2020 წლის 5 იანვარს, პარლამენტში სპიკერი უნდა აერჩიათ და გუაიდო ხელახლა არჩევას ცდილობდა. თუმცა, პოლიციამ ის პარლამენტის შენობაში არ შეუშვა. გუაიდო მხარდამჭერებთან ერთად ღობეზე გადაძრომას ცდილობდა, რათა პარლამენტში მოხვედრილიყო, მაგრამ უშედეგოდ.
კენჭისყრის შედეგად, პარლამენტის სპიკერად გამოაცხადეს სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი – ლუის პარა. ახლა ის აცხადებს, რომ სწორედ თავადაა ვენესუელის კანონიერი მმართველი. მას მაშინვე დაუჭირა მხარი მოქმედმა პრეზიდენტმა მადურომ და სახელმწიფო ტელეარხებმა ეს ინფორმაცია გადასცეს, როგორც შემდგარი ფაქტი.
ხუან გუაიდომ ხელისუფლება ოპოზიციის მოსყიდვასა და დაშინებაში დაადანაშაულა.
მოვლენები კატეგორიულად დაგმეს ევროკავშირის ლიდერებმა, აშშ-მა და სამხრეთ ამერიკის რამდენიმე ქვეყანამ.