ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ქარიშხალი 1851 წლის შემდეგ " />

ქარიშხალი ირმა: ნგრევა და 5.8 მილიონი ადამიანი ელქტროენერგიის გარეშე

ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ქარიშხალი 1851 წლის შემდეგ

ფოტო: CNN

ქარიშხალ ირმას აშშ-ში უმაღლესი, პირველი კატეგორია მიენიჭა. ქარის სიძლიერე საათში ას კილომეტრზე მეტს აღწევს.

CNNის ცნობით, ქარიშხლის ცენტრი ქალაქ ტამპადან ჩრდილოეთით მდებარეობს. ქარიშხალი ფლორიდის ნახევარკუნძულზე ვრცელდება.

სტიქიური უბედურების შედეგად ფლორიდის შტატში ელექტროობის გარეშე 5,8 მილიონი ადამიანი დარჩა. 6 მილიონზე მეტი ადამიანი ხელისუფლების განკარგულებით აუცილებელი წესით არის ევაკუირებული. ეროვნულმა მეტეოროლოგიურმა ბიურომ ქალაქ ჯეკსონვილის ცენტრის ერთი ნაწილის დატბორვის საშიშროებაზე განაცხადა.

მეტეოროლოგი ბილ საუტი ირწმუნება, რომ ის მსგავსი სიმძლავრის ქარიშხალს პირველად ხედავს:

პირადად მე, აქამდე მსგავსი არაფერი მინახავს. შესაძლოა, ეს 1851 წლიდან მოყოლებული სამი ყველაზე ძლიერი ქარიშხლიდან ერთ-ერთი იყოს.

მაცხოვრებლების მიერ მიტოვებულ სახლებში, მაგალითად ქალაქ ფორტ ლაუდერდეილში, მაროდიორობის შემთხვევები აღინიშნა.


ასევე წაიკითხეთ