ადგილობრივი უფლებადამცველი ცენტრის „მემორიალის“ ხელმძღვანელი ოტიუბ ტიტიევი შეიძლება 10 წლით ჩასვან ციხეში" />

ჩეჩნეთში კიდევ ერთი უფლებადამცველი დააკავეს

ადგილობრივი უფლებადამცველი ცენტრის „მემორიალის“ ხელმძღვანელი ოტიუბ ტიტიევი შეიძლება 10 წლით ჩასვან ციხეში

ოტიუბ ტიტიევი პოლიციის თანამშრომლებმა გროზნოში მაშინ დააკავეს, როცა ის სამსახურში, უფლებადამცველი ცენტრის-„მემორიალის“ ოფისში მიდიოდა.

მოგვიანებით ტიტიევის ადვოკატმა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს შეატყობინა, რომ უფლებადამცველის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 228-ე მუხლის მიხედვით – ნარკოტიკების უკანონო შეძენა, შენახვა და გადატანა.

ჩეჩნეთის პოლიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ტიტიევის მანქანაში აღმოაჩინეს „საეჭვო პაკეტი მარიხუანის სპეციფიკური სუნით“.

სასამართლოს გადაწყვეტილებით ტიტიევი ორი თვით დააპატიმრეს. პოლიციელები ოტიუბ ტიტიევის ნათესავების მოსაძებნად მის სახლში მივიდნენ. ჩეჩნეთში ფართოდაა გავრცელებული იმ მსჯავრდებულზე, რომელიც არ იძლევა აღიარებით ჩვენებას, ზეწოლის პრაქტიკა მისი ნათესავების მეშვეობით.

თუ ტიტიევს ოფიციალურად წაუყენებენ ბრალს, ის იქნება ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში უკვე მესამე აქტივისტი, რომელსაც 228-ე მუხლით ასამართლებენ. ექსპერტების უმრავლესობას მიაჩნია, რომ ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი ასე იშორებს მათ, ვინც ცდილობს დაუპირისპირდეს.

ოტიუბ ტიტიევი „მემორიალის“ ჩეჩნეთის წარმომადგენლობას მას შემდე ჩაუდგა სათავეში, რაც 2009 წელს ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნატალია ესტემიროვა მოკლეს.

“მემორიალის“ თანამშრომლები ჩეჩნეთში ეხმარებიან დაკარგულ (ხშირ შემთხვევაში, მოტაცებულ) ადამიანებს და ადგილობრივ მოსახლეობას იურიდიულ დახმარებას უწევენ.

მომხდარის შესახებ მკვეთრი განცხადება უკვე გააკეთა ევროპის საბჭოს ადამიანთა უფლებების დაცვის კომისარმა.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