მედიაში გამოქვეყნებული პუბლიკაციების მიხედვით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ საქმე აბორტების სრულ აკრძალვას ეხება " />

ყარაბაღში სელექციურ აბორტებს კრძალავენ

მედიაში გამოქვეყნებული პუბლიკაციების მიხედვით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ საქმე აბორტების სრულ აკრძალვას ეხება

ყარაბაღში ბავშვის სქესით განპირობებული აბორტები აიკრძალება. ამ გადაწყვეტილების სასარგებლოდ მთიანი ყარაბაღის 33-იდან 28 დეპუტატმა მისცა ხმა. „რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და ადამიანების რეპროდუქციული უფლებების“ შესახებ კანონში „საგაზაფხულო ცვლილებები და დამატებები პარლამენტმა 30 მარტს მიიღო. ის ძალაში მას შემდეგ შევა, რაც მას მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტი მოაწერს ხელს.

კანონპროექტის შინაარსი სხვადასხვაგვარად იქნა წაკითხული: მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში გამოქვეყნებული პუბლიკაციებისა და სოცილურ ქსელებში გამართული მსჯელობების მიხედვით, ისეთი შთაბეჭდილება შეიმნა, თითქოს აბორტები სრულიად იკრძალებოდა; გაუგებარი იყო, კონკრეტულად რა ცვლილებები უნდა შესულიყო მოქმედ კანონმდებლობაში.

ამიტომ გამარტებებისთვის მთიანი ყარაბაღის სოციალური უზრუნველყოფისა და ჯანდაცვის საკითხების მუდმივი კომისიის თავმჯდომარეს მივმართეთ. არამ გრიგორიანმა თქვა: „ყარაბაღის დემოგრაფიული სიტუაციის, ასევე ამ საკითხში დისკრიმინაციისა და ჰუმანიზმის ფაქტორების გათვალისწინებით, ჩვენ ამ კანონპროექტით გვინდოდა აღგვეკვეთა ოსრსულობის ისეთი ხელოვნური შეწყვეტა, რომელიც ბავშვის სქესით არის განპირობებული“.

დეპუტატმა გაიხსენა, რომ ყარაბაღში ორსულობის მე-12 კვირაზე აბორტები ნებაყოფლობით ტარდება, ხოლო 12-დან 22-ე კვირის ვადაში – ექიმის მითითებით. მისი თქმით, ჩვენებების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია. კერძოდ, საქმე ეხება იმ შემთხვევებს, როდესაც აღინიშნება ნაყოფის პათოლოგიური განვითარება, ან დედის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.


ასევე წაიკითხეთ