თანამდებობებიდან გათავისუფლებული არიან პოლიციისა და ეროვნული უშიშროების ხელმძღვანელები" />

ხმაურიანი გადადგომები სომხეთის ძალოვან სტრუქტურებში – ოფიციალური მიზეზები არ სახელდება

თანამდებობებიდან გათავისუფლებული არიან პოლიციისა და ეროვნული უშიშროების ხელმძღვანელები

არტურ ვანეციანი, სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახური, ნიკოლ ფაშინიანი, მიკაელ მინასიანი
არტურ ვანეციანი, სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახური, ნიკოლ ფაშინიანი, მიკაელ მინასიანი

Artur Vanetsyan, Nokil Pashinyan, Valeri Osipyan (from left to right)

ეროვნული უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის არტურ ვანეციანის ხმაურიან გადადგომას, რის შესახებაც პრემიერმა 16 სექტემბერს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, პოლიციის ხელმძღვანელის ვალერი ოსიპიანის თანამდებობიდან გადაყენება მოჰყვა.

ეს გადაყენებები სენსაციური იმიტომ გახდა, რომ ძალოვანი უწყებების ორივე ხელმძღვანელი „ხავერდოვანი“რევოლუციის შემდეგ თავად ლიდერისა და პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მიერ დაინიშნა. თანაც ისინი საზოგადოების გაკვირვებისა და ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან ამ თანამდებობებისთვის მათი შეუფერებლად მიჩნევის მიუხედავად დაინიშნენ. პრემიერი კი განმარტებებითაც კი გამოდიოდა, თუ რატომ შეაჩერა ყურადღება სწორედ მათ კანდიდატურებზე. კერძოდ ის ამბობდა, რომ ისინი წინა ხელისუფლებასთან კავშირში არ არიან და შეუბღალავი რეპუტაცია აქვთ.

• „რევოლუციონერების“ მთავრობისა და ნიკოლ ფაშინიანის მხრიდან საეჭვო დანიშვნების  შესახებ

ახალი და ძველი სახეები სომხეთის ახალ მთავრობაში

ხმები პოლიციის ხელმძღვანელის შესაძლო გადაყენების შესახებ სომხეთის მედიაში ჯერ კიდევ 17 სექტემბერს გაჩნდა. ეს ხმები მომდევნო დღეს დადასტურდა, მაგრამ ამ ორივე გადაყენების ოფიციალურ მიზეზებს არ განმარტავენ.

ვარაუდები პოლიციის ხელმძღვანელის გადაყენების მიზეზების თაობაზე

მედიაში ამასთან დაკავშირებით მხოლოდ ერთი ვარაუდი არსებობს. ამბობენ, რომ პოლიციის ხელმძღვანელის გადაყენების მიზეზი ამულსარის ოქროს საბადოსკენ მიმავალი გზის გადამკეტი დემონსტრანტების დაშლაზე ვალერი ოსიპიანის უარი გახდა.

„ხავერდოვანი“ რევოლუციის შემდეგ საბადოს მახლობლად მდებარე დასახლებების მცხოვრებლებმა მისკენ მიმავალი გზები გადაკეტეს. საქმე ისაა, რომ ოქროს მოსაპოვებლად აქ წელიწადში დაახლოებით 100 ტონა ნატრიუმის ციანიდს გამოიყენებენ და ადამიანებს საკუთარი სიცოცხლე და შვილების მომავალი აღელვებთ.

თუმცა, პრემიერ-მინისტრი Facebook-ის საკუთარ გვერდზე უკვე არაერთხელ გამოვიდა და აქტივისტებს გზის გახსნა სთხოვა. მას არგუმენტებად ის მოჰყავდა, რომ სამშენებლო სამუშაოები საბადოზე 2020 წლის აპრილამდე არ განახლდება. ის ასევე ამბობდა, რომ რაიმე დარღვევის შემთხვევაში, საბადო 90 დღის განმავლობაში დაიკეტება.

მაგრამ საბადოსკენ მიმავალი გზა ისევ დაბლოკილია. და მისი გახსნის შესახებ უკვე არსებობს ადმინისტრაციული სასამართლოს გადაწყვეტილება. დადის ხმებიც, რომ პრემიერმა უკვე გასცა დავალება, რომ რადაც არ უნდა დაჯდეს, საბადოსკენ მიმავალი გზა უნდა გაიხსნას.

ამულსარის საბადოს მუშაობის აკრძალვის საფუძველი არ არსებობს – პრემიერი გზების გახსნას ითხოვს

უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის პირველი კომენტარი გადადგომის შემდეგ

სომხეთის მედიაში ვანეციანის გადადგომა, პირველ რიგში, სომხეთის წინა მთავრობას დაუკავშირეს. ეს უცნაური იყო, რადგან რევოლუციის შემდეგ პერიოდულად სწორედ ის აცხადებდა ხოლმე „წინებთან“ დაკავშირებული მორიგი კორუფციული სკანდალის შესახებ.

