სამაშველო სამსახური: შენობიდან ყველა ადამიანი გამოყვანილია" />

ხანძარი ბათუმში. გარდაცვლილია 11 ადამიანი

სამაშველო სამსახური: შენობიდან ყველა ადამიანი გამოყვანილია

ფოტო: “ბათუმელები”

ბათუმში, სასტუმრო ”ლეო გრანდში” ხანძარია.  ბოლო ინფორმაციით, გარდაცვლილია 11 ადამიანი. ძლიერი დაკვამლიანების გამო, შენობიდან ადამიანების გამოყვანა დიდი ხნის განმავლობაში გაძნელებული იყო.

როგორც სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები აცხადებენ, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია და შენობაში აღარ არიან ადამიანები.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” ბათუმის სასწრაფო დახმარების ცენტრში განუცხადეს, დაშავებულები სხვადასხვა სავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. დაშავებულია ასევე ერთი მეხანძრე.

შინაგან საქმეთა მინისტრი და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ბათუმში გაემგზავრნენ.

სამაშველო სამსახურის ცხელ ხაზზე – 112ზე ბათუმში, სასტუმრო „ლეო გრანდში” გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით შეტყობინება 20:01 საათზე შევიდა.

ადგილზე 100-მდე მეხანძრე მაშველი და 12 სახანძრო სამაშველო ბრიგადა მუშაობს. პირველადი ინფორმაციით, ცეცხლი მაღალსართულიანი შენობის ზედა სართულზე გაჩნდა. ძლიერი დაკვამლიანების გამო, მოქალაქეთა ევაკუაცია რთულად მიმდინარეობდა.
ამ დროისთვის, ღია ცეცხლის კერები შენობაში არ შეინიშნება, აცხადებენ შს სამინისტროში.

 

 

სასტუმრო “ლეო გრანდი” ხუთვარსკვლავიანია და ის 2015 წლის ზაფხულში გაიხსნა. სატუმროში 180 ნომერია. სასტუმროში 40 მილიონი დოლარის  ინვესტიცია განხორციელდა.

 

 


ასევე წაიკითხეთ