მოსახლეობას ქვეყნის ბიუროკრატების სიხარბისადმი ფატალისტური დამოკიდებულება აქვს" />

შეძლებს თუ არა კიევი კორუფციის დაძლევას

მოსახლეობას ქვეყნის ბიუროკრატების სიხარბისადმი ფატალისტური დამოკიდებულება აქვს

Foreign Affairs

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში უკრაინის მოქალაქეები ინტერესით გაეცნენ მათი ქვეყნის ხელმძღვანელთა შემოსავალების წვირლმანებს. კორუმპირებული ხელისუფლება უკრაინელებისთვის ჩვეული მოვლენაა.

ეს შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც უკრაინაში ამოქმედდა ე-დეკლარაციის სისტემა. ეს სისტემა მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, დაწვრილებით იცოდნენ, თუ ვინ რამდენი ქონება დააგროვა ქვეყანაში ათწლეულობით გაბატონებული უკანონობისა და თავაშვებული კორუფციის  პირობებში.

დეპუტატებისა და მინისტრების ელექრონულად წარმოდგენილი დეკლარაციები შთამბეჭდავია და ზოგჯერ – სასაცილოც. დეკლარაციაში შეტანილია სხვადასხვაგვარი ქონება – ექსტრავაგანტული საათები, ღვინოების და ანტიკვარიატის კოლექციები.  ქალაქ დნეპრის მერმა ბორის ფილატივმა დეკლარაციაში შეიტანა კოსმოსში გასაფრენი ბილეთიც კი, რომელიც 175 ათასი დოლარი ღირს.

რასაკვირველია, ადამიანს აქვს უფლება, ბიზნესში მიღწეული წარმატებების შემდეგ სახელმწიფო მოხელის კარიერაც შეიქმნას, როგორც ფილატოვი მოიქცა. მაგრამ, ქვეყანაში, სადაც საშუალი ხელფასი $200-ს არ აღმატება, ხოლო ფრონტის წინა ხაზზე ჯარისკაცები ამაზე ოდნავ მეტს იღებენ, ამგვარი ახსნა ბევრს არ დააკმაყოფილებს.

ე-დეკლარაციის შედეგად გამოვლენილმა წვრილმანებმა პრესასა და სოცილურ ქსელებში დიდი მთქმა-მოთქმა გამოიწვია.

სახელმწიფო დეკლარაციების ერთიანი რეესტრის შექმნა შეუძლებელი იქნებოდა სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან დიდი ზეწოლის გარეშე. კიევში სახელმწიფოს მართვის უფრო გამჭვირვალე და ევროპულ სატნდარტებთან მიახლოებული სისტემის შემქნელები გახდნენ ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა ანტიკორუფციულ ქმედებათა ცენტრი და მოძრაობა “რეფორმებთან დაბრუნებისთვის”.

ასევე, გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა დასავლელი პარტნიორების მხრიდან ზეწოლასაც. უკრაინის ეკონომიკამ, რომელიც რევოლუციისა და რუსეთის მიერ ყირიმის დაპყრობის შედეგად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან მიიღო სესხი, იმ პირობით, რომ კიევი  კორუფციასა და თავგასულ ბიუროკრატიას ბრძოლას  გამოუცხადებდა. 

ე-დეკლარაციის შემოღებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტიმული გახდა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმისადმი სწრაფვაც, რაც გასული კვირას, წინასწარ განხილვაზე დადებითად გადაწყდა.

პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ გროისმანი მიესალმება ელოქტრონული დეკლარაციების შემოღებას და აცხადებს, რომ ეს “სიტუაციას სამუდამოდ შეცვლის”. იმ ჩინოვნიკის სიტყვები, რომელმაც ცოლთან ერთად   დეკლარაციაში ნაღდი ფულით თითქმის  ორმილიონიანი ქონება, და ათობით უძვირფასესი საათი მიუთითა, შესაძლოა, ეჭვს იწვევდეს. თუმცა, რა თქმა უნდა, ის მართალია, როდესაც ამბობს ამბობს, რომ პოლიტიკური ფიგურების ქონების გასაჯაროება – “პატარა საქმე სულაც არ არის”.

ათობით ათასი დეკლარაციის შემოწმებას ახლა შეუდგებიან ანტიკორუფციული უწყებები, რომელთა მიზანია უკანონოდ გამდიდრებისა და შემოსავლების დაფარვის შემთხვევათა გამოვლენა. ჟურნალისტები (უმეტესწილად ისეთი გამოცემების, როგორებიცაა “უკრაინსკაია პრავდა” და “ნოვოე ვრემია”) და სამოქალაქო აქტივისტები, რა თქმა უნდა, მიიღებენ ამ პროცეში მონაწილეობას, მაგრამ მთავარი ტვირთი ორ უწყებას დააწვება  – კორუფციის აღკვეთის ეროვნულ სააგენტოს და უკრაინის ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროს.

