იმ ოსებს, რომლებიც საქართველოს ყაზბეგის რაიონის სოფლებში დაიბადნენ და გაიზარდნენ, მოგვიანებით კი ჩრდილოეთ ოსეთში გადასახლდნენ, სამშობლოში ჩასვლის უფლებას არ აძლევენ" />

„ჩემი მიუდგომელი ოსური სახლი საქართველოში“ – ისტორიები საქართველოსა და ჩრდილოეთი ოსეთის საზღვარზე მდებარე თრუსოს ხეობიდან

იმ ოსებს, რომლებიც საქართველოს ყაზბეგის რაიონის სოფლებში დაიბადნენ და გაიზარდნენ, მოგვიანებით კი ჩრდილოეთ ოსეთში გადასახლდნენ, სამშობლოში ჩასვლის უფლებას არ აძლევენ

თრუსოს ხეობა

ეს ისტორია უკვე ბევრი წლის განმავლობაში ყოველ ივლისს მეორდება იმ ოსებისთვის, რომლებიც ჩრდილოეთ ოსეთში ცხოვრობენ, მაგრამ წარმოშობით საქართველოდან არიან – საზღვრისპირა სოფლებიდან.

ყოველწიურად ივლისის ბოლო კვირას ოსები აღნიშნავენ დიდ რელიგიურ დღესასწაულს — ატინაეგტაეს (ოსურ მითოლოგიაში ეს ღვთაება მიწათმოქმედებას მფარველობს).

ტრადიციულად, ატინაეგზე ნათესავები სოფელში, თავიანთ საგვარეულო ბუდეში ერთად უნდა შეიკრიბონ. ასე ცდილობდნენ მოქცეულიყვნენ ის ოსებიც, რომლებმაც საქართველო-რუსეთის საზღვრის მახლობლად მდებარე ყაზბეგის რაიონის თრუსოს ხეობაში საკუთარი სახლები დატოვეს და1990-იანი წლების კონფლიქტების ნიადაგზე ან მოგვიანებით საქართველოდან ჩრდილოეთ ოსეთში გადასახალდნენ.

მაგრამ საქართველოში შესვლაზე წლობით არსებული აკრძალვის შემდეგ ამ ივლისს თავიანთ სოფლებში ჩასვლა  უკვე აღარავის არც უცდია

 

რუკაზე შეიძლება თრუსოს ხეობის ადგილმდებარეობის ნახვა: რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, საკონტროლო გამშვებ პუნქტ ზემო ლარსს, გამოჩენილ ყაზბეგის მწვერვალსა და ცნობილ ქართულ სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურს შორის

პრობლემის ფესვები

სსრკ-ს დაშლამდე საქართველოს ყაზბეგის რაიონში ცხოვრება დუღდა. მოსახლეობა ნაწილობრივ  ინტეგრირდა საზღვრისპირა ჩრდილოეთ ოსეთში, გამოზამთრებას ოსებიც და ყაზბეგისა და ამ რაიონის სოფლებიდან ჩასული ქართველებიც ვლადიკავკაზში ამჯობინებდნენ – ეს ამ მაღალი მთების მაცხოვრებელთათვის ყველაზე ახლო მდებარე საქალაქო ზონა იყო.  

ტრადიციული ყოფა და ცხოვრების ზომიერი წესი პოლიტიკამ მოშალა – 2000 -იანი წლების დასაწყისში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები გართულდა, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები გაწყდა, და საქართველო-რუსეთის საზღვარზე არსებული ერთადერთი სახმელეთო საკონტროლო-გამშვები პუნქტი „ზემო ლარსი“ დაიკეტა.

ორ ქვეყანას შორის სახმელეთო კავშირი აღდგა  2010 წლის შემოდგომაზე, როდესაც საქართველომ ცალმხრივად  გააუქმა რუსებისთვის ვიზები. 2010 წლის ივლისში საქართველოს ოსური სოფლების წარმომადგენლები საზღვრისკენ იმედიანად დიძრნენ.

ადამიანებს პირველ  რიგში თრუსოს ხეობის სოფლებში მდებარე თავიანთი სახლების მონახულება სურთ. მაგრამ იქ ასევე განლაგებულია უძველესი ოსური სამლოცველოები, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე საპატივცემულო – ტარანჯელოსი; და იქ ბევრ ოს მომლოცველს სურს გამგზავრება.

