ერთნაირსქესიან ქორწილში ყველაზე ფსევდომასკულინური სამოსის მორგება პოლიტიკური აქტი იყო, ამბობს მიხეილ შუბლაძე" />

ქართველმა გეი აქტივისტმა ნიუ იორკში ჩოხაში ჩაცმულმა იქორწინა

ერთნაირსქესიან ქორწილში ყველაზე ფსევდომასკულინური სამოსის მორგება პოლიტიკური აქტი იყო, ამბობს მიხეილ შუბლაძე

ფოტო: დავით შუბლაძის ფეისბუკიდან

ქართველი ლგბტ აქტივისტი დავით შუბლაძე, რომელიც რამდენიმე წლის წინ აშშ გადავიდა საცხოვრებლად, თავის იტალიელ პარტნიორზე დაქორწინა. საქორწინო ცერემონიის ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა შუბლაძემ ფეისბუკის პირად გვერდზე გამოაქვეყნა.

ახლადდაქორწინებულებს ცერემონიალზე ქართული ტრადიციული სამოსი – ჩოხები აცვიათ.

როგორც შუბლაძემ ინტერნეტ-გამოცემა On.ge-ს უთხრა, ეს იყო სამოქალაქო და რელიგიური ქორწინება. მისი თქმით, ქორწინების ცერემონიაზე ჩოხის ჩაცმა ერთგვარი პოლიტიკური განაცხადი იყო.

“ჩოხა რატომ? რატომაც არა? … ზუსტადაც, რომ ქართველების ასეთი საკრალური დამოკიდებულების გამო გადავწყვიტეთ ჩოხის მორგება. როგორც ქართველს, როგორც საქართველოს მოქალაქეს, მე არანაირად, არავისგან არ მჭირდება ნებართვის აღება ჩოხის ტარებაზე. როგორც ლგბტ აქტივისტითვის, ეს პოლიტიკური აქტი იყო, ყველაზე ფსევდომასკულინური სამოსის მორგება ერთნაირსქესიან ქორწილში და ამით ხაზგასმა, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, აკეთოს ის, რაც მას სურს, თუნდაც მოირგოს ის სამოსი, რომელიც მას სურს. ეს ჩემი საჩუქარია იმ ურა-პატრიოტებისთვის და ფსევდორელიგიური ხალხისთვის, რომლებიც ქრისტეს სახელით მოსაკლავად გამოგეკიდებიან … ” – უთხრა დავით შუბლაძემ On.ge-ს.

დავით შუბლაძემ On.ge-სთან ასევე ისაუბრა იმ პრობლემაზე, რომელთა გამოც მან საქართველო დატოვა:

“საქართველოში ღიად გეი ნიშნავს უამრავ პრობლემას… მანდ ყოფნის ბოლო წელიწადს სამჯერ მომიწია ბინის გამოცვლა და ჩემი , როგორც გეი-აქტივისტის ყოველი გამოჩენა ტელევიზორში ახალი ბინის ძებნას ნიშნავდა. ყოველი აქტივობა ახალი გინების და მუქარის ტალღის საწყისი იყო. უბანში, სამეზობლოში, სამსახურში – ცხოვრების ყველა ეტაპზე მიწევდა სტიგმასთან ბრძოლა. მეგორებთან ურთიერთობა უფრო რთული აღმოჩნდა, რადგანაც არაერთხელ გავმხდარვარ შევიწროების, აგრესიის და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი… ლგბტ აქტივისტობა საქართველოში ძალიან სერიოზულ  მორალურ მზაობას მოითხოვს,” – ამბობს შუბლაძე.

მისი თქმით, აშშ-ში გადასვლის შემდეგ, მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა:

“ამ ქვეყენაში ბედნიერი ვარ, რადგანაც არასდროს მიწევს იმის დამალვა თუ ვინ ვარ და არასდროს მიწევს სიტყვების მოზომვა და დაფიქრება, სანამ ადამიანს რამეს ვეტყვი ამ თემაზე… აქ არავის აინტერესებს მე საწოლში ვინ მიწევს ან ვისთან ვიყოფ საცხოვრისს. აქ ყველაზე მთავარი წინაპირობაა, იყავი კარგი ადამიანი და კარგი მოქალაქე.


ასევე წაიკითხეთ