ამ ხმებთან დაკავშირებით უკვე თავად არტურ ვანეციანმაც გააკეთა კომენტარი:

 „გადადგომის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას არავითარ პოლიტიკურ ძალასთან არ მითათბირია. გადადგომის შესახებ ჩემს ოჯახს ველაპარაკე – ცოლს, შვილებს და მშობლებს, მათ გადადგომის შესახებ ვაცნობე და ეს გადაწყვეტილება მივიღე. ის ნაფიქრი და მკაფიო იყო“.

ვანეციანმა წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს ურჩია, რომ ახლანდელ ხელისუფლებასთან მის ურთიერთობაში არ ჩაერიონ. მან ასევე უარყო მესამე პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის სიძესა და ვატიკანში  ექს-ელჩთან რაიმე კავშირი:

 „ნუ შეეცდებიან ჩემს დაკავშირებას მიკაელ მინასიანთან, რადგან ამ ადამიანმა კანონის წინაშე ბევრ კითხვას უნდა გასცეს პასუხი. მიმდინარეობს გამოძიება (როგორც ფაშინიანმა უკვე თქვა), და პასუხს ის გასცემს: უნდა წარდგეს თუ არა კანონის წინაშე მიკაელ მინასიანი?

ამ განცხადებების საპასუხოდ თავის Facebook-გვერდზე ჩანაწერი მიკაელ მინასიანმაც გააკეთა:

 „თვალს ვადევნებ ეპოპეას არტურ ვანეციანი – ნიკოლ ფაშინიანი. არც კი ვიცი, რომელ „ბევრ კითხვას“ უნდა გავცე პასუხი, რადგან სამართლებრივად ფორმულირებული შეკითხვების არსებობის შესახებ არაფერი ვიცი, ეს შეკითხვები, როგორც ასეთი, უბრალოდ არ არსებობს. ამის ნაცვლად, არის უპასუხისმგებლო განცხადებები და ჩახლართული საჯარო „დავალებები“

ვანეციანს ძალიან მალე მოუწევს, რომ სხვადასხვა ადამიანის მიმართ პოლიტიკური დაკვეთით გაყალბებულ საქმეებთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთოს“.

რა არის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის გადაყენების მიზეზი

არტურ ვანეციანს გადადგომის შესახებ თავისი გადაწყვეტილების კონკრეტული მიზეზი მაინც არ დაუსახელებია:

 „ასეთი გადაწყვეტილება ამ სიტუაციასა და მომავლის კონტექსტში სომხეთისა და ჩემი ხალხისთვის სამსახურში ყველაზე სასურველ და დასაბუთებულ ვარიანტად მიმაჩნია“, –  დაწერა ვანეციანმა სოციალურ ქსელ Facebook-ში ეროვნული უშიშროების სამსახურის გვერდზე.

მაგრამ მის განცხადებაში კრიტიკა გაისმა:

 „გადაწყვეტილებების მიღების სტიქიურობა, ქმედებების ქაოსი, პრიორიტეტების მეორეხარისხოვნისგან არგარჩევა – ეს ის გზა არ არის, რომელსაც მიზნის განხორცილებისკენ მივყავართ. ამას ოფიცრის ღირსებასთან საერთო არაფერი აქვს. ოფიცერის სამხრეები და მსგავსი პროცესები შეუთავსებელია. დაე, ჩემი გადადგომა გამოსაფხიზლებელ სიგნალად იქცეს – „შეჩერდი“, ხოლო სხვა დანარჩენ ვარიანტში სამშობლოს წინაშე ვალი გაიმარჯვებს. მშვიდობა და უსაფრთხოება ჩვენს ქვეყანას“.

ფაშინიანმა თქვა, რომ არ ესმის, თუ რაზეა საუბარი ვანეციანის განცხადებაში და უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობიდან წასვლის დეტალების შესახებ საუბარზე უარი განაცხადა. მან ამის მიზეზად ის დაასახელა, რომ ეს ის თანამდებობა არ არის, „რომელზე მსჯელობაც საჯაროდ შეიძლება“. პრემიერმა მხოლოდ უკვე ყოფილი „ძალოვანის“ მომავალი საქმიანობის შესახებ ილაპარაკა, და ეს გამონათქვამი სომხეთში ვანეციანისთვის შეურაცხმყოფელად მიიჩნიეს:

„განიხილებოდა არტურ ვანეციანის შემდგომი საქმიანობის რამდენიმე სცენარი. მოცემულ მომენტში ვანეციანი ალბათ უფრო იმაზე კონცენტრირდება, რომ სომხეთის ნაკრები ევროპის პირველობის ფინალში გაიყვანოს [ვანეციანი სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტიცაა – JAMnews]».

