ფილმის მთავარი გმირია ახალგაზრდა გოგონა, რომელიც თავისი არაჩვეულებრივი უნარის წყალობით ადამიანებს მკურნალობს" />

ქართველმა ოპერატორმა ამერიკის კინემატოგრაფისტთა საზოგადოების მთავარი პრიზი მიიღო

ფილმის მთავარი გმირია ახალგაზრდა გოგონა, რომელიც თავისი არაჩვეულებრივი უნარის წყალობით ადამიანებს მკურნალობს

ქართველმა რეჟისორმა გიორგი შველიძემ ფილმ „ნამეში“ ოპერატორული ნამუშევრისთვის ამერიკის კინემატოგრაფისტთა საზოგადოების მთავარი პრემია მიიღო.

33rd ASC Awards – Spotlight Award Winner: Giorgi Shvelidze “Namme”

You'll find much more about the 33rd Annual ASC Awards at bit.ly/33rdASCAwards

Posted by American Cinematographer on შაბათი, 09 თებერვალი, 2019

Spotlight Award-ი, რომელიც დღეს, ლოს-ანჯელესში გამართულ საზეიმო ცერემონიაზე გადასცეს – კინოს სფეროში ერთ-ერთი ყველაზე საპატიო საერთაშორისო პრემიაა.

 ამერიკულმა გამოცემამ ქართული კინოსურათი 2017 წლის საუკეთესო ფილმების სიაში შეიტანა

• ახალი ჰოლივუდური ფილმი რუსეთსა და უკრაინაში სხვადასხვა მიზეზით აკრძალეს

„ნამე“ – ეს არის ისტორია ახალგაზრდა ქართველ გოგონაზე, რომელიც ქვეყნის მთიან რეგიონში ავადმყოფ მოხუც მამასა და სამ ძმასთან ერთად ცხოვრობს. მამა არაჩვეულებრივ უნარს ფლობს და ადამიანებს კურნავს. მისმა არცერთმა ვაჟიშვილმა მისგან ცოდნის მიღება არ მოისურვა. მათ ძალიან განსხვავებული ცხოვრების გზები აირჩიეს – ერთი მოლა გახდა, მეორე – მღვდელი, მესამე კი ფილოსოფიის მასწავლებელი. მხოლოდ ნამემ გადაწყვიტა, მამის გზას გაჰყოლოდა და საკუთარ თავში ადამიანების განკურნების იგივე უნარი აღმოაჩინა. თუმცა ამ უნარს არა მხოლოდ შესაძლებლობები, არამედ, ტრაგედიაც ახლავს თან.

„ნამე“ – ეს არის არაჩვეულებრივი მთებისა და იქ მცხოვრებთა წარმართული ხალხური ტრადიციების სადიდებელი ჰიმნი“, – წერს ფილმის შესახებ Hollywood Reporter.

Spotlight Award-ის ორი სხვა გამარჯვებული გახდნენ – Lukas Dhont ოპერატორული ნამუშევრისთვის ფილმში „Girl“ და Chloé Zhao ოპერატორული ნამუშევრისთვის ფილმში „The Rider“.

ფილმი „ნამე“ 2017 წელს გადაიღეს და მისი რეჟისორი ზაზა ხალვაშია. ფილმმა უკვე რამდენიმე საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმარჯვა. 2017 წელს ის ოსკარზეც წარადგინეს და ფინალისწინა 87 ფილმის სიაშიც შევიდა, თუმცა, საბოლოოდ გამარჯვებულთა შორის ვერ მოხვდა.


ასევე წაიკითხეთ