სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება ხორვატიის ნაკრების ფორმის ფოტოები წარწერით “Made in Georgia”" />

ხორვატიის ნაკრების ფეხბურთელებს საქართველოში შეკერილი ფორმა აცვიათ

სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება ხორვატიის ნაკრების ფორმის ფოტოები წარწერით “Made in Georgia”

მას შემდეგ, რაც ხორვატიის ნაკრებმა რუსეთის გუნდი პენალტების სერიაში დაამარცხა, სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება ხორვატიის ნაკრების ფორმის ფოტოები, სადაც აღნიშნულია, რომ ეს ფორმა საქართველოშია შეკერილი.

ამ ინფორმაციას NIKE-ის ოფიციალური საიტიც ადასტურებს. საიტზე ხორვატიის ნაკრების ფორმის ფოტოებია, სადაც იარლიყზე წერია “Made in Georgia”

მაისურები, რომლებიც ნახევარფინალში გასულ ხორვატებს აცვიათ, ფოთშია შეკერილი, “აჭარა ტექსტილის” ფაბრიკაში.

კომპანია “აჭარა ტექსტილი” თურქული ინვესტიციით 2008 წელს, ყოფილი ჩაის ფაბრიკის ტერიტორიაზე დაფუძნდა და დღემდე საქართველოში 6 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. კომპანია სპორტულ ტანსაცმელს ისეთ საერთაშორისო ბრენდებს უკერავს, როგორიც არის Puma, Nike, New Balance, Lotto, Erima. ყველას იარლიყზე მითითებული აქვს “დამზადებულია საქართველოში”.

კომპანიას საქართველოს მასშტაბით სამი სამრეწველო ფაბრიკა აქვს – ქობულეთში, ბათუმში და ფოთში.

ფაბრიკა “აჭარა ტექსტილი” ქობულეთში. ფოტო: წყარო – on.ge

ხორვატიის ნაკრების გარდა, საქართველოში შეკერილი ფორმა აცვია ასევე იტალიის საფეხბურთო ნაკრებსაც და ასევე რამდენიმე ევროპული საფეხბურთო კლუბის ფეხბურთელებს.

 

 

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