დემონსტრანტები მთავარი მოთხოვნის შესრულებას - შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას, ითხოვენ" />

ყვითელი ბარათი ივანიშვილს – ღამის აქცია ოლიგარქის რეზიდენციასთან

დემონსტრანტები მთავარი მოთხოვნის შესრულებას - შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას, ითხოვენ

ყვითელი ბარათები ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს – ასეთი ლოზუნგით დასრულდა ივანიშვილის რეზიდენციის წინ საპროტესტო აქცია 28 ივნისს. საპროტესტო მსვლელობა პარლამენტის შენობიდან ოლიგარქის რეზიდენციამდე მოეწყო, სადაც დემონსტრანტებმა კვლავ შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა მოითხოვეს.

დღე მერვე, რუსთაველის გადაკეტვა აღარ გვყოფნის, წავედით პატრონი გავაღვიძოთ 🙂 სირცხვილია! 8.0

Posted by Salome Barker on ხუთშაბათი, 27 ივნისი, 2019

დემონსტრანტებმა ყვითელი ბარათები აჩვენეს. მათი თქმით, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ისინი რეზიდენციასთან “წითელ ბარათებით” მოვლენ.

ფოტო: Facebook

ფოტო: აკო გოგიაშვილი

“სიმბოლური პრეცედენტი უნდა შეიქმნას, უნდა დაისაჯოს შს მინისტრი, რომელიც დაასახიჩრებს თავის ხალხს. ვინც დაარღვევს პოლიციის შესახებ კანონს, იმას პოლიციაში არაფერი არ ესაქმება,”-განაცხადა აქციის ერთ-ეთმა ორგანიზატორმა მიშა მშვილდაძემ.

“ბიძინა ივანიშვილის სახლი არ არის, ეს არის კანტორა, საიდანაც დღეს სამწუხაროდ იმართება საქართველო…ჩვენ სახლში არავის არ ვუვარდებით და არავის შვილების შეწუხება არ გვინდა, ჩვენ მივდივართ მმართველის კანტორასთან,”- განაცხადა აქციის მონაწილემ დავით გაბუნიამ.

ფოტო: Facebook

მომდევნო საპროტესტო აქცია შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის და 21 ივნისს დემონსტრაციის დარბევაზე პასუხისმგებელი პირების დასჯის მოთხოვნით 29 ივნისს 19 საათზე დაიწყება.

 

 

 


ასევე წაიკითხეთ