საზოგადოება აპროტესტებს, მაგრამ დეპუტატს რუსეთის ფედერაციის საბჭოს სენატორი თავდებად დაუდგა" />

სკანდალი ჩრდილოეთ ოსეთში – დეპუტატმა მასწავლებელს სცემა?

საზოგადოება აპროტესტებს, მაგრამ დეპუტატს რუსეთის ფედერაციის საბჭოს სენატორი თავდებად დაუდგა

ჩრდილოეთ ოსეთის რაიონული ყრილობის 28 წლის დეპუტატმა, ვასილი გოგიჩაშვილმა, მეხუთეკლასელი დისშვილის საჩივრის შემდეგ, დაწყებითი სკოლის მასწავლებელს, მადინა სოზიევას პირდაპირ გაკვეთილის დროს სცემა.

ყველაფერი ქალაქ არდონის მე-4 საშუალო სკოლაში, ექვსი წლის მოსწავლეების თვალწინ მოხდა.

მოსწავლეთა მშობლების საჩივარში ნათქვამია, რომ დეპუტატი გაკვეთილზე შევარდა და თავს დაესხა მასწავლებელს, შემდეგ თმებში ჩაავლო ხელი და სხვა სართულზე, დირექტორის კაბინეტში წაათრია.

ამ დროს უკვე შესვენების ზარი დაირეკა და ამიტომ, ამ სცენის მოწმეები სხვა მოსწავლეებიც გახდნენ.

მშობლები საჩივარში წერენ, რომ დირექტორის კაბინეტში ვასილი გოგიჩაშვილი ცდილობდა, მასწავლებლისთვის ჩაერტყა პლასტმასის ბოთლი და ჯაყვა. მთელი ამ დროის განმავლობაში ის უცენზურო სიტყვებს ამბობდა.

ქართველი მოსწავლე ამერიკაში: “აქაურ სკოლაში თავისუფლად აზროვნებას ასწავლიან” 

ძალადობა სკოლებში. სად არის გამოსავალი?

სექსუალური სკანდალები აზერბაიჯანულ სკოლებში

იგივე უთხრა ჟურნალისტებს თავად მასწავლებელმა, მადინა სოზიევამ.

კონფლიქტის მიზეზი, სკოლაში მომხდარი მცირე ქურდობა გახდა. მასწავლებელი ამ ამბავს მოსწავლეებთან განიხილავდა და ერთ-ერთმა მათგანმა ჩათვალა, რომ ქურდობაში მას ადანაშაულებდნენ. ეს იყო ვასილი გოგიჩაშვილის დისშვილი, რომელმაც ბიძასთან დაიჩივლა, ის კი საქმის გასარჩევად სკოლაში მივიდა.

დეპუტატი ყველაფერს უარყოფს და საპასუხოდ აცხადებს, რომ აპირებს მასწავლებელს ცილისწამებისთვის უჩივლოს.

„არანაირი ცემა არ ყოფილა. რაც მოხდა – იყო ის, რომ მასწავლებელმა უკანონოდ დაადანაშაულა ჩემი დისშვილი, რომელიც ინვალიდია, დაავადებულია განუკურნებელი სენით, რომ მან 60 რუბლი (დაახლოებით ერთი დოლარი) მოიპარა. ასეთ რამეზე ნებისმიერი გამოვიდოდა წყობიდან. მაგრამ მე თითი არავისთვის დამიკარებია“, – განაცხადა გოგიჩაშვილმა.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ ის საკუთარი ნებით დათმობს უფლებამოსილებას, მაგრამ გამოვიდა წინადადებით, რომ მანაც და მასწავლებელმაც სიცრუის დეტექტორი გაიარონ. სოზიევა დათანხმდა.

სკანდალში მთელი საზოგადოება ჩაერთო და გარჩევამ პოლიტიკური ელფერი შეიძინა.

ჩრდილოოსეთელ დეპუტატს თავდებად დაუდგა რუსეთის ფედერაციის საბჭოს დეპუტატი არსებ ფაძიევი.

„მას მასწავლებელი არ უცემია, – თქვა სენატორმა. – თუმცა, მე ვეთანხმები იმას, რომ მას არ ჰქონდა სკოლაში მისვლის, საქმის გარჩევისა და ხმის აწევის უფლება მასწავლებელზე, რამდენადაც ის დეპუტატია და ადამიანების ინტერესებს წარმოადგენს“.

საზოგადოებრივმა მოძრაობამ „სტირ ნიხასმა“, რომელიც ოსური ტრადიციების შენარჩუნებითაა დაკავებული, განაცხადა, რომ გოგიჩაშვილი ვალდებულია, სახალხო სასამართლოს წინაშე წარდგეს.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