ხადიჯა ისმაილოვას ინტერვიუ" />

ციხე – არაფერი კოშმარული

ხადიჯა ისმაილოვას ინტერვიუ

 

ხადიჯა ისმაილოვას გათავისუფლება იმდენად მოულოდნელია, რამდენადაც სასიხარულოა. საქმე ისაა, რო ამნისტიების ტალღა
საზოგადოებრივი მოძრაობა ReAl-ის ლიდერის, ილგარ მამედოვის საქმესთა დაკავშირებით გამართული პროცესის უკანასკნელი სხდომით დასრულდა და ხადიჯას ციხიდან გამოსვლას ისეთი დარწმუნებით აღარავინ ელოდა, როგორც მარტში განხორციელებული „მასობრივი გათავისუფლებების“ დროს.

ფაქტობრივად, „ხადიჯას საქმე“ 2012 წელს დაიწყო, როდესაც ჟურნალისტმა მიიღო წერილი, რომელშიც ავტორი ადრესატს ემუქრებოდა, რომ მის სახლში ფარული კამერით გადაღებულ, ინტიმური ხასიათის ვიდეორგოლს გამოაქვეყნებდა. ხადიჯა ისმაილოვამ განაცხადა, რომ ფარული თვალთვალის აპარატურა მის სახლში ეროვნული უსაფრთხოების სამინისტროს განკარგულებით დაამონტაჟეს. მანამდე, 2010 და 2011 წლებში მას უკვე მიღებული ჰქონდა ჯილდოები პრეზიდენტ ალიევის ოჯახის წევრების ქონების შესახებ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიებებისთვის. ხადიჯას თქმით, შანტაჟის მიზანი იყო, იძლებული გაეხადა თავად ხადიჯა, უარი ეთქვა მუშაობაზე.

ვიდეორგოლი ყალბ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა მუხლით „პირად ცხოვრებაში შეჭრა“. დამნაშავეები დღემდე ვერ აღმოაჩინეს.

ამას მოჰყვა ჯარიმა არასანქცირებულ მიტინგში მონაწილეობისთვის, დაკავება, დაკითხვები გენერალურ პროკურატურაში, ჩხრეკები და ბოლოს დაპატიმრება 2014 წელს. ისმაილოვასათვის 7,5 წლიანი სასჯელის შეფარდებამ აზერბაიჯანელი ჟურნალისტები შოკში ჩააგდო.

საერთაშორისო საზოგადოება აქამდეც შეშფოთებას გამოხატავდა ისმაილოვაზე განხორციელებული ზეწოლის გამო და მისი დაპატიმრების შემდეგ არაერთხელ მოითხოვდა მის გათავისუფლებას. შეერთებული შტატებისა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლები, ევროსაბჭოსა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფუნქციონერები აზერბაიჯანის ხელისუფლების ქმედებების წინააღმდეგ მკვეთრ განცხადებებს აკეთებდნენ.

თუმცა დღემდე სასამართლო დაცვის მხარის ყველა საჩივარსა და შუამდგომლობას უპასუხოდ ტოვებდა. პატიმრობაში ყოფნისას ხადიჯამ რამდენიმე პრესტიჟული ჟურნალისტური ჯილდო მიიღო; მათ შორის, ყველაზე ბოლოს – გილერმო კანოს პრემია, რომელიც 3 მაისს ჰელსინკიში ხადიჯას დედას, ელმირა ისმაილოვას გადასცეს. დღეს ყველა ეს ჯილდო, როგორც იქნა, ადრესატამდე მივიდა.

გათავისუფლების დღეს პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში ხადიჯა ისმაილოვამ თქვა, რომ მისთვის წაყენებული ყველა ბრალდების მოხსნისა და სრული გამართლებისთვის იბრძოლებს.

ხადიჯა ისმალოვა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტია. მისი გათავისუფლება პრესამ ფართოდ გააშუქა. „რადიო თავისუფლებამ“ და სხვა დამოუკიდებელმა მედიასაშუალებებმა გამოაქვეყნეს  ინტერვიუ ჟურნალისტთან და ადვოკატებთან; ამას გარდა, გააშუქეს სხვა დეტალებიც და ორგანიზება გაუკეთეს პირდაპირ ტრანსლაციას სასამართლოს დარბაზიდან.

პროსახელისუფლებო მედიამ ეს ამბავი თავშეკავებულად გააშუქა და დეტალებზე საუბარს მაქსიმალურად აარიდა თავი. АПА იუწყება, რომ ხადიჯას გათავისფლება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა დადებითად შეაფასა.

სოციალურ ქსელებში მომხმარებელთა უმრავლესობა ამ ამბავს მეტნაკლები გულგრილობით შეხვდა – ჟურნალისტს, რომლის კვლევებიც ინტერნეტში ქვეყნდება, სახალხო სიყვარულის მიღების გაცილებით ნაკლები შანსი აქვს, ვიდრე, მაგალითად, ტელერეპორტიორს. ამიტომ დიდი სიხარული მხოლოდ ადამიანთა გარკვეულ ჯგუფში შეინიშნებოდა, რომელსაც ჟურნალისტები, საზოგადო მოღვაწეები, უფლებადამცველები და ე.წ. „სამოქალაქო საზოგადოების“ წარმომადგენლები ქმნიან.

“რადიო თავისუფლების” თანამშრომელი, გამომძიებელი ჟურნალისტი, ხადიჯა ისმაილოვა დღეს სასამართლო დარბაზიდან გაათავუსუფლეს. საკასაციო გასაჩივრების შემდეგ იგი უდანაშაულიდ ცნეს განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქონების მიტაცებასა და უფლებამოსილების გადამეტებაში. სხვა ბრალდებების (უკანონო მეწარმეობა და გადასახადებისგან თავის არიდება) საფუძველზე კი, აღმკვეთი ზომა 3,5-წლიანი პირობითი სასჯელით შეეცვალა.

 

 

 

  • გამომძიებელი ჟურნალისტი ხადიჯა იამაილოვა 2015 წლის 5 დეკემბერს დააკავეს.
  • ისმაილოვას უკანონო მეწარმეობა, გადასახადებისგან თავის არიდება, ქონების მითვისება, გაფლანგვა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება დასდეს ბრალად და 7,5-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს. ისმაილოვა ბრალდებას უარყოფს და მისი დაპატიმრებისა და გასამართლების მიზეზად იმ გამოძიებას ასახელებს, რომელიც მან ალიევების ოჯახის ქონებასთან დაჯავშირებით დაიწყო.

გამოქვეყნდა 25.05.2016

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