აი ეს არის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის გადაყენებასთან დაკავშირებული ძირითადი ვარაუდები,  რომლებსაც  ტექსტში შემდეგ დაწვრილებით წარმოგიდგენთ:

• ვანეციანისა და საგანგებო საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის კერძო საუბრის სკანდალური მოსმენა, როდესაც ისინი სომხეთის მეორე პრეზიდენტის, რობერტ კოჩარიანის დაპატიმრებას განიხილავდნენ;

• ფაშინიანის განცხადება იმის თაობაზე, რომ ის კორუფციული საქმეების გახსნის ტემპებით უკმაყოფილოა;

• „ხავერდოვანი“ რევოლუციის დროს ფაშინიანის თანამებრძოლის, რომელიც შემდეგ სახელმწიფო კონტროლის სამსახურის ხელმძღვანელი გახდა – დავიდ სანასარიანის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე;

• ვანეციანის წილი საწვავის ბიზნესში.

სენსაციური გადადგომა სომხეთის პრემიერის გუნდში – ფაშინიანმა უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა

სკანდალური მოსმენა

არტურ ვანეციანმა მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, ვიდრე ეროვნული უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი იყო, ფაშინიანის გუნდში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ჩინოვნიკად გახდომა შეძლო. მან ხმაურიანი კორუფციული მხილებების ხარჯზე საკუთარი და სტრუქტურის იმიჯის ამაღლება მოახერხა.

სიტუაცია საგანგებო საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელ სასუნ ხაჩატრიანთან მისი სატელეფონო საუბრის სკანდალური მოსმენის შემდეგ შეიცვალა. მაშინ ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელები სომხეთის მეორე პრეზიდენტის რობერტ კოჩარიანის დაპატიმრებაზე მსჯელობდნენ.

სომხეთში ახალი სკანდალია – ინტერნეტში მაღალი თანამდებობის ძალოვანების კერძო საუბრის ჩანაწერი გაჩნდა

2019 წლის ივნისში ვანეციანმა აღიარა, რომ მას რცხვენია საუბრის მოსმენის გამო, მაგრამ არა – მისი შინაარსის:

„უძლიერესი სახელმწიფოების ლიდერებით დაწყებული და სხვებით დამთავრებული – ამგვარ სიტუაციაში ყველა მოხვედრილა. და ჩვენ დღეს ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მომავალში ასეთი ინციდენტები გამოვრიცხოთ“.

ვინ მოახერხა მოსმენის ორგანიზება, და ვინ გამოაქვეყნა ქსელში ორი ძალოვანის საუბარი, ჯერჯერობით უცნობია, ან არ ხმაურდება.

რით არის უკმაყოფილო ფაშინიანი

ვანაძორში 16 სექტემბერს გამართული პრეს-კონფერენციის დროს ნიკოლ ფაშინიანმა 2019 წლის ივლისში კორუფციასთან ბრძოლის მასშტაბებით უკმაყოფილების შესახებ გაკეთებული საკუთარი განცხადება თავადვე გაიხსენა.

მაშინ ანტიკორუფციული პოლიტიკის საბჭოზე პრემიერმა თქვა:

„დღეს სომხეთის მთავრობას კორუფციასთან პრინციპული ბრძოლის მაქსიმალური პოლიტიკური ნება აქვს. მაგრამ სომხეთში ანტიკორუფციული ბრძოლა იმ მასშტაბებითა და ეფექტიანობით არ ხორციელდება,რომ ამ პოლიტიკურ ნებას შეესაბამებოდეს“.

ვინაიდან კორუფციული საქმეების გახსნის მთავარი პასუხისმგებლობა ეროვნული უშიშროების სამსახურის აკისრია, ბევრმა მიიჩნია, რომ ეს ვანეციანის გადაყენების ერთ-ერთი მიზეზი იყო.

დავიდ სანასარიანის საქმე

გამოძიება სახელმწიფო კონტროლის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის დავიდ სანასარიანის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაიწყო.

სომხეთში კორუფციასთან ბრძოლამ უკვე პრემიერ-მინისტრის გუნდამდე მიაღწია

ბევრს მიაჩნია, რომ ამ საქმემ ფაშინიანის რეპუტაციაზე უარყოფითად იმოქმედა, რადგან „ხავედოვანი“ რევოლუციის დღეებში სანასარიანი პრემიერის ერთ-ერთი უახლოესი თანამებრძოლი იყო.