ისტორიული ფოტო ოჯახური ალბომიდან,რომელიც საქართველოს თრუსოს ხეობიდან გადასახლებულებმა წარმოადგინეს. ის სოფლები, სადაც ფოტოებია გადაღებული დღეს სრულიად მიტოვებული და დაუსახლებელია

ბევრ მათგანს იმედგაცრუება ელოდა. საქართველოს ხელისუფლებამ სტოპ-ფურცლები შეადგინა, და ოსური სოფლების ათასობით მაცხოვრებელს საკუთარ სახლებამდე მისვლაზე უარი განუცხადა. ზოგიერთს მცირე ხნით სოფელ ჩეტირსამდე და კობამდე უშვებდნენ.

იმ ადამიანებმა, რომლებიც თავიანთ მშობლიურ სოფლებში ათინაეგტაეს დღესასწაულზე არ გაუშვეს,   JAMnews -ს უამბეს, რომ მესაზღვრეებისგან ასეთი განმარტება მიიღეს: საქართველოს ხელისუფლება ეჭვობს, რომ მათ კავშირი აქვთ საზოგადოებრივი ორგანიზაცია „დარიალის“ ლიდერ გაიბეკ სალიბიევთან, რომელიც საჯაროდ გამოდის თრუსოს ხეობის ამ სოფლების ჩრდილოეთი ოსეთი-ალანიისთვის მიკუთვნების მოთხოვნით. თავად სოფლის მოსახლეობა ამას კატეგორიულად უარყოფს.    

2017 წლის ივლისში ბევრი ისეთი ადამიანი იყო, რომელიც ატინაეგის მაშობლიურ სოფელში აღნიშვნას ცდილობდა, და საზღვარზე უარი მიიღო – ადგილობრივი უფლებადამცველების მტკიცებით – 50 ადამიანზე მეტი.  

70

 წლის გალინა ტუაევამ JAMnews-ს უამბო, რომ ის 12 წლის განმავლობაში პირველად 2015 წელს გაემგზავრა საქართველოში. ის დაიბადა, გაიზარდა, გათხოვდა და შვილები გაზარდა საქართველოს ყაზბეგის რაიონის თრუსოს ხეობის სოფელ ბურმასიგში.

„მე ჩემს ნათესავებთან ერთად 23 ივლისს გავემგზავრე. ვერც კი ვიფიქრებდი, რომ არ შემიშვებდნენ – მე ხომ მთელი სიცოცხლე საქართველოში გავატარე. მაგრამ ქართველმა მესაზღვრეებმა საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „დარიალთან“ გამაჩერეს. მეკითხებოდნენ, სად დავიბადე, სად ვცხოვრობ, სად და რისთვის მივემგზავრები. ვუპასუხე, რომ  კობში ატინაეგტაეს აღსანიშნად მივემგზავრებოდი. მთხოვეს მომეცადა.

ორი საათის შემდეგ სამოქალაქო ტანისამოსში ჩაცმულმა ადამიანმა, რომელიც კითხვებს მისვამდა, პასპორტი მომცა და მითხრა: „თქვენ საქართველოში გამგზავრება აკრძალული გაქვთ“. პასპორტში შავი ბეჭედი ჩამირტყეს. ახლა, ისე გამოდის, რომ სამშობლოში ვეღარასდროს ჩავალ.

ჩემს გარდა, იმავე ავტობუსში მჯდომმა რამდენიმე ადამიანმა ვერ შეძლო სოფელ კობში გამგზავრება, მათაც  უარი უთხრეს.

მთელი ცხოვრება ატინაეგი ჩვენთვის ყველზე დიდი დღესასწაული იყო: ახლა კი ჩვენი სახლებისთვის თვალის შევლების უფლებასაც არ გვაძლევენ. ჩვენ ქართველებთან არ გვიბრძოლია. მთელი ცხოვრება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ვაღიარებდით. რატომ გვართმევენ ჩვენს  სახლებს?“

ისტორიული ფოტო ოჯახური ალბომიდან,რომელიც საქართველოს თრუსოს ხეობიდან გადასახლებულებმა წარმოადგინეს. ის სოფლები, სადაც ფოტოებია გადაღებული დღეს სრულიად მიტოვებული და დაუსახლებელია

ახალი ფურცელი

2018 წელს თრუსოს ხეობის მოსახლეთაგან ატინეგის დღესასწაულზე არავინ ჩასულა, რადგან უშუალოდ იმ სამლოცველომდე, რომელიც სოფელ დეშში მდებარეობს, საქართველოს ხელისუფლება მისვლის უფლებას არ იძლეოდა.

