"ობლების სახლი" - აი აქ არის ეს წერტილი" />

“ყველა აქ დაბრუნდება. ეს მთავარი ადგილია დედამიწაზე”

"ობლების სახლი" - აი აქ არის ეს წერტილი

სულიერი ცენტრი ერთადერთია დედამიწაზე – ასე მიაჩნია ათასობით ადამიანს, რომლებიც თავს ქრისტიან-დუხობორებს უწოდებენ.

საქართველო, ჯავახეთი, ნინოწმინდა, „ობლების სახლი“- აი, აქ არის ეს წერტილი. ოდესღაც აქ ობლების და შეჭირვებულების თავშესაფარი იყო. ახლა ეს სალოცავი სახლია, თუმცა ძირითადად ცარიელი. 40 ათასზე მეტი ქართველი დუხობორიდან აქ მხოლოდ 600-მდე დარჩა. დანარჩენები რუსეთში გაემგზავრნენ. ისინიც, ვინც წავიდნენ, ისინიც, ვინც დარჩნენ და ისინიც, ვინც, უკვე ორი საუკუნეა, კანადაში ცხოვრობენ, ერთსა და იმავეს ამბობენ: „ ყველა აქ დაბრუნდება. ეს მთავარი ადგილია დედამიწაზე“

ფოტოს ავტორი: გარუშ არზუმიანი, ნინოწმინდა.


ასევე წაიკითხეთ