მერიის ჩინოვნიკები ქალაქის პარკში ბიზნესის განითარებას მიესალმებიან" />

ხეები კვლავ იჩეხება

მერიის ჩინოვნიკები ქალაქის პარკში ბიზნესის განითარებას მიესალმებიან

მაშტოცის პროსპექტისა და სარიანის ქუჩის მიმდებარე სკვერს ყველა მხრიდან მეტალის ფირფიტებისგან შეკოწიწებული ღობე აკრავს. სკვერს გადაკეთებას უპირებენ. აქ გამოკრული განცხადების მიხედვით, სამშენებლო სამუშაოები ჯერ კიდევ მაისში (27.05.2015) უნდა დაწყებულიყო, მაგრამ მხოლოდ ზამთრის ყინვაში შეუდგნენ.

სამუშაოების დაწყებიდან რამდენიმე დღეში ფეისბუკის ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაწერა: 
‘ყურადღება, ეკოლოგებო!

მაშტოცის პროსპექტის მიმდებარე სკვერში, „კეთილმოწყობის მიზნით“, მსხვილმერქანანი ხეები გაჩეხეს’.
მეორე დღეს სკვერში მომუშავეებს ვკითხეთ,თუ რამდენი ხე გაიჩეხა. ისინი ირწმუნებოდნენ, რომ ყველა ხე ხელუხლებელი იყო; ხოლო როცა ვუთხარით, რომ ბაღის მარცხენა კუთხეში ხეების ნაკლებობა და ასიმეტრია შეინიშნებოდა, გვიპასუხეს, რომ ადრეც ასე იყო.

არსებობს Past.am-ის ფოტოებიც, რომლებიც ადასტურებს, რომ ხეები გაჩეხილია.

ჩვენს წერილობით მოთხოვნას მერიამ ასეთი პასუხი გასცა:  

‘ქალაქის მთავარ გამზირზე, მაშტოცის პროსპექტისა და სარაიანის ქუჩის მიმდებარე უბანში ბულვარის კეთილმოწყობისა და რესტავრაციის პირველი ეტაპი მიმდინარეობს. განსაზღვრულია,რომ უკვე მოძველებული და უმოქმედო აუზები და შადრევნები ლანდშაფტის თანამედროვე  ელემენტებით და დასასვენებელი სკამებით შეიცვალოს.
ასევე, მოგახსენებთ, რომ ვაპირებთ არქიტექტურული და ლანდშაფტური ფორმებისა და მოცულობების შემცირებას, რაც აღნიშნულ მონაკვეთს ორიგინალურს გახდის და უფრო სასიამოვნო იერს მიანიჭებს.მოიმატებს  მწვანე საფარის ფართობი და ახალი ჯიშის ხეები დაირგვება.

წინასწარ განსაზღვრულ ადგილას აშენდება კაფე და დაიდგმება კარენ დემირჩიანის მემორიალური ძეგლი’.

ერევნის  არც ერთი მცხოვრები არ იქნება იმის წინააღმდეგი, რომ ქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური სკვერის კეთილმოწყობა დაიწყონ და „აღნიშნული მონაკვეთი უფრო სასიამოვნო გახდეს“. მაგრამ… კიდევ ერთი კაფეს გამო, ხეების გაჩეხვა? მერია ყურად არ იღებს ეკოლოგების გაფრთხილებას იმის შესახებ, რომ გაუდაბნოებისკენ მივექანებით და მალე ამის შედეგებსაც მოვიმკით. მერიამ დანაპირები რომც შეასრულოს და სხვა ჯიშის ხეები დარგოს, მათი გაზრდასაც ხომ დრო სჭირდება?!


ასევე წაიკითხეთ