სისხლის სამართლის საქმე ეროვნული უშიშროების სამსახურის მიერ შემოწმებების ჩატარების შედეგების მიხედვით აღიძრა.
2019 წლის აპრილში ვანეციანმა განაცხადა, რომ დავიდ სანასარიანის მიმართ წაყენებული ბრალდებები სრულიად დასაბუთებულია.

და მაშინ სომხეთის მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ვანეციანსა და ფაშინიანს შორის  „შავმა კატამ გაირბინა“.

ვანეციანმა ეს ხმები მაშინვე უარყო:

 „ ნუთუ მსგავსი რამ შენიშნეთ?“

თუმცა, დავიდ სანასარიანის საქმე ფაქტობრივად ჩიხში შევიდა. 5 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო კონტროლის სამსახურის ექს-ხელმძღვანელმა თავის ადვოკატებთან ერთად მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის მასალები შეისწავლა და გადაწყვიტა, რომ სისხლის სამართლის დევნის შეწყვეტასთან დაკავშირებით შუამდგომლობა დაეყენებინა. მისი თქმით, სისხლის სამართლის საქმის მასალებში ბოროტად გამოყენების თაობაზე მონაცემები არ არსებობს.

წილი საწვავის ბიზნესში

2019 წლის გაზაფხულზე სომხეთის მედია წერდა , რომ ეროვნული უშიშროების სამსახურის დირექტორი არტურ ვანეციანი საწვავის ბიზნესში წილს ფლობს. ქვეყნდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნიკოლ ფაშინიანის ხელისუფლება მას ამ სფეროდან გასვლას სთავაზობდა, რათა იქ ახალი მოთამაშეები გაჩენილიყვნენ.

მარტის ბოლოს ვანეციანმა ბრიფინგის დროს უარყო ეს ხმები და განაცხადა, რომ მის „ოჯახს ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბაზართან არავითარი საერთო არ აქვს“:

 „იმ ადამიანებს სასამართლოში რომ ვუჩივლო, ვინც ჩემზე წერს, უბრალოდ სირცხვილი იქნება. მე პუბლიკაციის მონაცემებს უარყვყოფ და ამ რესურსებს ვურჩევდი, რომ ასევე უარყოფით გამოვიდნენ, რადგან მათ ჩემი სახელი იმისთვის გამოიყენეს, რომ ბევრი ნახვა დაეგროვებინათ. ეს უბრალოდ სირცხვილია“.

სხვათა შორის, მან სწორედ მაშინ გააკეთა კომენტარი  სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მუშაობის თაობაზეც:

 „არც მე ვარ სამართალდამცავი ორგანოების მუშაობით კმაყოფილი, განსაკუთრებით სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახურის, რადგან სახეზეა იმ ტემპებისა და სამუშაოების გარკვეული შენელება, რასაც ჩვენ დასაწყისში ვახორციელებდით… ეს იმით აიხსნება, რომ სამართლებრივი საფუძვლები მყარი უნდა იყოს, რათა მომავალში ჩვენს მიერ ჩატარებული ნებისმიერი სამუშაოთი სპეკულირება არ შეიძლებოდეს, არ შეიძლებოდეს გასაჩივრება და იმის თქმა, თითქოს ჩვენ საკუთარი ახირებით ვმოქმედებდით. ჩვენ კი კანონის შესაბამისად ვმოქმედებთ“.

რას წერენ სოციალურ ქსელებში

Facebook-ის სომხური სეგმენტის მომხმარებლები ვანეციანის გაგადგომასთან დაკავშირებით აქტიურად აკეთებენ კომენტარებს.

აი, რამდენიმე კომენტართაგანი:

 „კარგი ადამიანია, სამწუხაროა, რომ გადადგა. მაინც ძალიან დიდ პატივს ვცემთ და იმედი გვაქვს, რომ საფუძვლიანი მიზეზი ჰქონდა“;

 „ნამდვილი მამაკაცი და ოფიცერი. ბრავო“;

„სწორედ დაზვერვაა – სახელმწიფოს ყური და თვალი. ამიტომ, ტრადიციულად, ჩვენი რესპუბლიკის ისტორიაში საგარეო დაზვერვის სპეცსამსახურებსა და ორგანოებს სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან  პრიორიტეტული ყურადღება ეთმობა. პირადად ჩემი აზრით, შესაძლოა, ეს გარე ფაქტორია, ანუ ქვეყნის წინა ხელისუფლებისგან წამოსული“.

 „იმედი მაქვს, რომ სომხეთის მომავალი პრემიერ-მინისტრი თქვენ იქნებით“.


ასევე წაიკითხეთ