გიუმრის მოსახლეობა ჩივის: უფროსი ასაკის ადამიანებს სამუშაოდ არ იღებენ " />

შრომითი ბაზარი სომხეთში: დიდი მოთხოვნა და ცოტა სამუშაო ადგილი

გიუმრის მოსახლეობა ჩივის: უფროსი ასაკის ადამიანებს სამუშაოდ არ იღებენ

ფოტო: გევორგ კაზარიანი, JAMnews

ასობით უმუშევარი მივიდა 9 ოქტომბერს ქალაქ გიუმრიში გამართულ შრომით ბაზარზე და მიუხედავად იმისა, რომ  აქ ბევრი დამსაქმებელიც მონაწილეობდა, სამუშაოს ბევრი მაძიებელი შინ ისევ უარაფროდ დაბრუნდა.

 ოფიციალური მონაცემებით, ამჟამად გიუმრიში  13, 937 ადამიანი ეძებს სამუშაოს. მათ შორის 11 ათას ნახევარი დარეგისტრირებულია როგორც უმუშევარი. 

შრომით ბაზარზე თავისი სტენდი წარმოადგინა 30-მა დამსაქმებელმა, რომლებმაც იქ მყოფებს 800 ვაკანსია შესთავაზეს.

თუმცა, პრობლემა სამუშაო ადგილების  მცირე რაოდენობით არ ამოიწურება.

გიუმრის ბევრი მაცხოვრებელი ჩივის, რომ უფროსი ასაკის წარმომადგენლებს სამუშაოდ არ იღებენ. სხვები ამბობენ, რომ დამსაქმებლები ხშირად ცოდნისა და უნარების ისეთ დონეს ითხოვენ, რაც უმრავლესობას არ გააჩნია.

“მე მკერავი ვარ, 14 წელი რუსეთში ვმუშაობდი, ძალიან კარგად მიხდიდნენ. დედა გამიხდა ავად და სომხეთში დაბრუნებამ მომიწია, მაგრამ აქ სამუშაოს ვერ ვპოულობ – სადაც მივდივარ, უარს მეუბნებიან, ისინი მხოლოდ 35 წლამდე ადამიანებს იღებენ. რა უნდა ვქნა, ისევ რუსეთში დავბრუნდე?“ – ამბობს გიუმრის მცხოვრები ნუნე ასატრიანი.

მეორე უმუშევარმა თქვა, რომ ის 40 წლისაა და დაცვის თანამშრომლად სურდა მოწყობა. მაგრამ დამსაქმებელმა კომპიუტერის ცოდნა მოსთხოვა, რაც მას არ ჰქონდა.

დასაქმების სახელმწიფო სამსახურის უფროსმა არტაკ მანგასარიანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ დამსაქმებელს უფლება აქვს, დაადგინოს საკუთარი კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც თანამშრომლებს იღებს.

“რასაკვირველია, უპირატესობას უფრო ახალგზრდა კადრებს ანიჭებენ – მთელ მსოფლიოში ასე ხდება. ასევე ადამიანებს უნდა ესმოდეთ, რომ კარგი სამსახური დაბალი ხელფასით იწყება: არც ერთი დამსაქმებელი არ გადაუხდის ბევრს ახალ და გამოუცდელ თანამშრომელს“, – თქვა მანგასარიანმა.

მისი ინფორმაციით, 2017 წელს დასაქმების სამსახურში, გასულ წელთან შედარებით, 6 ათასით ნაკლები სამსახურის მაძიებელია დარეგისტრირებული – “2016 წელს სახელმწიფო დასაქმების სამსახურის დახმარებით17 ათასმა ადამიანმა მიიღო დროებითი ან სეზონური სამუშაო”, – თქვა არტაკ მანგასარიანმა.


ასევე წაიკითხეთ