სამხრეთ ოსეთში განიხილავენ გაძვირდება თუ არა ცხოვრება ელექტროენერგიაზე ფასის მომატების შემდეგ" />

ცხელი ლავაში

სამხრეთ ოსეთში განიხილავენ გაძვირდება თუ არა ცხოვრება ელექტროენერგიაზე ფასის მომატების შემდეგ

ფოტო: ნელი გაბარაევა

ერთი  წლის წინ სამხრეთ ოსეთში მათთვისავ ვისაც საკუთარი ბიზნესი აქვს, ელექტროენერგიის გადასახადი გაიზარდა. მთელი წლის მანძილზე ადგილობრივ მაცხცოვრებლებს შეეძლოთ შეემოწმებინათ ნიშნავს თუ არა ეს მათი ცხოვრების გაძვირებას?

ამბობენ, რომ ხელით მოზელილი ცომით პური უფრო გემრიელი გამოდის. ალბათ ამიტომაც არის ასეთი პოპულარული ცხინვალში, გმირთა ქუჩაზე მდებარე მცირე საცხობი ‘ცხელი ლავაში’. იქ ცომს ხელით ზელენ.

ამ ადგილის კიდევ ერთი უპირატესობა ის არის,რომ აქ ლავაში 20 რუბლი [დაახლოებით 30 ცენტი] ღირდა, როდესაც სხვა საცხობებში პურს 25 რუბლად ყიდიან. თუმცა, უკვე  25 რუბლიც კარგ ფასად ითვლება.

ელექტროენერგიის ტარიფი საბიუჯეტო  და კომერციული ორგანიზაციებისათვის  2016 წლიდან თავისფასის  ოდენობით განისაზღვრა. 3 მანეთი და 81 კაპიკი. სამხრეთ ოსეთში შიშობენ, რომ ეს მთლიანად  ცხოვრების  პირველ რიგში კი პურის გაძვირებას ნიშნავს.

რიტა ბესტაევა, „ცხელი ლავაშის“ მეპატრონე ამბობს, რომ  მისი ბიზნესი გაზზე მუშაობს , ამიტომ პურზე ფასის კიდევ გაზრდას არ გეგმავს


 სხვა ბიზნესმენები ასეთ დარწმუნებულები არ არიან.

სამხრეთ ოსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა, ვილიამ ძაგოევი ირწმუნებოდა, რომ ტარიფების ზრდა რიგით აბონენტებს არ შეეხებათ და მათთვის შენარჩუნდება ძველი ტარიფი ( 2 რუბლი და 64 კაპიკი 1 კვტ/სთ ელექტროენერგიაზე).

გაძვირებას   მან იძულებით გადადგმული ნაბიჯი უწოდა.

‘სახელმწიფოს თავისსავე ბალანსზე არსებული უნიტარული საწარმო ‘ენერგორესურს _ სამხრეთ ოსეთის’ სუბსიდირება უწევს. დოტაციები 100 მილიონი [დაახლოებით 1,5 მილიონი აშშ დოლარი) რუბლით განისაზღვრება, რაც მძიმე ტვირთად აწვება ბიუჯეტს’, _ ამბობს ძაგოევი.

თუმცა, ცხინვალში ბევრს არ სჯერა, რომ ელექტროენერგიის ტარიფის ზრდას რიგით აბონენტებზე გავლენა არ ექნება.

კომენტარი სოციალურ ქსელში: 


’საბოლოოდ, ტარიფების ზრდა ბიზნესმენებს აიძულებს, თავიანთი  პროდუქცია გააძვირონ, ამით კი მხოლოდ მომხმარებელი _ ანუ სამხრეთ ოსეთის მთელი მოსახლეობა იზარალებს; სხვა შემთხვევაში, მეწარმეებს მოუწევთ ბიზნესსაქმიანობის შეწყვეტა.აი, ასეთი  ეკონომიკური ‘სარგებელი’ გვაქვს.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები და ავტორის ტერმინოლოგია მის პოზიციას გადმოსცემს და, შესაძლოა, რედაქციის მოსაზრებებს არ ემთხვეოდეს

ასევე წაიკითხეთ