ბევრი ამას ხელისუფლებასთან შერიგებისა და პოლიტიკიდან წასვლის დასტურად მიიჩნევს" />

დევნილი აზერბაიჯანელი დრამატურგი მრავალი წლის მერე სამშობლოში პირველად ჩავიდა

ბევრი ამას ხელისუფლებასთან შერიგებისა და პოლიტიკიდან წასვლის დასტურად მიიჩნევს

აზერბაიჯანელი კინოდრამატურგი და რეჟისორი რუსტამ იბრაგიმბეკოვი, რომელიც 2013 წელს პრეზიდენტად იყრიდა კენჭს, ექვსი წლის განმავლობაში სამშობლოში პირველად ჩავიდა. მან მეგობრებსა და კოლეგებს რესტორანში თავი მოუყარა, და საკუთარი 80 წლის იუბილე ამგვარად აღნიშნა. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ იბრაგიმბეკოვი ხელისუფლებას ურიგდება და პოლიტიკიდან მიდის?

ვინ არის რუსტამ იბრაგიმბეკოვი

რუსტამ იბრაგიმბეკოვი – ცნობილი აზერბაიჯანელი და რუსი კინოდრამატურგი და რეჟისორია, ის მრავალრიცხოვანი ჯილდოს მფლობელია.

• საპრეზიდენტო არჩევნები აზერბაიჯანში 2018 წელს: როგორ მოხდა ეს

• აზერბაიჯანული კინო: უფრო არსებობს, ვიდრე -არა

ბოლო წლებში ის ოპოზიციონერ პოლიტიკოსად იქცა. კერძოდ, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ის ოპოზიციის ერთიან კანდიდატად იყრიდა კენჭს, მაგრამ დარეგისტრირებული არ იყო, რადგან რუსეთის მოქალაქეობაზე უარის თქმა დროულად ვერ მოახერხა.

მას შემდეგ ის რუსეთში ცხოვრობს, და აზერბაიჯანში მეტად აღარ ჩასულა, მაგრამ ხელისუფლების კრიტიკას აგრძელებდა. სამშობლოში ის პერსონა ნონ-გრატად მიაჩნდათ. მართალია, აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან მის მიმართ დევნა არ განხორციელებულა, თუმცა პრესაში იბრაგიმბეკოვს გამუდმებით გმობდნენ. გარდა ამისა, მისი სცენარით გადაღებული ფილმისთვის „კავკასიური ტრიო“ მას სომხებისადმი სიმპათიასა და ლამის სამშობლოს ღალატში ადანაშაულებდნენ.

რით არის აღსანიშნავი იბრაგიმბეკოვის ჩამოსვლა

რუსტამ იბრაგიმბეკოვის ბაქოში ახლანდელი ჩამოსვლა ბევრმა მასა და ქვეყნის ხელისუფლებას შორის შერიგების აქტად აღიქვა.

ვებგვერდმა Musavat ისიც კი ივარაუდა, რომ რუსტამ იბრაგიმბეკოვი პოლიტიკიდან წასვლას აპირებს. ამ ვერსიის სასარგებლოდ „მუსავათი“ ყურადღებას იმ არგუმენტზე ამახვილებს, რომ საიუბილეო სუფრაზე ოპოზიციონერებიდან არავინ ყოფილა. სამაგიეროდ, საიუბილეო სუფრაზე აღმოჩნდა ბევრი ის სახელოვნებო ჩინოვნიკი, რომლებიც ახლახან „ბარიკადებზე იბრაგიმბეკოვის საპირისპირო მხარეს“ იდგნენ.


ასევე წაიკითხეთ