ტომ კატინა მილიონი დოლარის ოდენობის გრანტს მიიღებს, რაც მას ქველმოქმედების ესტაფეტის გაგრძელების და იმ ადამიანების მხარდაჭერის საშუალებას მისცემს, ვინც თვით მას შთააგონებდა" />

ჰუმანიტარული პრემია „ავრორას“ ლაურეატი გახდა ექიმი, რომელიც ყოველდღიურად 400-ზე მეტ ავადმყოფს იღებს

ტომ კატინა მილიონი დოლარის ოდენობის გრანტს მიიღებს, რაც მას ქველმოქმედების ესტაფეტის გაგრძელების და იმ ადამიანების მხარდაჭერის საშუალებას მისცემს, ვინც თვით მას შთააგონებდა

წელს პრემია „ავრორას“ ლაურეატი გახდა ექიმი ტომ კატინა, სუდანის საავადმყოფოს, „მოწყალების დედას“ ქირურგი. საავადმყოფო მდებარეობს ნუბიის მთებში, სადაც საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. კატინა ამ სამედიცინო დაწესებულებაში ერთადერთი ქირურგია. წლის განმავლობაში ის 1000 ოპერაციას ატარებს და ყოველდღიურად 400-ზე მეტ ავადმყოფს იღებს.

გენოციდგამოვლილი სომხების სახელით, ტომ კატინა მიიღებს 100 ათას დოლარს, ასევე 1 მილიონი დოლარის ოდენობის გრანტს, რაც მას საქველმოქმედო ესტაფეტის გაგრძელების საშუალებას მისცემს. ის შეძლებს, რომ საგრანტო სახსრები იმ ორგანიზაციებს გადასცეს, რომლებიც თავის დროზე მას შთააგონებდნენ.

საავადმყოფო, რომელშიც კატინა მუშაობს, 450 ავადმყოფზეა გათვლილი. ის სავალალო მდგომარეობაშია, და დროდადრო ავადმყოფებსა და დაჭრილებს ვერსად ათავსებენ. აუცილებლობლობის შემთხვევაში, დამატებით საწოლებს  შენობის აივანზე დგამენ.

საავადმყოფოში არ არის აუცილებელი აღჭურვილობა. გაუმტკივრებისთვის უძველესი აპარატი გამოიყენება, ამპუტაციები კი ბოლო დრომდე ჩვეულებრივი ხერხით კეთდებოდა. როგორც ტომ კატინამ თქვა, გასულ თვეს საავადმყოფომ, როგორც იქნა, მიიღო რენტგენის აპარატი.

ნომინანტებს შორის აგრეთვე იყვნენ:

  • ადამიანის უფლებებისთვის მებრძოლი ფარტუნ ადანი და მისი ქალიშვილი ილვად ელმანი სომალიდან;
  • ავღანეთში ქალების უფლებების დაცვით დაკავებული ჯამილა ავღანი;
  • სირიის ქალაქ მადაიას საველე ჰოსპიტალის ექიმი მუჰამედ დერვიში;
  • ასევე დენის მუკვენგე, რომელიც კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში სექსუალური ძალადობის მსხვერპლად ქცეულ ათასობით ქალს დაეხმარა.

პრემია „ავრორა“ დაარსდა გლობალური ინიციატივა 100 LIVES-ის ფარგლებში, რომელიც სომხების გენოციდს ეძღვნება. 1915 წლის მოვლენების დროს ოსმალურ თურქეთში 1,5 მილიონზე მეტი სომეხი დაიღუპა, და მხოლოდ ცოტა მათგანმა თუ მოახერხა გადარჩენა, ცალკეული გაბედული პიროვნებებისა და ჰუმანიტარული დაწესებულებების წყალობით.

პრემიისთვის სახელი „ავრორა“ შემთხვევით არ დაურქმევიათ. ეს ერთ-ერთი გადარჩენილის სახელია. არშალუის (ავრორა) მარტიკანიანმა, რომელმაც სასწაულებრივად შეძლო გადარჩენა,  წიგნი „აკუწული სომხეთი“ დაწერა და იმავე სახელწოდების ფილმში მთავარი როლი შეასრულა. ფილმის ჩვენებიდან მიღებული მთელი შემოსავალი (30 მილიონი დოლარი) 60 ათასი ობოლი სომეხი ბავშვის საჭიროებებს მოხმარდა.

102 წლის წინათ ჩადენილი ეს დანაშაული სომხეთში არ დავიწყებიათ. სომხების შესახებ მსოფლიომ გაიგო, მათ შორის მათი წყალობითაც, ვინც სასწაულებრივად გადარჩა, ხოლო მათმა შთამომავლობამ წინაპრების ბედი არ დაივიწყა  – პრემია „ავრორა“ მოწოდებულია, რომ მსოფლიოს მათი მადლიერება გადასცეს.

სომხეთი, რომელიც კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის მსხვერპლი გახდა,  მსოფლიოს მოუწოდებს, რომ ძველის  აღიარებითა და დაგმობით ახალი დანაშაულები აიცილოს. სწორედ ეს იდეა დაუდეს საფუძვლად ინიციატივა  100 LIVES-ს მისმა დამფუძნებლებმა – მეწარმეებმა რუბენ ვარდანიანმა და ნუბარ აფეიანმა, ნიუიორკული კორპორაცია კარნეგი ვართან გრეგორიანის ხელმძღვანელმა.

პრემია „ავრორას“ წყალობით, ისინი გენოციდგამოვლილთა სახელით მადლიერებას გამოთქვამენ მათ მიმართ, ვინც საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებით სომხებს ეხმარებოდა. თუმცა, „ავრორა“ სომხეთის ტრაგედიით არ ამოიწურება, მისი მიზანია – სამყაროს მსოფლიოში მომხდარი ბარბაროსობების შესახებ აცნობოს და ის ადამიანები დააჯილდოვოს,  ვისაც უსამართლობასთან ბრძოლითა და ჰუმანიტარულ საქმიანობით ამ პრობლემების წამოწევაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.

უკვე ტრადიციად იქცა, რომ პრემია „ავრორას“ მსოფლიოში სახელგანთქმული ადამიანები გადასცემენ. გასულ წელს ეს იყო ჯორჯ კლუნი, წელს კი პრემია  საქვეყნოდ ცნობილმა შანსონიემ შარლ აზნაურმა გადასცა. პრემიის გადაცემის შემდეგ გაიჟღერა ცნობილმა სომხურმა ძილისპირულმა „არი იმ სოხაკ“ („მოფრინდი, ჩემო ბულბულო“), რომელსაც ყველა ერთად მღეროდა – სცენაზე და დარბაზში მყოფებიც.

სტატიაში გამოთქმული აზრები, ავტორის ტერმინოლოგიასა და შეხედულებებს გადმოსცემს და აუცილებელი არ არის, რომ რედაქციის პოზიციას ასახავდეს.

ასევე წაიკითხეთ