ეს ნამდვილად არ იქნება მარტივი სამუშაო.

მანამდე კი, წელს კანონმდებლები სინამდვილესთან შეუსაბამო დეკლარაციების დეკრიმინალიზებას ცდილობდნენ. ოქტობერში მათ წარმოადგინეს კანონპროექტი, რომელიც სამოქალაქო აქტივისტებს ავალდებულებდა, თავიანთი ქონების შესახებ ანგარიში წარმოედგინათ. ორგანიზაცია Freedom House-მა ეს  კორუფციასთან ბრძოლისადმი შეტევად შეაფასა.

ახალი სისტემის შემოღების მომხრეები ირწმუნებიან, რომ საზოგადების მოლოდინები შეიძლება გადაჭარბებული აღმოჩნდეს. ანტიკორუფციულ ქმედებათა ცენტრის წარმომადგენლის, ვიტალი შაბუნინის თქმით, იმედგაცრუების ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება გახდეს უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის ის ნაკლოვანი ნაწილი, რომელიც პსუხისმგებლობისგან ათავისუფლებს უკანონოდ გამდიდრებულ იმ პირებს, ვინც ქონება 2015 წლამდე დააგროვა.

უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო, შესაძლოა, წინააღმდეგობებს წააწყდეს თავისი საქმინობის იმ სფეროში, რომლთა შორისაც, აქტივისტების თქმით, მთავარია კორუმპირებული სასამართლო სისიტემა… ყველაზე დაწვრილებითი გამოძიების  ჩატარების შემთხვევაშიც კი, უწყება ვერ იქნება დაზღვეული, მაგალითად, უეცარი ხანძრისგან  იმ სასამართლოს შენობაში, რომელიც ამ საქმეს განიხილავს.

 ანდა სასამართლომ, შესაძლოა,  სასაცილო გირაოს თანხა დააკისროს მაღალი თანამდებობის კორუფციონერს, როგორც ეს სახელმწიფო “ნაფტოგაზის” ხელმძღვანელის, სერგეი პერელომას შემთხვევაში მოხდა.  

ჯეჯერობით უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს მიერ სასამართლოებში გადაგზავნილი 12 საქმიდან, ექვს შემთხვევაში, საპროცესო შეთანხმებას მიაღწიეს.     

უკრაინაში სასამართლო რეფორმა მზადდება. მოსალოდნელია, რომ შესაბამისი კანონპროექტი  პარლამენტს წლის ბოლომდე წარედგინება.

კორუფციასთან ბრძოლის კიდევ ერთი ხელის შემშლელი ფაქტორია – მოსახლეობის მენტალიტეტი, რომელიც 70 წლიანი საბჭოთა მმართველობისა და 25-წლიანი დამოუკიდებელი უკრაინის წლებში ჩამოყალიბდა, და ქვეყნის ხარბი ხელისუფლებისადმი ფატალისტური დამოკიდებულებით გამოირჩევა. კორუფციისადმი ამგვარი პასიური დამოკიდებულება – პოსტსაბჭოთა საზოგადოებაში ხშირი მოვლენაა.  

უკრაინამ 2004 წლის შემდეგ რეფორმებთან დაკავშირებით ერთი იმედგაცრუება უკვე გადაიტანა. მაშინ საზოგადოებამ ვერ შეძლო ნარინჯისფერი რევოლუციის შემდეგ ჩამოყალიბებულ ხელისუფლებაზე სათანადო გავლენის მოხდენა, და მათგან რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილების მიღება.

2014 წლის მოვლენებმა უდავოდ ბევრად მეტი ადამიანი ჩააბა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, თუმცა რეფორმების ტემპისა და ინტენსივობის თობაზე უნდობლობა ძველებურად შენარჩუნებულია.

საჭირო გახდება კანონის დამრღვევი ჩინოვნიკების მიმართ სამართლებრივი დევნა, საზოგადოების იმაში დასარწმუნებლად, რომ კორუფციასთაბ ბრძოლა – ეს გრძელვადიანი ტენდენციაა, და არა წუთიერი კამპანია, რომელიც მხოლოდ რიტუალურ მსხვერპლს ითხოვს.  

უკრაინულ საზოგადოებას რეფორმების  დიდად არ სწამს.  საერთაშორისო რეპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ახლახან ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, მოსახლეობის 72%-ს მიაჩნია, რომ ქვეყანა არსწორი მიმართულებით ვითარდება. უკრაინას რეფორმირების გზაზე დამუხრუჭების უფლება არ აქვს.

გამოქვეყნებულია 01.12.2016


ასევე წაიკითხეთ