რა არის მიზეზი - "ყანჯალის ბრძოლა" თუ უბრალოდ ტერიტორია?" />

შეტაკებები ყაბარდო-ბალყარეთში. არიან დაჭრილები და დაპატიმრებულები. რა ხდება და რატომ?

რა არის მიზეზი - "ყანჯალის ბრძოლა" თუ უბრალოდ ტერიტორია?

ჩრდილოეთი კავკასიის რესპუბლიკა ყაბარდო-ბალყარეთში სიტუაცია მკვეთრად გამწვავდა.

ერთმანეთს ორი ეთნიკური ჯგუფი დაუპირისპირდა — ბალყარელები და ყაბარდოელები. კონფლიქტის საგანი — ყანჯალის ბრძოლა, რომელიც, 310 წლის წინათ მოხდა.

ყაბარდოელები ამ თარიღს თავიანთი ეთნოსისთვის უაღრესად მნიშვნელოვნად მიიჩნევენ. ბალყარელები მას არ ცნობენ.

გიამბობთ დეტალებს:

დასაწყისი

მოვლენები დაიწყო 18 სექტემბერს, როდესაც დაბა კენდელენის მაცხოვრებლებელმა, წარმოშობით ბალყარელებმა, თავიანთ სოფელზე გავლის უფლება არ მისცეს ყაბარდოელებს  — ყანჯალის ბრძოლის 310 წლისთავის აღსანიშნავად მსვლელობის მონაწილეებს (ცნობა ბრძოლის შესახებ იხილეთ ქვემოთ).

მსვლელობა გაემართა ყანჯალის მთისკენ, სადაც ბრძოლა მოხდა, იქამდე მისასვლელი ერთადერთი გზა კი ბალყარეთის ამ სოფელზე გადის.

ამას მასშტაბური ჩხუბი მოჰყვა, სოფელში პოლიციის სპეცრაზმები შევიდნენ.

19 სექტემბერს უკვე აქტივისტებსა და ძალოვნებს შორის ხდებოდა შეტაკებები, თანაც დაპირისპირების გეოგრაფია გაფართოვდა – მასში სოფლები ზაიუკოვო და ბაკსანი ჩაერთნენ.

View this post on Instagram 

A post shared by Алания (Къарачай & Балкария) (@alan_nations) on

გაგრძელება

20 და 21 სექტემბერს შეტაკებები უკვე ყაბარდო-ბალყარეთის დედაქალაქ ნალჩიკში გრძელდებოდა. პოლიციამ რეზინის ხელკეტები და გაზი გამოიყენა, ისმოდა ჰაერში სროლის ხმები.

ვალერი ხატაჟუკოვის მონაცემებით, სულ 40 ადამიანი დააკავეს. დაჭრილია ოთხი ადამიანი.

ისტორიული ცნობა: რა არის ყანჯალის ბრძოლა

„ყანჯალის ბრძოლა“, მუჰადინ კეშევის სურათი

ყანჯალის ბრძოლა მოხდა 1708 წელს, როდესაც ყაბარდო ფორმალურად ყირიმის სახანოს დაქვემდებარებაში იყო.

ხანები, ხარკის შეგროვებისა და ტყვეების შეპყრობის მიზნით, პერიოდულად მასზე თავდასხმებს აწყობდნენ. იმ წელს უფროსმა ყაბარდოელმა თავადმა კურგოკო ატაჟუკინმა გადაწყვიტა, ყირიმის ხანი დევლეტ-გირეი მოეგერიებინა.

ყაბარდოელებთან შებრძოლების შედეგად ხანი დევლეტ- გირეი გაიქცა და ჯარი მიატოვა. სხვადასხვა მონაცემებით, ბრძოლაში ხუთიდან ორმოც ათასამდე ხანის ჯარისკაცი დაიხოცა. დაიღუპა ყველა თურქი იანიჩარი.

ოსმალეთის სულთანმა, რომელსაც ყირიმის სახანო ნომინალურად ექვემდებარებოდა, დევლეტ-გირეი ტახტიდან გადააყენა და კუნძულ როდოსზე გადაასახლა.

