“თუ ეს მოხდება - სამხედრო მოქმედებები, შესაძლოა, აქმდე არნახული მასშტაბებით წარიმართოს“ " />

წამყვანი მეცნიერები და მეწარმეები მკვლელი რობოტების საფრთხეზე გვაფრთხილებენ

“თუ ეს მოხდება - სამხედრო მოქმედებები, შესაძლოა, აქმდე არნახული მასშტაბებით წარიმართოს“

რობოტექნიკის და ხელოვნური ინტელექტის სფეროში სპეციალიზებული კომპანიების 116-მა დამფუძნებელმა გაეროს მიმართა მოწოდებით, რომ ამ ტექნოლოგიების სამხედრო მიზნებით გამოყენება აიკრძალოს.

მიმართვაზე ხელმომწერთა შორის არიან – კომპანია Tesla და SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი, Apple-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი სტივ ვოზნიაკი, თანამედროვეობის უდიდესი ფიზიკოსი სტივენ ჰოკინგი.

HumanRightsWatch-ის მონაცემებით, დღესდღეობით უკვე 10-ზე მეტი ქვეყნის   შეიარაღების შექმნაში გამოიყენება ხელოვნური ინტელექტი. მათ რიცხვშია – აშშ, დიდი ბრიტანეთი, ისრაელი, ჩინეთი, სამხრეთი კორეა და რუსეთი.

“თუკი ამგვარი იარაღი შეიქმნება – სამხედრო მოქმედებებმა შესაძლოა, აქამდე არნახული მასშტაბები, და ადამიანის გონებისთვის მიუწვდომელი სისწრაფე შეძინოს. ეს იარაღი შეიძლება დესპოტებმა და ტერორისტებმაც გამოიყენონ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ“, – ნათქვამია მიმართვაში.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს სამუშაოები უკვე საკმაოდ შორსაა წასული და მსოფლიო ასეთი სისტემების გაჩენის რეალური პერსპექტივის წინაშეა.

 

 

 

“დადგა დრო, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენების უსაფრთხოებაზე დავფიქრდეთ. ის გაცილებით მეტი რისკის შემცველია, ვიდრე ჩრდილოეთი კორეა“, – ნათქვამია ილონ მასკის ტვიტში.


ასევე წაიკითხეთ