საზოგადოებრივი ორგანიზაცია „დარიალის“ ლიდერმა გაიბეკ სალბიევმა, რომელიც ბევრ უარმიღებულ ადამიანს უხსენეს, ჟურნალისტებს უთხრა, რომ „თბილისი ხელოვნურად უქმნის ოსებს საზღვარზე პრობლემებს, ცდილობს, რომ მათ თავიანთ სამშობლოზე უარი ათქმევინოს. ამით ის ოსი მოსახლეობის უფლებებს არღვევს – საკუთარ საცხოვრებელთან წვდომის იმ უფლებას, რომელც მას გაეროს ადამიანის უფლებათა  დეკლარაციით აქვს მინიჭებული“.

სალბიევის თქმით, ჟენევასა და პრაღაში გამართულ მოლაპარაკებებზე რუსეთმა და სამხრეთმა ოსეთმა ქართული მხარის წინაშე ყაზბეგის რაიონის ოსი მოსახლეობის პრობლემები დააყენეს.

მას არ ეთანხმება სხვა საზოგადო მოღვაწე – სერგო ტუატი. ის ის საქართველო-ოსეთის მეგობრობის საზოგადოებრივი ორგანიზაციის „ყაზბეგის“ ხელმძღვანელია, და მას სალბიევის განცხადებები პროვოკაციულად მიაჩნია, თავად ორგანიზაცია „დარიალს“ კი უკანონოს და დაურეგისტრირებელს უწოდებს.

„გაირბეკ სალბიევის ანტიქართული განცხადებები პირველ რიგში ურტყამს ყაზბეგის რაიონის ოსური ეროვნების მოსახლეობას, რომელსაც საქართველოს ხელისუფლებამ მართლაც დაუკეტა მშობლიურ სოფლებში შესვლის შესაძლებლობა“, – უთხრა ტუატიმ   ინტერვიუში   ონლაინ-პორტალ „ეხო კავკაზას.“

მაგრამ სერგო ტუატი ასევე „შავ სიაშია“ – მთელი მისი ოჯახი წარმოშობით საქართველოს ყაზბეგის რაიონის სოფელ კობიდან არის. მას იქ მამისეული სახლი და სახლის გარშემო დიდი ბაღი აქვს, სადაც ის 2015 წლიდან ვერ ჩადის.

მას შემდეგ ტუატიმ რამდენჯერმე სცადა ოფიციალური გზის გავლა და განმარტებისთვის საქართველოს ომბუდსმენს მიმართა. მიწერმოწერა ვრცელი იყო, მაგრამ, მისი თქმით წერილების შინაარსი იმ აზრამდე დადიოდა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლება აქვს, რომ ქვეყანაში შესვლაზე უარი უთხრას იმ პირებს, ვისაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და უსაფრთხოებისთვის პოტენციურ საფრთხედ მიიჩნევს.

„ადრეც და დღემდე ორგანიზაცია „ყაზბეგის“ ყველა წევრი კანონმორჩილი მოქალაქე იყო, და საქართველოს სახელმწიფოს მთლიანობას და სუვერენიტეტს უჭერდა მხარს“, – უთხრა „ეხო კავკაზას“ სეგო ტუატიმ.

ჩვენ ყოველთვის მკაფიო აზრი გვქონდა საქართველოს ტერიტორიის მიმართ ნებისმიერი ფორმის სეპარატიზმთან დაკავშირებით. და ამ ფონზე  საქართველოს მხრიდან ჩვენდამი ამგვარი დამოკიდებულება გვწყინს, რადგან ის დაუმსახურებელი და დაუსაბუთებელია.

ვისურვებდით, რომ საქართველოს ოფიციალურმა ორგანოებმა ამას ყურადღება მიაქციონ,  დაგვეხმარონ და ეს პრობლემა გადაჭრან.“

ისტორიული ფოტო ოჯახური ალბომიდან,რომელიც საქართველოს თრუსოს ხეობიდან გადასახლებულებმა წარმოადგინეს. ის სოფლები, სადაც ფოტოებია გადაღებული დღეს სრულიად მიტოვებული და დაუსახლებელია

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო.