მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტობის კანდიდატის, ვიტალი ბალასანიანის გამოხტომები სომხეთის ხელისუფლების მისამართით" />

ყარაბაღელი გენერალი იმუქრება, რომ სომხეთის პრემიერს გაუსწორდება

მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტობის კანდიდატის, ვიტალი ბალასანიანის გამოხტომები სომხეთის ხელისუფლების მისამართით

Виталий Баласанян, Никол Пашинян, Армен Григорян, Арман Бабаджанян, президентские выборы в Карабахе, узурпация власти, ვიტალი ბალასანიანი, ნიკოლ ფაშინიანი, არმენ გრიგორიანი, არმან ბაბაჯანიანი, საპრეზიდენტო არჩევნები ყარაბაღში, ხელისუფლების უზურპაცია

გენერალ-მაიორი ვიტალი ბალასანიანი, მთიანი ყარაბაღის უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი და არცახის ეროვნული გმირი სომხეთის „რევოლუციური“ ხელისუფლების მიმართ მწვავე კრიტიკით პირველად არ გამოდის. ამჯერად ის სომხეთის პრემიერ-მინისტრის მიმართ მკვეთრი გამოხტომებით, კერძოდ ხელისუფლების უზურპაციის თაობაზე ბრალდებებით არ დაკმაყოფილდა, არამედ ნიკოლ ფაშინიანს დაემუქრა კიდეც, რომ მას ფიზიკურად გაუსწორდება.

სომხეთიდან პასუხებმა არ დააყოვნა. ადგილობრივი პოლიტიკოსები ბალასანიანის გამონათქვამების გამო აღშფოთებას ვერ მალავენ, და მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას მოითხოვენ.

ეს ყველაფერი მთიან ყარაბაღში 2020 წელს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების წინ ხდება. და პრეზიდენტის თანამდებობის ერთ-ერთი პრეტენდენტი ვიტალი ბალასანიანია.

„არცახი – სომხეთია, და მორჩა!“- სომხეთის პრემიერ-მინისტრი

ბალასანიანის ინტერვიუს დეტალები

ყარაბაღელმა გენერალმა სომხეთის პოსტრევოლუციური მთავრობის მიმართ საკუთარი აზრი LIVEnews.am-თან ინტერვიუში გამოთქვა; თან, ეს ინტერვიუ თითქმის ორ საათს გრძელდებოდა. გთავაზობთ ვიტალი ბალასანიანის იმ ყველაზე სკანდალურ გამონათქვამებს, რომლებსაც სომხეთში მწვავე რეაქცია მოჰყვა.

პირველ რიგში, მან განაცხადა, რომ სომხეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრი ხელისუფლებაში დასავლეთში „ცნობილი ცენტრების“ წყალობით მოვიდა, თანაც ისინი ნიკოლ ფაშინიანის მართვას აგრძელებენ, და მას სამომავლო ქმედებებს კარნახობენ. მან გამოთქვა მოსაზრება, რომ 2018 წლის გაზაფხულზე ის ხელისუფლებაში სახელმწიფო გადატრიალების შედეგად მოვიდა, და ფაქტობრივად, ხელისუფლების „უზურპირება“ მოახდინა.

ბალასანიანმა ასევე განაცხადა, რომ 2016 წელს ნიკოლ ფაშინიანი ცდილობდა, ემართა ის პროტესტი, რომელიც  ჯგუფ „სასნა ცრერის“ („სასუნელი შლეგები“) მიერ ერევნის პოლიციის საპატრულო-საგუშაგო სამსახურის შენობის დაპყრობის შემდეგ აღმოცენდა.

საუბარი 2016 წლის ივლისის მოვლენებს ეხება. მაშინ შეიარაღებული ჯგუფი ოპოზიციის ლიდერის ჟირაირ სეფილიანის გათავისუფლებას მოითხოვდა, მაგრამ პროტესტი თანდათან მაშინ მოქმედი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის გადადგომის მოთხოვნაში გადაიზარდა.

ნიკოლ ფაშინიანი მაშინ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი იყო და ხელისუფლების შეცვლის აუცილებლობაზე ღიად ლაპარაკობდა. მაგრამ შეიარაღებული ჯგუფი ნებაყოფლობით დანებდა, პროტესტმა ისეთ კრიტიკულ წერტილს ვერ მიაღწია, რომ ქვეყანაში ხელისუფლება შეცვლილიყო.

დაჯგუფებამ იარაღი დაყარა

ვიტალი ბალასანიანმა „სასნა ცრერს“ ტერორისტული ჯგუფი უწოდა და ის პრემიერთან დააკავშირა. მისი აზრით, ნიკოლ ფაშინიანი და „სასნა ცრერი“ „ერთი და იგივე ტერორისტული ჯგუფის ელემენტებს წარმოადგენენ“ . ხოლო  პრემიერსა და „სასნა ცრერის“ ლიდერებს შორის ახლახან გამართული შეხვედრა მან განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებზე ზეწოლის მცდელობად შეაფასა:

„ნიკოლ ფაშინიანი ყველას დატერორებას ცდილობს, მათ შორის – ჩემს დატერორებასაც, როდესაც ამბობს: „აი, ნახეთ, მე მყავს მებრძოლი ფრთა, რომელიც თქვენ თითის ერთი დაქნევით ფიზიკურად გაგისწორდებათ“. მინდა ფაშინიანსა და „სასნა ცრერს“ ვუთხრა, რომ ასეთ საუბრებს ნუ მართავენ, ამაზე პასუხს აგებენ …

2016 წელს ჩვენ ამ ტერორისტებს ვაპატიეთ და არ მოვკალით, მაგრამ ახლა ვაცხადებ: ყველას ფიზიკურად გავანადგურებთ, ვინც ჩემს, ჩვენი ხალხის, სახელმწიფოს, სახელმწიფოებრიობის, საზღვრების, ხელისუფლების – საუბარია ყარაბაღის ხელისუფლებაზე – წინააღმდეგ პროვოკაციებსა და ტერორისტულ  ქმედებებს ახორციელებს.“

პასუხები სომხეთიდან

არმენ  გრიგორიანმ, სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა სოციალურ ქსელ  Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა:

„ვიტალი ბალასანიანი ხულიგანივით იქცევა, და არა როგორც არცახის პრეზიდენტობის კანდიდატი. სტეფანაკერტში სერჟთან [ გულისხმობს სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს, რომელმაც 2018 წლის გაზაფხულზე მომხდარი „ხავერდოვანი“ რევოლუციის დროს თანამდებობა ათასობით ადამიანის ზეწოლით დატოვა – JAMnews] გამართული შეხვედრების შემდეგ ვიტალის ყოველთვის რაღაც დაძაბულობა ეწყება, რაც გადახრას უფრო ჰგავს. ბალასანიანი, რომელმაც თავისი პოლიტიკური  კარიერა სერჟ სარგსიანს ჯერ კიდევ 2016 წელს დაუკავშირა, აღმოჩნდება პოლიტიკურ სანაგვეზე – იქ, სადაც მისი ლიდერი იმყოფება“.

სრულიად სომხეთის პარტია „სასნა ცრერი“ ასევე განცხადებით გამოვიდა:

„შეშფოთებასა და გაოცებას იწვევს ის ფაქტი, რომ სომხეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა ამ მუქარების განხორციელების სინამდვილის შესამოწმებლად და სახელმწიფოსა და მოქალაქეების მიმართ ძალადობის აღსაკვეთად აქამდე არავითარი ზომა არ მიიღეს …

დაბეჯითებით მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ გამოიჩინოს აუცილებელი პოლიტიკური ნება და სამართალდამცავ ორგანოებს უბრძანოს, თავიანთი უშუალო პასუხისმგებლობა აღასრულონ და სახელმწიფოსა და მოქალაქეების წინაშე არსებული ეს რეალური საფრთხე აღკვეთონ.

ამ მუქარების კოლექტიურ წყაროს  ყველასთვის ცნობილი მე-5 კოლონა წარმოადგენს: რობერტ კოჩარიანი, სერჟ სარგსიანი [ სომხეთის მეორე და მესამე პრეზიდენტები –  JAMnews].

არმან ბაბაჯანიანმა, სომხეთის ეროვნული საკრებულოს დეპუტატმა სოციალურ ქსელ Facebook-ზე ასევე აზრი გამოთქვა:

 „ეს ვიტალი ბალასანიანის მხრიდან პირველი საჯარო მუქარა არ არის. წინა მსგავსი შემთხვევების დროს ადეკვატური შეფასების არასებობის გამო, ბალასანიანი თავს უფლებას აძლევს… სომხეთის ლეგიტიმური ხელისუფლებისა და მისი ხელმძღვანელის მისამართით შანტაჟისა და მუქარის ენით ილაპარაკოს.

სამწუხაროდ, ეს არცახის მოქმედი ხელისუფლების ჩუმი თანხმობითა და სომხეთის რევანშისტული ძალების აშკარა აღფრთოვანებისა და მხარდაჭერის პირობებში ხდება. არცახის გმირის საპატიო წოდება არავის, და მათ შორის არც ვიტალი ბალასანიანს აძლევს ჩარჩოებიდან გასვლის უფლებას …“

ტელეგრამ-არხმა  „ბაგრამიან-26“ შემდეგი ტექსტი გამოაქვეყნა:

 „ვიტალი ბალასანიანმა ყველანაირი საფუძველი შექმნა, რომ მას, ფაშინიანის ფიზიკური განადგურების მოწოდებების გამო, პასუხისმგებლობა დაეკისროს. ის ქვეყნის ლიდერსა და მის მომხრეებს ფაქტობრივად მკვლელობით ემუქრება. ბალასანიანს ეს არ ესმის? ჩვენზე და თქვენზე უკეთ ესმის! მისი მიზანია, რომ ხელისუფლება სისხლის სამართლის დევნის პროვოკაციაზე გამოიწვიოს, რათა შემდეგ ხმის ჩახლეჩამდე იყვიროს, – ნახეთ, პოლიტიკური მოტივებით მდევნიანო.

ის მწვავე კონფრონტაციაზე მიზანმიმართულად მიდის, რათა არცახის საპრეზიდენტო არჩევნების წინ და მომავალი ბრძოლისთვის დივიდენდები მიიღოს. ერთი მხრივ, ბალსანიანს  ასეთი მუქარებისთვის კანონის წინაშე პასუხი უნდა ვაგებინოთ, მეორე  მხრივ კი, მის უხეშ პროვოკაციებს არ უნდა ავყვეთ.

რა გამოსავალი არსებობს ამ სიტუაციიდან? ბალასანიანის დასჯის პროცესი უშუალოდ არცახში იწყება – ადგილობრივი, და არა სომხეთის ხელისუფლების ხელით. ფაშინიანის მომხრეები არცახში ადგილობრივ პროკურატურას მიმართავენ, რათა ბალასანიანის განცხადებები განიხილონ და, არცახის კანონმდებლობის თანახმად, სამართლებრივი შეფასება მისცენ“.

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews იტოვებს უფლებას, წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო.

ასევე წაიკითხეთ