რატომ არის ყანჯალის ბრძოლა დღეს აქტუალური

ყაბარდოელების უმრავლესობისთვის, ასევე ჩერქეზების და ადიღეელებისთვის, ყანჯალის ბრძოლა – ეროვნული გმირობის სიმბოლოა.

მაგრამ თურქულენოვანი ბალყარელები ირწმუნებიან, რომ არ ყოფილა არავითარი ბრძოლა, ეს სულ ყაბარდოელების გამონაგონია, რომლებიც თითქოს ბალკარეთის მიწებზე აცხადებენ პრეტენზიას.

ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, რომ კონფლიქტის არსი სწორედ მიწების საკითხშია, და არა ყანჯალის ბრძოლაში .

ტერიტორიული დავის შესახებ ყაბარდო-ბალყარეთში

ყაბარდოელებსა და ბალყარელებს შორის კონფლიქტი ყანჯალის ბრძოლის წლისთავთან დაკავშირებით წარმოიშვა, მაგრამ ის მთის საძოვრების გაურკვეველ სტატუსს უკავშირდება, მათ შორის ყანჯალის მთაზეც, – ერთხმად მიაჩნიათ საინფორმაციო სააგენტო „კავკაზსკი უზელის“ მიერ გამოკითხულ მეცნიერებს .

ორ ეთნიკურ ჯგუფს შორის კიდევ უფრო სერიოზული შეტაკებები 2008 წლის სექტემბერში მოხდა. მაშინ ყაბარდოელებმა ბრძოლის 300 წლისთავის ფართოდ აღნიშვნა გადაწყვიტეს და ასევე ყანჯალის მთისკენ გაემართნენ.

„საუბარია სხვადასხვა მხარის მიერ ისტორიული მოვლენების ინტერპრეტაციაზე, ეს ინერპრეტაციები ან ერთ ბანაკს ემსახურება ან მეორეს. მაგრამ მთავარი საკითხი – უძველესი ბრძოლის შესახებ ყაბარდოელებისა და ბალყარელების ასოციაციები კი არ არის, არამედ ისტორიული მოვლენების ინერპრეტაცია თანამედროვე პრობლემების გადასაწყვეტად, უპირველეს ყოვლისა – მესაქონლეობისთვის განკუთვნილი მთიანი მიწების სტატუსის განსაზღვრა“, – ამბობს გეოგრაფიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, პროფესორი ალექსეი გუნია.

რეაქცია

სოფლებსა და ნალჩიკში არსებულმა დაპირისპირებამ სოციალურ ქსელებში მწვავე უკმაყოფილება გამოიწვია. აი, სახასიათო კომენტარები:

„ყველას უნდა მოეკითხოს! 1. რესპუბლიკის მეთაურსრატომ დაუშვეს ასეთი რამ, და თან ახალი ტურისტული სეზონის დასწყისში (რესპუბლიკაში დარჩენილი ერთადერთი ბიზნესი – არყის – უკვე ჩაშალეს, მხოლოდ ეს დარჩა)? 2. სოფელ კენდელენის გამგებელს რა თამაშს ეწევა და აქამდე რატომ არ მოიხსნა უფლებამოსილება? 3. იალბუზის რაიონის გამგებელსიგივე საკითხებზე. 4. რესპუბლიკის სასულიერო პირებსრატომ დაუშვეს ასეთი რამ?

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ერთ-ერთი მხარის სიმართლეს უჭერს მხარს, სოციალურ ქსელებში ყველაზე წამყვანი ტენდენციაა – ორივე მხარისთვის კონფრონტაციის შეწყვეტის მოწოდება.

Instagram -ზე დაიწყო ფლეშმობი, მათ შორის ჰეშთეგით #нашасилавединстве (ჩვენი ძალა ერთობაშია).

ნალჩიკის ავტოკლუბის წევრებმა კი თავიანთი მანქანები ადიღეური, ბალყარული და ყაბარდოული დროშებით მორთეს – მათ ყაბარდოელებსა და ბალყარელებს მშვიდობით და თანხმობით ცხოვრებისკენ მოუწოდეს.


ასევე წაიკითხეთ